სტილი

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ როგორია ნიუ-იორკი. წლების განმავლობაში, ის სტილის, მოდისა და საინტერესო ცხოვრების მთავარი ქალაქია. თანაც, სულ მალე, ეკრანებზე ლეგენდად ქცეული „სექსი დიდ ქალაქში“ და „ჭორიკანა“ დაბრუნდება, ამიტომ, კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ნიუ-იორკელი მოდური ქალის მთავარი წესები.

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

1. ტყავის ქურთუკები მთელი წლის განმავლობაში

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

იქნება ეს რესტორანი ქალაქის ცენტრი თუ პიკნიკი ცენტრალურ პარკში, ტყავის ქურთუკი არასოდესაა უადგილო. ეს თქვენს სამოსს გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებს - ის გამოგარჩევთ სხვებისგან, მაგრამ ასევე შეინარჩუნებთ ნიუ-იორკელი ქალების საყვარელ ტენდენციას.

2. შავი ყოველთვის საუკეთესო არჩევანია

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

ბევრი ფერი მოდის და მიდის, მაგრამ შავი არასდროს გადადის სტილიდან. ეს იდეალურად იციან ნიუ-იორკელმა ქალებმა და არასოდეს თმობენ ყველაზე ელეგანტურ ფერს.

3. განსაკუთრებული ფეხსაცმელი

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

დაიმახსოვრეთ, ფეხსაცმელი ყველაზე მნიშვნელოვანია - და არა, კომფორტზე არ ვსაუბრობთ. ნიუ-იორკელი ქალებისთვის, სილამაზე, ხშირად მსხვერპლს მოითხოვს და თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გადაადგილებაა საჭირო, თანაც მთელი ქალაქის მასშტაბით, მაშინ ასეც მოიქცევიან.

4. "ის" ჩანთა

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

ერთი რამ, რის გარეშეც ვერასოდეს იხილავთ ნიუ იორკელ მოდურ ქალს არის მისი ხელჩანთა. ეს არის აუცილებელი ინვესტიცია, რომელზეც დაზოგვა არ ღირს.

5. აქსესუარები

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

გსურთ თქვენი ჩაცმულობა თავისთავად ლაპარაკობდეს, მაშინ ფერად და დიდი ზომის აქსესუარებზე უარი უნდა თქვათ. დელიკატური ვერცხლის ან ოქროს სამკაულები, შესანიშნავად გაუსვამს ხაზს თქვენს ტანსაცმელს, მაგრამ არ გადატვირთავს თქვენს გარეგნობას.

6. თავის მოვლა ყველაზე მნიშვნელოვანია

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

ნიუ-იორკელი ქალები ყოველთვის მოვლილები არიან. იქნება ეს მსუბუქად დახვეული თმა თუ მანიკურ-პედიკური, ისინი მუდამ ზრუნავენ საკუთარ სილამაზეზე.

7. საკულტო სათვალე

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

ელეგანტური სათვალე აუცილებელია - არ აქვს მნიშვნელობა მზის სათვალე გჭირდებათ თუ არა - მნიშვნელოვანია, რომ ის აუცილებლად უნდა ატაროთ.

8. თავდაჯერება

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი

ნიუ-იორკი არის თავდაჯერება. თქვენ უნდა ატაროთ თქვენი ტანსაცმელი ისე, რომ მთელი ქალაქი თქვენს პოდიუმად გადაიქცეს, ხოლო თავად ყველაზე ცნობოლი სუპერმოდელის როლი მოირგოთ.

როგორ ჩაიცვათ ნიუ იორკელივით? - 8 ძირითადი წესი