LIFE

რჩევები საუკეთესო ბენზო ხერხის შესაძენად

რჩევები საუკეთესო ბენზო ხერხის შესაძენად

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რამდენი ტიპის ბენზო ხერხი არსებობს, როგორ გამოიყენება თითოეული მათგანი და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას

ყველა ოჯახს აუცილებლად უნდა მოეპოვებოდეს ხარისხიანი ბენზო ხერხი იგივე დრუჟბა, რადგან ის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ხეზე მუშაობისთვის და მებაღეობისთვისაც. ეს ხელსაწყო დაზოგავს თქვენს ფიზიკურ რესურსებსა და ენერგიას, შედეგს კი მცირე დროში მიიღებთ. Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, რომელიც, კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემოს ადვილად შესაქმნელად მომხმარებელს სასოფლო - სამეურნეო ხელსაწყოების ფართო არჩევანს სთავაზობს. ამ ხელსაწყოებს შორისაა მსოფლიოში საუკეთესო ბრენდების სხვადასხვა ტიპის ჯაჭვური ხერხები.

ჯაჭვური ხერხების ტიპები:

• ჯაჭვური ხერხი საწვავზე

• ჯაჭვური ხერხი ელექტრო

• ჯაჭვური ხერხი ელემენტზე

განვიხილოთ თითოეული მათგანი კონკრეტული საილუსტრაციო მაგალითების მიხედვით:

ჯაჭვური ხერხი საწვავზე

საწვავზე მომუშავე ჯაჭვური ხერხი, ამ ხელსაწყოს ყველაზე ტრადიციული ფორმაა. ჯაჭვის ხერხი პორტატული ბენზინის, ელექტროენერგიის ან აკუმულატორით დატვირთული ხელსაწყოა, რომელიც ზედაპირზე მიმაგრებული მოძრავი ჯაჭვის ბასრი ზედაპირის დახმარებით ახორციელებს საკუთარ სამუშაოს. ხერხი გამოიყენება ისეთ საქმიანობებში, როგორებიცაა ხეების მოჭრა, მათი დანაწევრება, დაჭრა, გასხვლა და შეშად ქცევა. ბენზო ხერხი პირდაპირ უკავშირდება ხელოვნების ახალ, მაგრამ განვითარებად დარგსაც კი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს ხეზე კვეთით ნიმუშების შესაქმნელად. ბენზო ხერხებს ასევე ყინულის საჭრელად და საოცარი სკულპტურების შესაქმნელადაც იყენებენ. თანამედროვე ჯაჭვის კარბურატორები შექმნილია ისე, რომ ძრავებმა სხვადასხვა პოზიციასა და მდგომარეობაში მუშაობა შეძლონ. წარმოდგენილი მოდელი "CROWN CT20102-20 ბენზო ხერხი 20-ის" ორიგინალი მოდელი, რომელიც Holst.ge-ს ონლაინ ვებ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო არჩევანია, რადგან ის მოცულობით არის მსუბუქი და კომპაქტური, რათა ფიზიკურად მომხმარებელი ძალიან არ გადაიტვირთოს. ეს ხელსაწყო არის ბევრად უფრო გამძლე და ხარისხიანი. ამასთანავე მის ელექტრო ვერსიას დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდხანს გამძლე ელემენტი აქვს და უზრუნველყოფს მომხმარებლის კომფორტულობას.

CROWN CT20102-20 ბენზო ხერხი 20

რჩევები საუკეთესო ბენზო ხერხის შესაძენად

მახასიათებლები:

• ბრენდი CROWN

• პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე

• სიმძლავრე 2300W

• ზომა 20''

