ჯანმრთელობა

რას ამბობს ძილის პოზიცია შესახებ თქვენი პიროვნების და ჯანმრთელობის შესახებ?

რას ამბობს ძილის პოზიცია შესახებ თქვენი პიროვნების და ჯანმრთელობის შესახებ?

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ჩვენი ცხოვრების 1/3 ვატარებთ ძილში. ამიტომ შესაძლებელია იმის თქმა, რომ ძილს შეუძლია, ამა თუ იმ ფორმით, ჩამოაყალიბოს ჩვენი პიროვნება.

რას ამბობს საწოლის მხარე თქვენს შესახებ?

უახლეს კვლევაში მონაწილეობა 2000-მა ამერიკელმა მიიღო. ჩატარებული კვლევის თანახმად, საწოლის მხარე, რომელზეც იძინებთ, გავლენას ახდენს თქვენს პიროვნებაზე.

იმ ადამიანებს, რომლებსაც მარცხენა მხარეს უყვართ ძილი, არამარტო ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აქვთ განსაკუთრებით გააქტიურებული, არამედ მოსწონთ ძველი მუსიკალური და დრამატული ფილმები. და პირიქით, ადამიანები, რომლებიც უპირატესობას მარჯვენა მხარეს ანიჭებენ, უსმენენ როკ მუსიკას და უყვართ მძარფრსიუჟეტიანი ფილმები.

ძილის პოზიცია: ზურგზე

რას ამბობს ძილის პოზიცია შესახებ თქვენი პიროვნების და ჯანმრთელობის შესახებ?

პიროვნება: თუ ზურგზე ძილისას, თქვენი ხელები დაბლაა დაშვებული, მაშინ თავშეკავებული ადამიანი ხართ. ხოლო თუ ხელები მაღლა, ბალიშზე გაქვთ მოთავსებული, მაშინ გახსნილი და მშვიდი ადამიანი უნდა იყოთ. თქვენ მაღალ სტანდარტებს უწესებთ არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც. გაქვთ კარგი მოსმენის უნარი, ამიტომ, სხვა ადამიანების თვალში, განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობთ.

ჯანმრთელობა: ძილის ამ პოზიციას შეუძლია გააუარესოს თქვენი წელის მდგომარეობა და ტკივილებიც კი გამოიწვიოს. გარდა ამისა, თუ ხვრინვისკენ გაქვთ მიდრეკილება, ზურგზე ძილი შეიძლება კარგი იდეა არ იყოს. თუმცა, არსებობს ამ პოზიციის დადებითი ეფექტებიც - თქვენ არასოდეს აგტკივდებათ კისერი, რადგან თქვენი ხერხემალი და თავი ნეიტრალურ მდგომარეობაშია. ასევე, თუ ოდნავ ამაღლებულ ბალიშზე გძინავთ, მაშინ არც გულძმარვა შეგაწუხებთ.

ძილის პოზიცია: მუცელზე

რას ამბობს ძილის პოზიცია შესახებ თქვენი პიროვნების და ჯანმრთელობის შესახებ?

პიროვნება: თქვენ ხართ უნიკალური, მიმღები პიროვნება. თქვენ გაქვთ მაღალი თვითშეფასება, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავში იკეტებით და სხვებს არ აძლევს პიროვნების დანახვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ძალიან არ მოგწონთ, როდესაც გაკრიტიკებენ.

ჯანმრთელობა: ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რამდენად ღრმავდება თქვენი ნაოჭები დილაობით. გასაკვირი არ არის, რომ ეს პოზიცია საუკეთესოა იმისათვის, რომ შესამჩნევი „ბატის ნაფეხურებით“ და დაჭმუჭნული სახის კანით გაიღვიძოთ. სავარაუდოდ, კისრის ტკივილიც გაწუხებთ, რადგან მუცელზე ძილი დიდ ზეწოლას ახდენს კისრის ნერვებზე.

ძილის პოზიცია: გვერდზე

რას ამბობს ძილის პოზიცია შესახებ თქვენი პიროვნების და ჯანმრთელობის შესახებ?

პიროვნება: თუ ემბრიონის პოზიციაში (მკერდთან მიახლოვებული მუხლები) გიყვართ ძილი, ერთი შეხედვით მკაცრი, თუმცა შინაგანად ძალიან რბილი ადამიანი ხართ. თუ უბრალოდ გვერდულად წოლას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ კომუნიკაბელური და გულღია პიროვნება ხართ.

ჯანმრთელობა: სავარაუდოდ, ღამით არ ხვრინავთ, რადგან ეს პოზიცია არ აფერხებს სასუნთქი გზების ფუნქციონირებას. მაგრამ შესაძლოა, სუნთქვის უკმარისობას უჩიოდეთ, განსაკუთრებით თუ გულის პრობლემები გაქვთ.