სილამაზე

La Cure Beauté და Dr. Renaud - უნიკალური ბრენდები, რომლებსაც Perfect Skin-ის ზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

La Cure Beauté და Dr. Renaud - უნიკალური ბრენდები, რომლებსაც Perfect Skin-ის ზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე თავის მოვლის ახალი პროდუქტი, Perfect Skin გამოჩნდა. ის აერთიანებს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს. კარგად ცნობილი სილამაზის ამანათებისგან განსხვავებით, Perfect Skin ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული. ამანათში ვერ შეხვდებით დეკორატიულ კოსმეტიკას, თუმცა აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენი კანის ტიპის შესაბამის პროდუქციას, რომელიც დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების მიერაა შერჩეული. ის ქართულ ბაზარზე არსებულ ყველაზე ხარისხიან, საუკეთესო ბრენდებს აერთიანებს. Perfect Skin სამი განსხვავებული ფერითაა წარმოდგენილი: მწვანე ფერის ამანათი ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი, ცისფერი -კომბინირებულის, ხოლო ვარდისფერი - მშრალი კანისთვის. 

BO-1 Instagram Post

სულ მალე, Perfect Skin-ის რიგით მეორე, ზაფხულის ამანათის გამოწერა იქნება შესაძლებელი, რომელიც ამჯერადაც ქართულ ბაზარზე არსებული, საუკეთესო პროდუქტებით იქნება წარმოდგენილი.

La Cure Beauté და Dr. Renaud - უნიკალური ბრენდები, რომლებსაც Perfect Skin-ის ზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

ახალი ბრენდებისა და პროდუქტების შესახებ სალი ციცვიძე, JSC GEPHA-ს უფროსი ბრენდ მენეჯერი გვესაუბრა:

Perfect Skin-ისა და ჩვენი კოლაბორაციის ფარგლებში, გვინდა მომხმარებელს ორი სრულიად უნიკალური ბრენდი წარვუდგინოთ. La Cure Beauté ფრანგული ეკომეგობრული ბრენდია, რომლის სრული ასორტიმენტი 96%-მდე ბუნებრივი შემადგენლობისაა. ბრენდის მთავარი ინგრედიენტია მინერალური თერმული წყალი სალი დე ბერნის სპა კურორტიდან, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს საფრანგეთში. წყლის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ერთ ლიტრ წყალზე მარილის შემადგენლობა გაცილებით მეტია, ვიდრე მკვდარ ზღვაში.

BO-3 Custom embed code

მინერალებით მდიდარი წყლის ისტორია იწყება 200 მილიონი წლის წინ, როდესაც ბორელის ზღვა და აკვიტინის აუზი გაერთიანდა. დროთა განმავლობაში ზღვის დაშრობამ დიდი რაოდენობით მინერალური მარილების დალექვა გამოიწვია. სწორედ ამ მარილებისა და მტკნარი წვიმის წყლის შედეგად შეიქმენა სალი დე ბერნის თერმული წყალი. ბუნება ათასწლეულის მანძილზე იცავდა და ამდიდრებდა წყალს ისეთი მინერალებით, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი, ოქრო და თუთია. სწორედ ეს აქცევს ლა კუღ ბოტეს პროდუქციას ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირად.

ბრენდის მთავარი ფასეულობაა სილამაზე, რომელიც გამოიხატება, როგორც სულიერი და მენტალური, ასევე ფიზიკური მდგომარეობით. ხოლო ბრენდის მთავარი იდეოლოგია ეკოლოგიური უსაფრთხოებაა, შესაბამისად პროდუქციის შეფუთვები ბიოდეგრადირებადია. ამასთანავე, ბრენდი არ არის ტესტირებული ცხოველებზე და მაქსიმალურად მოქნილია ეკოლოგიური გამოწვევების მიმართ“.

La Cure Beauté და Dr. Renaud - უნიკალური ბრენდები, რომლებსაც Perfect Skin-ის ზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

Perfect Skin-ის ზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ:

· ლა კუღ ბოტეს თვალის გარშემო შეშუპებისა და მუქი წრეების საწინააღმდეგო საშუალება

BO-5 Custom embed code

შეშუპება და თვალების სიმუქე ის პრობლემაა, რაც ყველა ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. რაც უნდა იყოს, თვალის ირგვლივ არსებული მუქი წრეების მიზეზი, იქნება ეს ძილის ნაკლებობა, დაბინძურებული გარემო თუ მონიტორის გამოსხივება, SOS Dark Circles Stick შესამჩნევად შეამცირებს თვალის ირგვლივ არსებულ მუქ წრეებს, გააქრობს შეშუპებას და გაანათებს თვალებს. მის შემადგენლობაში არსებული მუშკის ვარდი, დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. შედეგად კი თქვენი თვალის კანი, კიდევ უფრო ელასტიური და გაცისკროვნებული გახდება. თანაც, სასიამოვნო, გამაგრილებელი ეფექტი, მას თქვენს საყვარელ პროდუქტად გადააქცევს.

