ჯანმრთელობა

მეცნიერებმა დაადგინეს 2 პრინციპი, რომელთა საშუალებითაც, წონაში დაკლება ძალიან ადვილია

მეცნიერებმა დაადგინეს 2 პრინციპი, რომელთა საშუალებითაც, წონაში დაკლება ძალიან ადვილია

უამრავი ჩვენგანი ეძებს წონაში კლების ეფექტურ, მაგრამ უმტკივნეულოდ გზებს. თუ დიეტის გეგმების დაცვა გიჭირთ და ოცნებობთ სასურველ წონას, ყოველგვარი საკვების შეზღუდვის გარეშე მიაღწიოთ, მაშინ ეს სტატია ძალიან გამოგადგებათ.

1. გამოცვალეთ თქვენი თეფშები 

მეცნიერებმა დაადგინეს 2 პრინციპი, რომელთა საშუალებითაც, წონაში დაკლება ძალიან ადვილია

გასტროფიზიკის მიხედვით, ჩვენი გარემო უშუალოდ მოქმედებს კვების ჩვევებზე. თქვენი თეფშიც წონა, ფორმა, ზომა და ფერი - ეს ყველაფერი განსაზღვრავს თუ რამდენ საკვებს მიირთმევთ. 

პირველ რიგში, უნდა გადააგდოთ თქვენი უაზროდ დიდი ზომის თეფშები და უპირატესობა პატარა ზომის ჭურჭელს მიანიჭოთ. მიზეზი მარტივია - ერთი და იგივე საკვები, დიდ და პატარა თეფშებზე განსხვავებულად გამოიყურება.

თუ საკვებს დიდი თეფშიდან მიირთმევთ, გონება გეუბნებათ, რომ ეს საკმარისი არ არის და დროა, საკვები დაამატოთ. შედეგად, კი იმაზე მეტს ჭამთ, ვიდრე საჭიროა. ხოლო პატარა თეფშიდან კი, პირიქით უფრო ცოტას მიირთმევთ. ზომის აღქმის ამ განსხვავებას დელბოეფის ილუზია ეწოდება. 

2. შეარჩიეთ სწორი ფერი 

მეცნიერებმა დაადგინეს 2 პრინციპი, რომელთა საშუალებითაც, წონაში დაკლება ძალიან ადვილია

მნიშვნელოვანი მხოლოდ თეფშის ზომა არ არის, ფერიც დიდ როლს თამაშობს. იმისათვის, რომ დაიკლოთ წონაში, თქვენ უნდა აირჩიოთ თეფშის ის ფერი, რომლებიც ყველაზე მეტად განსხვავდება თქვენი საკვებისგან. 

ვთქვათ, თქვენ გაქვთ თეთრი და წითელი თეფშები და უნდა მიირთვათ მაკარონი, წითელი პომიდვრის სოუსით. თუ წითელ თეფშს აირჩევთ, სავარაუდოდ უფრო მეტს შეჭამთ. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ფერები ერთმანეთში ერევა, კონტრასტი იკარგება და საკვები საკმარისი რაოდენობის არ ჩანს.

კარგი იდეა იყოს თქვენი სასადილო მაგიდის ფერის შეცვლაც, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, სასურველი კონტრასტის მისაღწევად, შეცვალეთ მაგიდის გადასაფარებლის ფერი. 

დამატებით, არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა 

მეცნიერებმა დაადგინეს 2 პრინციპი, რომელთა საშუალებითაც, წონაში დაკლება ძალიან ადვილია

ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე, დალიეთ მინიმუმ ერთი სრული ჭიქა წყალი ან უკეთესი, 2. წყალი აავსებს თქვენს კუჭს და დიდი ალბათობით, უფრო მცირე საკვებს მიიღებთ. გარდა ამისა, 0,5 ლ წყლის დალევა დაგეხმარებათ საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, დაწვათ დაახლოებით 30%-ით მეტი კალორია.