LIFE

ქალების მესამედი მხოლოდ იმიტომ მიდის პაემანზე, რომ უფასო საჭმელი სურს: ახალი კვლევა

ქალების მესამედი მხოლოდ იმიტომ მიდის პაემანზე, რომ უფასო საჭმელი სურს: ახალი კვლევა

შედეგები ცნობილია: მას მხოლოდ ახალ რესტორანში ვახშამი სურს

 საინტერესო კვლევის შედეგად, რომელიც გასულ წელს, Society for Personality and Social Psychology ჟურნალში გამოქვეყნდა აღმოჩნდა, რომ ჰეტეროსექსუალი ქალების მესამედი ნამყოფია პაემანზე იმ ბიჭთან, რომელიც სულაც არ მოსწონს. ამ ქცევის ახსნა მარტივია - ქალებს მხოლოდ უფასო საკვები სურდათ.

თუმცა, ქალების დიდი ნაწილი, ასე მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც ფინანსური კრიზისი აქვს, ხოლო გაყინული ნახევარფაბრიკატებით ვახშამს, დახვეწილ რესტორანში წასვლა ურჩევნია, თუნდაც იმ კაცთან, რომელიც სინამდვილეში არ აინტერესებს. ეს ფულის დაზოგვის საკმაოდ ექსტრავაგანტული გზაა.

ორი კვლევის მიხედვით, რომელში მონაწილეობასაც 820 და 327 ქალი იღებდა, აღნიშნული ტენდენცია მონაწილეთა 23% და 33%-ში გამოვლინდა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქალებს, რომლებიც მსგავსი ქცევა გამოუცდიათ, უფრო მეტად ახასიათებთ პიროვნების "ბნელ ტრიადის" თვისებები. ეს არის "ფსიქოპათია, მაკიაველიანობა და ნარცისიზმი". ეს ქალები, უფრო ხშირად მონაწილეობენ ერთი ღამის ურთიერთობებში, აყალბებენ ორგაზმს ან აგზავნიან სექსუალური შინაარსის ფოტოებს.

ფასების რეკორდული ზრდისა და ფინანსური კრიზისის ფონზე, ქალები უფრო ხშირად მიმართავენ მსგავს ხერხს. როგორც კვლევის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, ერთ პაემანზე იმდენად ძვირადღირებულ რესტორანში ივახშმა, რომ ბედნიერია, მას არ მოუწია ანგარიშის გადახდა:

”თუ იძულებული გავხდებოდი მე გადამეხადა, ალბათ, მომდევნო კვირების განმავლობაში უბრალოდ მშიერი ვიქნებოდი“.