LIFE

7 აუცილებელი რამ, რაც 30 წლამდე უნდა გააკეთოთ

7 აუცილებელი რამ, რაც 30 წლამდე უნდა გააკეთოთ

20-იანი წლები შესანიშნავი დროა, რადგან თქვენ უკვე დამოუკიდებელი ხართ, გაქვთ ენერგია და დიდ დროს, საკუთარი თავის აღმოჩენას უთმობთ. მართალია ეს ასაკი მხიარული გამოცდილებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ცხოვრების ეს პერიოდი. 

1. დაამყარეთ კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი კავშირები 

ეს მნიშვნელოვანი დროა კავშირების დამყარებისა და კომუნიკაციისთვის. საზოგადოებას უყვარს ახალგაზრდა პროფესიონალები, რომელიც გამუდმებით სვამენ შეკითხვებს და სწავლობენ. კავშირები, რომელთა დამყარებაც ამ პერიოდშია შესაძლებელი, მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და მრავალ პროფესიულ თუ პირად შესაძლებლობას იძლევა. იარეთ სხვადასხვა ღონისძიებებზე, იყავით აქტიური და არ შეგეშინდეთ საკუთარი თავის გამოხატვის. შედეგად თქვენ მიიღებთ უნიკალური გამოცდილებას და წარმატებული ადამიანებისგან სწავლის შესაძლებლობებს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები სრულად.

2. მართეთ ფინანსები

ეს კარგი დროა იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ფინანსები. მართალია შეიძლება ბევრი არც გქონდეს დასახარჯი, მაგრამ ეს დაგეხმარებათ პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებაში. რაც უფრო მალე დაიწყებთ დაზოგვას, ინვესტიციას და მართვას, მით უფრო მალე ნახავთ შედეგებს.

3. იმოგზაურეთ

30 წლამდე მოგზაურობას ბევრი უპირატესობა აქვს. მაშინაც კი, თუ ბიუჯეტის ნაკლებობა გაქვთ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ მშობლიური ან მეზობელი ქალაქები. დაიმახსოვრეთ, მოგზაურობა აუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას, რადგან ამ დროს სწავლობთ როგორ მოერგოთ ახალ სიტუაციებს. ეს გაიძულებთ დატოვოთ კომფორტის ზონა და რეალურად გამოსცადოთ თქვენი უნარები.

როგორ მოვახერხებ სხვა კულტურაში ადაპტაციას? სად მინდა მოგზაურობა და როგორ მოვახერხებ ფულის დაზოგვას? - ეს გამოწვევები გვაძლევს შანსს ვისწავლოთ რამე ახალი და გავხდეთ უკეთესები. ხოლო ახალი ადამიანების გაცნობა გვეხმარება გადავხედოთ ჩვენს პერსპექტივებს ცხოვრებაზე და გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები.

4. დაუშვით შეცდომები

ადრეული ასაკიდან გვასწავლიან შეცდომების თავიდან აცილებას და ფრთხილად ყოფნას. მაგრამ ეს მიდგომა შეიძლება კონტრპროდუქტიულიც კი იყოს. ჩვენი შეცდომები ის არის, რაც ზრდასა და განვითარებაში გვეხმარება. ასე რომ, 30 წლის ასაკისთვის მოგიწევთ აღიაროთ, რომ შეცდომებს აუცილებლად დაუშვებთ. მაგრამ დარდის ნაცვლად, უნდა გაძლიერდეთ და შეცვალოთ თქვენი ქცევა.

მაგალითად, თუ სამსახურს ვერ შოულობთ და გასაუბრების შემდეგ ყოველთვის უარს გიბრუნებენ, დაფიქრდით, რომ ეს წარუმატებლობა კი არა, გაუმჯობესების გზაა. გადახედეთ თქვენს რეზიუმეს და პრეზენტაციის უნარებს - აუცილებლად აღმოაჩენთ ისეთ დეტალს, რომელზე მუშაობა და გამოსწორება გჭირდებათ. 

5. გამოიმუშავეთ ჯანმრთელი ჩვევები

30 წლამდე თქვენი ჯანმრთელობა საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უბრალოდ უნდა დაივიწყოთ. ბევრი ახალგაზრდა ისე იკვებება და იმ რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარს, რომ საბოლოოდ ეს ჩვევები მათ ჯანმრთელობას, უბრალოდ,

აზიანებს. გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზმის თავისებურებები, ისწავლეთ საჭმლის მომზადება და იპოვნეთ ის ვარჯიშები, რომლის კეთებაც გსიამოვნებთ. თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი ცხოვრებისეული სიამოვნებების უარყოფა, მაგრამ ჯანმრთელობის საფუძველი, ადრეულ ასაკში იწყება. 

6. მეტად გარისკეთ

ეს წლები, ასევე საუკეთესო დროა რისკებისა და ექსპერიმენტებისთვის. ამ ასაკში, ადამიანების უმრავლესობა არ არის დაოჯახებული და არ ჰყავს შვილები, შესაბამისად, ისინი არ არიან სხვებზე დამოკიდებულები. ცხოვრების გზის ან კარიერული მიმართულების შეცვლა ამ პერიოდში, ბევრად უფრო ადვილია, რადგან ამის ენერგია და მოტივაცია გვაქვთ. ნუ შეგეშინდებათ, სცადეთ რაიმე ახალი და ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი. 

7. აღმოაჩინეთ თქვენი ჰობი 

30 წლის შემდეგ, როდესაც კარიერული და პირადი თემები მეტად მყარი და სტაბილური გახდება, დაინახავთ, რომ ნაკლები დრო გრჩებათ საკუთარი თავისთვის. ამ მხრივ, 20-იანი წლები გთავაზობთ მეტ შესაძლებლობებს იპოვოთ ჰობი და საქმიანობა, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ. ეს კი აუცილებელია, რადგან დამღლელი სამუშაო კვირის ან ბავშვების აღზრდის პარალელურად, დაგჭირდებათ დრო, როდესაც თავისუფლად ამოისუნთქავთ, იფიქრებთ საკუთარ თავზე და პოზიტიური ემოციებით აივსებით. ეს ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი საიდუმლოა.