სტილი

მზად ხართ ზღვის სეზონისთვის? - საცურაო კოსტიუმების 5 ტრენდი, რომელიც 2021 წლის ზაფხულს დაიპყრობს

მზად ხართ ზღვის სეზონისთვის? - საცურაო კოსტიუმების 5 ტრენდი, რომელიც 2021 წლის ზაფხულს დაიპყრობს

მაშ ასე, ზაფხულის სეზონის დადგომამდე სულ რამდენიმე საათი რჩება! ეს ნიშნავს, რომ გრძელი დღეების, რომანტიკული საღამოებისა და ზღვის ჩასვლების დრო ახლოვდება. მზად ხართ ამ ჯადოსნური სეზონისთვის?

1. ტრენდი: ბზინვარება და გლამური 

BO-1 Multipic:

ყველაფერი, რასაც რიანა ირჩევს, ნამდვილად ტრენდულია. მრავალი გაუქმებული ღონისძიებისა თუ საღამოს შემდეგ, მბზინავი საცურაო კოსტუმი ისაა, რაც სადღესასწაულო განწყობით აგავსებთ.

2. ტრენდი: თასმები და თოკები 

BO-2 Multipic:

თასმებიანი საცურაო კოსტუმი ყოველთვის კარგი იდეაა. ეს ტენდენცია არამარტო სხეულის ყველა ტიპს უხდება, არამედ რეგულირებადია, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად იპოვოთ ისეთი სტილი, რომელიც თქვენთვის შესაფერისი იქნება.

3. ტრენდი: მკვეთრი ფაქტურა 

BO-3 Multipic:

ჩვენ გვიყვარს ნებისმიერი ტენდენცია, რომელიც ფუნქციონალურიც არის და მოდურიც. და სწორედ ასეთია მკვეთრი ფაქტურის მქონე საცურაო კოსტუმი. ქსოვილი თქვენი სხეულის შესაბამისად იჭიმება და იცვლება, ამიტომ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის სპეციალურად თქვენს ტანზეა შეკერილი.

4. ტრენდი: ამოჭრილი 

BO-4 Multipic:

ამოჭრილმა საცურაო კოსტუმებმა დაამტკიცეს, რომ მოდიდან ჯერ არ მიდიან. თანაც, ეს შესანიშნავი ამბავია, რადგან ასიმეტრიული ჭრები, კლასიკური სილუეტის მისაღებად საუკეთესო საშუალებაა. და თან ყველა სხეულს უხდება!

5. ტრენდი: წრეში ბურთი 

BO-5 Multipic:

ეს რეტრო ტენდენცია, ძალიან დროული გადაწყვეტილებაა. სხვადასხვა მასალის წრეებით გაწყობილი საცურაო კოსტუმები, უბრალოდ 2021 წლის ზაფხულის ჰიტია. თანაც, ძალიან კლასიკური და დახვეწილი გადაწყვეტილებაა.