ყოველ დილას და საღამოს დაიტანეთ სუფთა, დაბანილ კანზე და გადაინაწილეთ წრიული მოძრაობით. დაიმახსოვრეთ, სწორი გამოყენება კიდევ უფრო გააძლიერებს მის უნიკალურ მოქმედებას.

· ენერგიის მიმცემი თერმული მისტი

უნიკალური მინერალებით გამდიდრებული დამატენიანებელი თერმული წყალი ინტენსიურად ატენიანებს კანს და ანიჭებს მაქსიმალურ კომფორტს. სალი დე ბერნის თერმული წყლისა და ვარდის ექსტრაქტის ერთობლიობა კვებავს კანს, ხანგრძლივი დროით, ანიჭებს ელასტიურობასა და კომფორტის შეგრძნებას. სურნელოვანი სითხე მომენტალურად გააღვიძებს გაუწყლოვებულ და დაღლილ კანს. მისი გამოყენებისთანავე იგრძნობთ უნიკალური მინერალების ძალას - გაცისკროვნებული და დატენიანებული კანი შეუმჩნეველი არავის დარჩება!

გამოიყენეთ საჭიროებისამებრ, როგორც კანის მყისიერი დამატენიანებელი, გამაგრილებელი ან მაკიაჟის დამაფიქსირებელი საშუალება.

BO-6 Custom embed code

· შავი, თერმული სახის ნიღაბი

შავი თერმული ნიღაბი არის 2 ერთში ინოვაციური კანის მოვლის პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ყველასთვის ცნობილ თიხისა და ალოე ვერას სასარგებლო თვისებებს. ორივე აქტიური ინგრედიენტი წმენდს კანს სიღრმისეულად, ყოველგვარი გამოშრობისა და დაჭიმულობის გარეშე. გამწმენდი ნიღაბი ათავისუფლებს კანს დაგროვილი ჭუჭყის, ზედმეტი ცხიმისა და მკვდარი უჯრედებისგან. თანაც, მომენტალურად ამცირებს ფორებს. შედეგად კი თქვენი კანი უფრო სუფთა, ერთგვაროვანი, ნათელი და კაშკაშაა.

La Cure Beauté და Dr. Renaud - უნიკალური ბრენდები, რომლებსაც Perfect Skin-ის ზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ, სახისა და კისრის მიდამოზე. გაიჩერეთ 10-15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სალი ციცვიძე, JSC GEPHA-ს უფროსი ბრენდ მენეჯერი

„რაც შეეხება მეორე ბრენდს, ეს არიც Doctor Renaud, რომელიც 1947 წელს დაარსდა ექიმ ლუის რეიმონდ რენოს მიერ. ფრანგული ბრენდის პროდუქცია ბუნებრივ ექსტრაქტებზეა დამზადებული და არ არის ტექსტირებული ცხოველებზე. შესაბამის ეკოლოგიურ გარემოში შექმნილი უნიკალური ბუნებრივი კომპონენტები ქმნის განსაკუთრებულს დოქტორ რენოს სრულ ასორტიმენტს. კანის ტიპების შესაბამისად, ბრენდი მოიცავს მრავალფეროვან პროდუქტებს, რომლებიც განკუთვნილია მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის“.

Perfect Skin-ის ზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ:

· დოქტორ რენოს სტაფილოს დღის კრემი

BO-8 Custom embed code

ორგანული სტაფილოს ექსტრაქტისა და ყავისფერი წყალმცენარეების აქტიური ინგრედიენტების მძლავრი კოქტეილი საუკეთესო საშუალებაა კანის დეტოქსიფიკაციისა და გარე აგრესიისგან დასაცავად. კრემის გამოყენებისთანავე დაღლილობისა და სტრესის ნიშნები გაქრება, კანს კი ახალგაზრდული იერი და ბზინვარება დაუბრუნდება.

გამოყენეთ ყოველ დილით, სუფთა კანზე. გაითვალისწინეთ, ის იდეალურია, როგორც მაკიაჟის ბაზა.

· დოქტორ რენოს ჟოლოს გამწმენდი გელი

ეს პროდუქტი იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს კანზე წყლის სინაზის შეგრძნება.

ნაზი გამწმენდი გელი არ შეიცავს საპონს, ორგანული ჟოლოს ექსტრაქტისა და კიტრის დახმარებით, მაქსიმალურად რბილად ასუფთავებს კანის ზედაპირს.

BO-9 Custom embed code

გამოიყენეთ ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დაიტანეთ ნოტიო კანზე, წრიული მოძრაობით ააქაფეთ და კარგად ჩამოიბანეთ.

მზად ხართ Perfect Skin-ის ზაფხულის ამანათისთვის?