LIFE

რა არის „სტაბილურობა“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

რა არის „სტაბილურობა“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ცხოვრებაში სტაბილურობა სურთ, მაგრამ თითოეულ მათგანისთვის, ეს სიტყვა განსხვავებული მნიშვნელობისაა. ზოგისთვის სტაბილურობა გულისხმობს ბევრ ფულს, სხვებისთვის კარიერას, მაგრამ როდესაც სტაბილურობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ემოციურ სტაბილურობაზე.

ემოციური სტაბილურობა ნიშნავს, რომ თავს კომფორტულად გრძნობთ თქვენს ტყავში - თქვენს ცხოვრებაში. გაქვთ მიზანი და გამოცდილება, რომლის საშუალებითაც თქვენს გზას, თამამად მიუყვებით.

რა არის „სტაბილურობა“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით? თავს კომფორტულად გრძნობთ თქვენს ყოველდღიურობაში, სამსახურში, ურთიერთობებში?

სტაბილურობა ნიშნავს, რომ კმაყოფილებას გრძნობთ იმით, რაც ახლა გაქვთ. შეიძლება უფრო მეტიც გინდოდეთ, მაგრამ თუ დღევანდელი ვითარება გაძლევთ კომფორტისა და სიამოვნების შეგრძნებას, მაშინ გაქვთ მოტივაცია უფრო მეტი გააკეთოთ და შესაბამისად, სამომავლოდ, დასახულ მიზნებსაც ადვილად მიაღწიოთ.

რა არის „სტაბილურობა“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

გადახედეთ თქვენი ცხოვრების ძირითად მიმართულებებს - სამსახურს, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ რუტინას. თუ თქვენ ხართ ურთიერთობაში, რომელიც აზიანებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას და სავსეა კონფლიქტით, თქვენ არ გაქვთ სტაბილურობა. თუ სამსახურში მუდმივად სტრესული გარემოა, რომელიც გაწუხებთ, არც მაშინ თქვენ გაქვთ სტაბილურობა.

მუდმივი სტრესის მდგომარეობა არ არის ჯანსაღი. როდესაც ამ რეალობაში აღმოჩნდებით, დროა დაფიქრდეთ. ზოგჯერ, დანებება სწორი არჩევანია - თუ მუდმივად სტრესისა და ზეწოლის ქვეშ ხართ, მაშინ ვერ მივაღწევთ რაიმე სახის სტაბილურობას. მაშინაც კი, თუ ეს სიტუაცია ფულის შოვნის საუკეთესო გზაა, ხშირად, არ არის საკმარისი კმაყოფილებისთვის. თქვენ უნდა იპოვოთ როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სიმშვიდე.

კმაყოფილების მიღწევა არ ნიშნავს, რომ გაჩერდებით და მეტის ძებნას აღარ დააპირებთ. ამის ნაცვლად, კმაყოფილება მოგცემთ ძალას, რომ ეძიოთ უფრო ეფექტური გზები დასახული მიზნების მისაღწევად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არა მხოლოდ ხვალინდელი დღისთვის ცხოვრობთ, არამედ დღესაც ცოცხალი ხართ - აქ და ახლა. თქვენ უნდა დატკბეთ ცხოვრების პროცესით - თუ ასე არ ხდება, მაშინ რა აზრი აქვს ამ გზას?

რა არის „სტაბილურობა“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

დაიმახსოვრეთ, თქვენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ და არც ერთი მომენტი აღარ გამეორდება. მომავალი მეტ ბედნიერებას არ მოგიტანთ, თუ ამჟამად არ ისწავლით მის დანახვას. დარწმუნდით, რომ თქვენი ყოველდღიური საქმე გთავაზობთ იმას, რაც კარგი ცხოვრების თქვენეული გაგებისთვის აუცილებელია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა დაგაკმაყოფილებთ? რა მოგიტანთ ნამდვილად სტაბილურობას? ოდესმე ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც სულიერი სტაბილურობა გიგრძვნიათ, ან ახლა ეძებთ მას?

რა არის „სტაბილურობა“ და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ჩათვალეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ მიაღწიოთ სულიერ სტაბილურობას - თქვენ უბრალოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ სწორ მიზნებს მისდევთ. ესეც ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეესაბამება თუ არა თქვენი ამჟამინდელი მიზნები იმ სულიერ სტაბილურობას, რომლიც განცდაც, ამ ცხოვრებაში გინდათ?