· ოდრი ჰეპბერნი, 1954 წლის ოსკარებზე - 131 300$

ჟივენშის ეს კაბა, 2011 წელს 131,300 $ დოლარად გაიყიდა.

· პრინცესა დიანა კანის კინოფესტივალზე - 137 500$

კეტრინ უოკერის აბრეშუმის შიფონის კაბა, პრინცესა დიანამ სამჯერ მოირგო: ერთხელ ფოტოგრაფი ტერენს დონოვანის ფოტოსესიაზე; მეორედ, 1989 წელს საოპერო პრემიერაზე და ბოლოს, 1997 წელს კანის კინოფესტივალზე. ეს კაბა აუქციონზე 137 000 დოლარად გაიყიდა.

· ელიზაბეტ ტეილორი, 1970 წლის ოსკარებზე - 167 500$

უკვდავი ლამაზმანის კაბა, 1999 წელს 167 500 დოლარად გაიყიდა.

· კეიტ ბლანშეტი, 2007 წლის ოსკარებზე - 200 000$

Armani Prive-ის ეს შთამბეჭდავი კაბა, სულ რაღაც 200 000 დოლარი ღირდა. ქსოვილი მთლიანად სვაროვსკის კრისტალებითაა მორთული.

· ბიონსე, 2016 წლის „მეტ გალაზე“

როგორც ამბობდნენ, ბიონსეს ლატექსის სამოსზე დამაგრებული თითოეული მარგალიტის ფასი 6000-დან 8000 დოლარამდე მერყეობს. ამიტომ, მისი ფასი უბრალოდ უცნობია. მაგრამ მათი რაოდენობის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის 10 ყველა დროის, ყველაზე ძვირადღირებულ კაბებშია.

· ქეით მიდლტონის საქორწილო კაბა - 400 000$

სარა ბარტონის დიზაინით შექმნილი ელეგანტური კაბის ფასი, სულ რაღაც 400 000 დოლარია.

· ოდრი ჰეპბერნი ფილში „საუზმე ტიფანისთან“ - 923 000 $

1961 წელს ჟივანშის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი კაბა, 2006 წელს თითქმის 80 000 დოლარად გაიყიდა.

· მერლინ მონრო, „დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო“ - 1.3 მლნ $

1961 წელს, ჟან ლუი ბერტაულტოს მიერ, სპეციალურად მონროს სხეულისთვის შექმნილი კაბა, აუქციონზე 1,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

· ნიკოლ კიდმანი, 1997 წლის ოსკარებზე - 2 მლნ $

ნაქარგი კაბის ავტორი, რაღა თქმა უნდა Christian Dior Haute Couture-ია.

· ჯენიფერ ლოურენსი, 2013 წლის ოსკარებზე - 4 მლნ $

2013 წლის ოსკარებზე, ჯენიფერ ლოურენსმა თავი სამი ეპიზოდით დაგვამახსოვრა: პირველი, მან ამერიკული კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მოიპოვა, მეორე - სცენაზე ასვლისას უბრალოდ წაიქცა და მესამე - დიორის 4 მილიონიანი კაბა მოირგო.