LIFE

როგორ გავუმკლავდეთ ენერგოვამპირებს? - 5 რჩევა ფსიქოთერაპევტებისგან

როგორ გავუმკლავდეთ ენერგოვამპირებს? - 5 რჩევა ფსიქოთერაპევტებისგან

თუ თქვენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც მუდამ წუწუნებს, ყოველთვის პრობლემებითაა სავსე, დახმარება სჭირდება და მთელს თქვენ ემოციურ რესურსს იწოვს, მაშინ დროა, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ენერგიის აღდგენაზე იფიქროთ.

1. ნუ შეეცდებით შესთავაზოთ მათ გამოსავალი

როდესაც ადამიანი საკუთარი პრობლემების გაზიარებას დაიწყებს, ნუ შეეცდებით გამოსწორებას. მაქსიმალური, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, მათი ემოციური მხარდაჭერაა, მაგრამ არ არის საჭირო თერაპევტის ან მშობლის როლი შეასრულოთ, რომელიც მათ ყველა პრობლემას აგვარებს. წაახალისეთ, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ არასოდეს იფიქროთ ან იმოქმედოთ მათ ნაცვლად. 

2. შესთავაზეთ პროფესიონალური დახმარება 

როგორ გავუმკლავდეთ ენერგოვამპირებს? - 5 რჩევა ფსიქოთერაპევტებისგან

თუ ადამიანი მუდმივად უჩივის თავის ცხოვრებას, ყოველთვის უკმაყოფილოა და მათ პრობლემებს ბოლო არ უჩანს, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ადამიანს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენ დროებით დაეხმაროთ მათ, ეს ვერ გამოასწორებს მათი პრობლემების იმ ძირითად მიზეზს, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. 

3. შეზღუდეთ კონტაქტი, დააწესეთ საზღვრები და დისტანცირდით 

შეეცადეთ შეზღუდოთ დრო, რომელსაც ამ ადამიანთან კომუნიკაციას უთმობთ. მაგალითად, შეგიძლიათ არ უპასუხოთ მათ შეტყობინებებს დილით, გვიან ღამით ან შაბათ-კვირას. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ან მეგობარი ხართ, უბრალოდ მეტად აფასებს საკუთარ დროსა და ენერგიას. იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ენერგიას შთანთქავენ, ხშირად არ ესმით, რომ თქვენც გაქვთ საკუთარი ცხოვრება და უხეშად იჭრებიან პირად სივრცეში. იქნება ეს სამსახურში დარეკვა თუ სახლში მოულოდნელი ვიზიტი, ამიტომ აუცილებელია მკაფიო დისტანციის დაწესება.

4. იზრუნეთ საკუთარ თავზე 

როგორ გავუმკლავდეთ ენერგოვამპირებს? - 5 რჩევა ფსიქოთერაპევტებისგან

თუ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს პირველ ადგილზე აყენებს და მაინც განაგრძობთ მსხვერპლად შეწირვას, მაშინ დარწმუნდით, რომ საკუთარი თავისთვისაც გრჩებათ დრო. ამ ადამიანის გარეშე გააკეთეთ ისეთი რამ, სადაც არ იფიქრებთ მათ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე. 

5. დაზოგეთ ემოციები 

როგორ გავუმკლავდეთ ენერგოვამპირებს? - 5 რჩევა ფსიქოთერაპევტებისგან

ადამიანები, რომლებიც თქვენს ენერგიას შთანთქავენ, იკვებებიან თქვენი ემოციური რეაქციით იმაზე. ასე რომ, თუ გინდათ აღარ შეგაწუხონ, ნუ გამოხატავთ ემოციებს. თქვენი პასუხები უნდა იყოს მოკლე და ფაქტობრივი, ხოლო თქვენი ქცევა უინტერესო და უემოციო. ასე, ისინი დაინახავენ, რომ თქვენგან ვერ მიიღებენ სასურველ ენერგიას.