1. დაიწყეთ მოდური ნივთების ტარება თანდათანობით და თანაც, დიდი სიფრთხილით

ჰერცოგინია დიდი ბრიტანეთის მონარქიის წარმომადგენელი და მომავალი დედოფალია. მეგან მარკლისგან განსხვავებით, მას უფრო დიდი პასუხისმგებლობები აქვს, რადგან მისი მეუღლე ტახტის პირდაპირი მემკვიდრეა.

მომავალი დედოფლის გარეგნობა უნდა შემოიფარგლებოდეს ტრადიციით - ის უნდა იყოს მოდისგან განდგომილი და მუდმივი. მაგრამ ქეითს საშუალება აქვს, წესების გათვალისწინებით დაამატოს თანამედროვე ტენდენციები. იქნება ეს მოშიშვლებული მხრები თუ ნაკეცებიანი ქვედაბოლო. მაგრამ ვერასდროს იხილავთ მომავალ დედოფალს ლეოპარდის კოლგოტებში, მოდური ბომბერსა თუ დიდი ზომის ბლეიზერში.

2. დროულად მოშორეთ ნახმარი ტანსაცმელი

როდესაც ქეითი თავის ახალ ტიტულს ერგებოდა, ის ნახმარი და შელახული ზამშის ფეხსაცმლით გამოჩნდა საზოგადოებაში. თუმცა სულ მალე, ჰერცოგინიამ ეს შეუფერებელი ჩვევაც დაივიწყა.

3. შეიძინეთ რამდენიმე იდენტური ნივთი

წინა პარაგრაფში აღწერილი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ჰერცოგინია ყიდულობს 2 ან მეტ ერთნაირ ნივთს (ოღონდ სხვადასხვა ფერის.) მაგალითად, ალექსანდრე მაკქუინის კაბას.

4. შეარჩიეთ ელეგანტური სიგრძის კაბები

სამეფო ოჯახში შესვლის შემდეგ, ჰერცოგინია საკმაოდ მოკლე კაბებს ატარებდა. მოგვიანებით, მისი კაბის კალთები დაგრძელდა და ელეგანტურ, საშუალო სიგრძეს მიაღწია. ეს, ჰერცოგინიას საშუალებას აძლევს დარჩეს კონსერვატიული სამეფო სტილის ფარგლებში და არ შეეშინდეს უხერხული სიტუაციების.

5. ქარიან ამინდში მოერიდეთ მსუბუქ კაბებს

მართალია ჰერცოგინიას მშვენიერი გრძელი ფეხები აქვს, მაგრამ "მერილინ მონროს ეფექტი" და სამეფო სამოსის კოდექსი შეუთავსებელია. ამიტომ, ქეითის კაბებს "ამარაგებენ" სპეციალური წონით ისე, რომ ქარს არ შეუძლია დაანგრიოს სამეფო წევრის რეპუტაცია.

6. გამოიყენეთ პალტო, როგორც მეორე კაბა

პალტო თქვენი გარდერობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ თქვენს ქვეყანაში, ზამთარი მზიანი ამინდებით არ გამოირჩევა. და თუ ჰერცოგინია ხართ, უნდა იფიქროთ როგორც კომფორტზე, ასევე ესთეტიკაზე. პალტო, რომელიც კაბას ჰგავს, შესანიშნავი არჩევანია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ კომფორტი და ფემინურობა.

7. ატარეთ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი (თუ დედოფალი თქვენს სიახლოვეს არ არის!)

ეს კი დედოფალ ელისაბედის გაკვეთილია - მონარქს უნდა ეცვას ნათელი ტანსაცმელი, რათა ხალხში გამოირჩეოდეს. ხოლო ქეითი, მომავალი დედოფალი, ამ იდეას სულ უფრო და უფრო უახლოვდება. პრინც უილიამთან ქორწინების შემდეგ, მის გარდერობში მკაფიო ფერის ტანსაცმელების რაოდენობა ძალიან გაიზარდა.

მაგრამ თუ დედოფალი ელისაბედიც იმყოფება ღონისძიებაზე, ქეთი პასტელურ ფერებსა ან მუქი ტონებს ანიჭებს უპირატესობას. პროტოკოლის თანახმად, უბრალოდ აკრძალულია იყო უფრო ნათელი, ვიდრე დედოფალი.