როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტური სიტუაციები
24.03.20247 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ
23.03.2024სტილის შთაგონება: პენელოპე კრუზის 90-იანების მინიმალისტური გარდერობი
- 14.06.2021
პენელოპე კრუზის კარიერაზე ბევრი დამწყები, თუ უკვე ცნობილი მსახიობი ოცნებობს. ამ გზაზე კი მან დამსახურებული ოსკარიც მიიღო, „ვიკი, კრისტინა, ბარსელონაში“ შესრულებული როლისთვის. არა ერთი სხვა მნიშვნელოვანი როლების პარალელურად, პენელოპე არ თმობს ყველაზე ლამაზი და გემოვნებიანი ქალის ტიტულს. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ის მუდამ ყურადღების ცენტრშია.
1. 1999 წელი
ისევე, როგორც ჯენიფერ ენისტონის, ანჯელინა ჯოლის, ჰალი ბერისა და 90-იანების სხვა კაშკაშა ვარსკვლავების საყვარელი სამოსი, პენელოპეს ფავორიტი წითელი ხალიჩის ლუქიც, შავი ფერის, კლასიკური კაბა იყო.
2. 1999 წელი
კლასიკური, ელეგანტური და მინიმალისტური - ასე შეიძლება დავახასიათოთ პენელოპე კრუზის თითოეული ლუქი.
3. 1999 წელი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შავი ფერის კაბა მსახიობის გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის კი, პენელოპე უბრალოდ კაბის სილუეტს ცვლის. თუმცა ფერი და ელეგანტური დიზაინი არ იცვლება.
4. 2000 წელი
მაგალითისთვის, ამ შემთხვევაში, შავი ფერის, ელეგანტური კაბის მნიშვნელოვანი დეტალი მაღალი ყელია, რომელსაც მსახიობმა წითელი ტუჩსაცხი შეუხამა.
5. 2000 წელი
მონოქრომული, მინიმალისუტური სამოსი და მარტივი სანდლები - ასეთ მიდგომას ხშირად აღმოაჩენთ გვინეტ პელტროუსა და ჯენიფერ ენისტონის გარდერობშიც.
6. 2000 წელი
ლოს-ანჯელესში მიმავალი კრუზის მორიგი ლუქი, "შარვლისა და ლამაზი ზედის" კატეგორიაში მოხვდა.
7. 2000 წელი
პენელოპემ შესანიშნავად იცის რას ნიშნავს კლასიკა და როგორ მოირგოს ის.
8. 2000 წელი
მთელი ვარსკვლავური კარიერის განმავლობაში, კრუზი ყოველთვის ენდობოდა წითელი ფერის ძალას.
9. 2000 წელი
როგორც ჩანს, მთელი 90-იანების განმავლობაში, „მონოქრომული“ მსახიობის ფავორიტი სიტყვა იყო.
10. 2000 წელი
არსებობს კი მეტად სექსუალური ლუქი, ვიდრე მასკულინური პიჯაკის და თამამი წითელი ტუჩსაცხის კომბინაციაა?
11. 2001 წელი
კვლავ შავი ფერის, ელეგანტური კაბისა და წითელი ხალიჩის მიქსი - პენელოპე კრუზი ოსკარების 73-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, რალფ ლორენის კაბაშია გამოწყობილი.
12. 2001 წელი
მსუბუქი რუჯი და თეთრი ფერის სექსუალური კაბა - პენელოპემ იცის, რომ ის, უბრალოდ განუმეორებელი ქალია.
თემები: ქალები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, პენელოპე კრუსი