ჰოროსკოპი

10 ივნისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა - პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

10 ივნისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა - პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დაბნელება არის მკვეთრი ცვლილებებისა და განახლებების დრო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს სიახლეები, ყოველთვის არ არის სასიამოვნო გამოცდილება. ძველად ასტროლოგებმა მიიჩნევდნენ, რომ დაბნელება ემთხვეოდა რაიმე სახის სტიქიებს - მიწისძვრებს, წყალდიდობებსა თუ გვალვებს. მაგრამ დღესდღეობით, მიიჩნევა, რომ ისინი უფრო მეტად მოქმედებენ ადამიანზე. დაბნელება შეიძლება საშიშადაც კი ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის მოვლენა, რომელიც ყოველწლიურად ოთხჯერ ხდება.

მნიშვნელოვანია ის ასტროლოგიური ნიშნები და სახლები, სადაც ხდება მზისა თუ მთვარის დაბნელება, რადგან ისინი მიუთითებენ იმ სახის ცვლილებებსა და მოვლენებზე, რომლებიც პირადად თქვენს ცხოვრებაში მოხდება. რადგანაც ყველა ადამიანის პირადი რუკა ინდივიდუალურია, როგორც წესი, დაბნელება ყველა ადამიანზე სხვადასხვაგვარად აისახება. 2021 წლის პირველი მზის დაბნელება, 10 ივნისს გვექნება. ეს მოვლენა პიკს 14:52 წუთზე მიაღწევს. აღნიშნული დაბნელება მოხდება ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე.

ზოგადი ტენდენციები

ტყუპები ჰაერის სტიქია. ის საუკეთესო კომუნიკატორია და უყვარს სოციალური კავშირები. თუმცა როგორც მისი სახელწოდებიდანაც მიხვდებით, ის ორსახოვანია და ხშირად უჭირს არჩევანის გაკეთება. მისი ძირითადი პრობლემა გაორებაა. რაც შეეხება მშვილდოსანს, ის ცეცხლის სტიქიაა, რომელიც სულიერი მიმდინარეობების სიყვარულით გამოირჩევა. ესაა ზოდიაქოს ყველაზე ოპტიმისტი და ენეგიული ნიშანი. დაბნელების პიკის დროს, ასევე გვექნება მზის და ნეპტუნის მძიმე კვადრატურა, რაც დაბნეულობის, შრომისუნარიანობის დაქვეითებისა და სიზარმაცის მიზეზი გახდება. ამ დღეს მოსალოდნელია სკანდალები და გაუგებრობები, ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას - ზედმეტად არ დაიტვირთოთ და არ აყვეთ ემოციებს. ეცადეთ გააანალიზოთ თქვენი ცხოვრების განვლილი გზა და გაუშვათ აზროვნების ძველი მოდელი, ძველი ადამიანები, ძველი ნივთები და ყველაფერი ის, რაც აღარ გემსახურებათ.

8-12 ივნისის ზოგადი რეკომენდაციები 

რეკომენდებულია: დაწყებული საქმეების დასრულება, ლოცვა, მარხვა, განმარტოება, სანთლის დანთება, ნებისმიერი ენერგეტიკული წმენდა, ზრუნვა ცხოველებზე, ფრინველებსა და მცენარეებზე, წინაპრების გახსენება და სანთლის დანთება, სიმშვიდეში ყოფნა, სურნელოვანი ჩხირების დანთება, მედიტაცია და ნებისმიერი სულიერი პრაქტიკა, ასკეზის დაცვა, ადამიანებისა და სიტუაციების გაშვება, ქველმოქმედება, თქვენი ცხოვრებისეული გზის გადახედვა, მიტევება და თანაგრძნობის გამოჩენა. 

არ არის რეკომენდებული: გარეთ გასვლა, ზედმეტი კვება და ალკოჰოლის მიღება, მსუბუქი თუ მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, სექსუალური კავშირები, ქირურგიული ჩარევები, აცრები, მოგზაურობა, ახალი საქმეების წამოწყება, გართობა, კამათი, შოფინგი, ხელის მოწერა, ქორწინება, ბავშვის ჩასახვა, თმის შეჭრა, ბასრ ნივთებთან ურთიერთობა, ფულის გასესხება და ვალის აღება.

ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი: კომუნიკაცია და ახალი ცოდნის მიღება თქვენი მთავარი პრიორიტეტია

კურო: ფინანსების გადახედვის, შეფასების და ახალი გეგმის დასახვის დრო დადგა

ტყუპები: პირადი ტრანსფორმაციები გარდაუვალია

კირჩხიბი: გონებრივი ჯანმრთელობა თქვენი მთავარი პრიორიტეტია

ლომი: მეგობრობისა და სოციალური ცხოვრების რესტრუქტურიზაციის დროა

ქალწული: თქვენი კარიერული საქმიანობა თავიდან იწყება

სასწორი: თქვენი სულიერი მოგზაურობა მეტ ყურადღებას მოითხოვს

მორიელი: ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს და დააწესეთ პიროვნული საზღვრები

მშვილდოსანი: მოსალოდნელია ტრანსფორმაცია რომანტიკული ურთიერთობებში

თხის რქა: ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას

მერწყული: თქვენთვის შემოქმედებითი ზრდის დროა

თევზები: თქვენი სახლსა და ოჯახთან დაკავშირებულ თემებს გადააფასებთ