• გარანტია 1 წელი

• წონა (კგ) 5.58

• კვების წყარო საწვავი

• ძრავის მოცულობა 54.6cc

• ავზის მოცულობა 0.55 l

• ბრუნვის სიჩქარე 3000min

• მოტორი 2 ტაქტიანი

ჯაჭვური ხერხი ელექტრო

ჯაჭვური ხერხის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, ელექტროენერგიის დახმარებით მუშაობს. Holst.ge გვთავაზობს ამგვარი პროდუქტის ერთ-ერთ საინტერესო მოდელს "B&D GK1000-QS-ჯაჭვური ხერხი ელექტრო 550W", რომელიც შესანიშნავი ბაღის იარაღია, აღსანიშნავია, რომ მის თავებს 550 ვატიანი ჯაჭვის ძალა და ტევადობა აქვთ, ამიტომ მათ 10 სანტიმეტრამდე სიგრძის ტოტები შეუძლიათ გაჭრან.

B&D GK1000-QS- ჯაჭვური ხერხი ელექტრო 550W

რჩევები საუკეთესო ბენზო ხერხის შესაძენად

მახასიათებლები:

• ბრენდი BLACK&DECKER

• პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი ელექტრო

• სიმძლავრე 550W

• გარანტია 1 წელი

• წონა (კგ) 3

• კვების წყარო 220-240V

ჯაჭვური ხერხი ელემენტზე

ჯაჭვური ხერხი შესაძლოა მუშაობდეს ელემენტზეც, Holst.ge-ს შემოთავაზებული მოდელი "B&D GKC1825L20-QW-ს" ჯაჭვების მსუბუქი და გაწონასწორებული კორპუსი საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა კომფორტულად იგრძნონ თავი ხელსაწყოს ერთ ჯერზე დიდი ხნით გამოყენების შემთხვევაშიც კი, ამასთანავე ხერხი ავტომატური ზეთირების ფუნქციითაა არჭურვილი, რაც მუშაობისას ჯაჭვის პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატურად დაზეთვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოდელის ელემენტზე მომუშავე ჯაჭვური ხერხის ძრავა 18 ვოლტიანი ლითიუმ-იონის ბატარეის პაკეტებით იკვებება და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს გამძლეობას. ელექტრო ჯაჭვის ხერხებით სარგებლობისას მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ჯაჭვის საპოხი ცპეციალური ზეთი ხელსაწყოთა სისტემების დასაზეთად. ეს ზეთები სპეციალურად შექმნილია ამ სახის ხელსაწყოებისთვის. ნებისმიერი სხვა სახის ზეთის გამოყენებამ, მაგალითად აღდგენითმა საავტომობილომ ან მცენარეულმა ზეთმა შეიძლება დააზიანოს ზეთოვანი სისტემა. ნებისმიერი სახის ელექტრო ხერხის, (უსადენოს შემთხვევაშიც) გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებლება წვიმის დროს გამოყენებას თავი აარიდონ, რადგან ამ დროს ხელსაწყო არაეფექტურად მუშაობს და თან სისველემ შეიძლება გამოიწვიოს ზედაპირის სრიალი და უბედური შემთხვევები.

B&D GKC1825L20-QW - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე 18V

რჩევები საუკეთესო ბენზო ხერხის შესაძენად

მახასიათებლები:

• ბრენდი BLACK&DECKER

• პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი ელემენტზე

• სიმძლავრე 18V

• ელემენტი 2Ah

• დატენვის ხანგრძლივობა 5hrs

• ზომა 10''

• გარანტია 1 წელი

• წონა (კგ) 3.1

• კვების წყარო ელემენტზე

• კომპლექტაცია 1 ელემენტი + 1 დამტენი

როგორც ხედავთ ჯაჭვურ ხერხთა სამნაირი ვარიაცია არსებობს, კონკრეტულად, ის აერთიანებს საწვავზე, ელემენტსა და ელექტროენერგიაზე მომუშავე ხელსაწყოებს. ამ მაღალი ხარისხის პროდუქტთა ფართო არჩევანს კი სხვა სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოებთან ერთად, კეთილმოწყობილი გარემოს შესაქმნელად ქართული ონლაინ ჰიპერმარკეტი Holst.ge გთავაზობთ.