LIFE

3 მიზეზი, თუ რატომ არის საკუთარი თავის სხვებთან შედარება, სინამდვილეში, ძალიან კარგი

3 მიზეზი, თუ რატომ არის საკუთარი თავის სხვებთან შედარება, სინამდვილეში, ძალიან კარგი

ამბობენ, რომ საკუთარი თავის სხვებთან შედარება, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუმცა ამ მოსაზრების მომხრეები, არ ხედავენ მედლის მეორე მხარეს. თუ საკუთარი თავის სხვებთან შედარების შედეგად, თვითშეფასება გივარდებათ და თავს ცუდად გრძნობთ, ჩვენ პოზიტიური ნაწილის აღმოჩენაში დაგეხმარებით. 

1. ასე უფრო მეტს მიაღწევთ

საკუთარი თავის სხვებთან შედარებით, თქვენ მიიღებთ შთაგონებას სხვა ადამიანებისგან. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თქვენს ზრდას. თქვენ შეიძლება მოტივაცია აიმაღლოთ სხვების მიზანდასახულობითა თუ პროდუქტიულობით. შეადარეთ თავი წარმატებულ ადამიანებს და შეეცადეთ აღმოაჩინოთ მათი საუკეთესო ჩვევები. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სოციალური ქსელის ლაიქების რაოდენობის შედარება, ამად არ ღირს. 

დაიმახსოვრეთ, რომ უნიჭო მიბაძვა წარმატების მიღწევაში არ დაგეხმარებათ. მიღებული ცოდნა უნდა მოერგოთ თქვენს საჭიროებებსა და უნარებს. 

2. თქვენ ისწავლით მადლიერებას 

როდესაც მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია და მეტს მივაღწიოთ, ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, თუ რა არ გვაქვს და გვავიწყდება ყველაფერი, რასაც უკვე მივაღწიეთ. საბედნიეროდ, თქვენი ცხოვრების სხვებთან შედარება, ეფექტური სამადლობელი პრაქტიკაც კია. 

მხოლოდ იმის გაცნობიერებაც კი, რომ სახლი, საწოლი და საჭმელი გაქვთ, ცხოვრების დაფასებაში დაგეხმარებათ. სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც უბრალოდ ყოველდღიური გადარჩენისთვის იბრძვის. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, სანამ დაიძინებთ, დაუთმეთ ერთი წუთი მადლიერების გრძნობას და გააცნობიერეთ, თუ რამდენად ბედნიერი ცხოვრება გაქვთ. 

3. თქვენ დაინახავთ და გამოასწორებთ პიროვნულ ნაკლოვანებებს

სინამდვილეში, საკუთარი თავის სხვებთან შედარებით, შესაძლებელია თავდაჯერების ამაღლება. მაგალითად, თუ საოცრად მორცხვი ადამიანი ხართ, სხვა ადამიანებთან შედარებით, შეგიძლიათ უფრო კომუნიკაბელური გახდეთ. მაშინაც კი, თუ არ ხართ სოციალურად აქტიური ადამიანი, შეგიძლიათ სხვების მიბაძვით ისწავლოთ და გააუმჯობესოთ თქვენი პიროვნება. დაიმახსოვრეთ, ზუსტად ასე განვითარდა ადამიანი - შედარებისა და მიბაძვის საშუალებით.

ასევე ადვილია თქვენი ცუდი ქცევის გაანალიზება მას შემდეგ, რაც დაინახავთ, რომ სხვა ადამიანი ანალოგიურად იქცევა. ასეთი ბრწყინვალე მაგალითი მყისიერად ინახება თქვენს მეხსიერებაში და სამომავლო განმეორებისგან გიცავთ.