ჟან დამასი ნამდვილი ექსპერტია, როდესაც საქმე პარიზელების საყვარელ მიდგომებს ეხება. ამ მშვენიერ ქალბატონს კარგად იცნობენ მოდის სამყაროში - მან წითელ ტუჩსაცხს ახალი სიცოცხლე მიანიჭა. ელეგანტური და დახვეწილი ბლოგერი, ტანსაცმლისა და მაკიაჟის ხაზის Rouje-ის დამფუძნებელია. სხვადასხვა ქსელების საშუალებით, ის თამამად აზიარებს სილამაზის რუტინას და ქალებს, უზადო მაკიაჟის ტექნიკებს ასწავლის.

1. გამოიყენეთ გამჭირვალე წარბის გელი

„მე მომწონს ბუნებრივი, აჩეჩილი წარბები, რომლის მიღება, გამჭირვალე წარბის გელის საშუალებით ძალიან ადვილია. არ მომწონს ის ეფექტი, რასაც წარბის ფანქარი ან ჩრდილები იძლევა. ზოგადად, მომწონს ბუნებრივი სახე და ვამჯობინებ, რომ „შიშველი“, შეუნიღბავი თვალები ვნახო“.

2. უარი თქვით ტონალურ კრემსა და მაკიაჟის ბაზაზე

„პირადად მე, უპირატესობას უმაკიაჟო სახეს ვანიჭებ, რადგან სილამაზე, ჩემთვის, ბუნებრივობას ნიშნავს. ყველა განსაკუთრებული და არასრულყოფილი დეტალი ქმნის სილამაზეს, რომელიც მომხიბლავიცაა და უნიკალურიც. თუ რაიმე მაკიაჟის ტენდენცია მომწონს, ეს კანის ბუნებრივი, პრიალა ეფექტი“.

3. ტუჩსაცხი ყოველთვის თითით წაისვით

„პიგმენტური ტუჩსაცხის წასასმელად ყოველთვის გამოიყენეთ თითები - ასე ტუჩებს რბილ და დამდნარ ტონალობას მიანიჭებთ“.

4. შეცვალეთ თვალის ჩრდილი ჰაილაითერით

„მომწონს თვალის ბუნებრივი გამომეტყველება, ამიტომ მათ გამოსაკვეთად, როგორც წესი, ჰაილაითერს ვიყენებ“.

5. ფერუმარილი სახეს აცოცხლებს

„საუკეთესო ხრიკი, რომლებიც ვიზაჟისტებისგან ვისწავლე, არის ერთფეროვანი ლოყის გამოკვეთა და თვალებთან ახლოს, მათი გაწითლება“.