1. იგნორირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ყურადღების გამფანტველი ფაქტორების იგნორირება არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც ევოლუცია განაპირობებს. ჩვენ, ძირითადად, გაუცნობიერებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა არის ჩვენი ყურადღების ღირსი და რა არა. გარემოში ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ადამიანის ყურადღებას იქცევს, ამიტომ, ტვინმა სწორად უნდა შეაფასოს ღირს თუ არა დროის დახარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის დაიგნორებამ შეიძლება არც თუ საუკეთესო შედეგებამდე მიგვიყვანოს, ზოგადად, იგნორის ინსტრუმენტი ნამდვილად ამარტივებს ჩვენს ცხოვრებას.

2. ეს დაგეხმარებათ პოზიტიურად იფიქროთ საკუთარ თავზე

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ საკუთარ თავთან. სინამდვილეში, შინაგანი მონოლოგი, შესაძლოა წუთში 400 სიტყვასაც კი შეიცავდეს. ხოლო თუ ეს ინტენსიური ფიქრები თვითკრიტიკულია, შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მივიდეთ. მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ ნეგატიური აზრების უგულებელყოფას, მაშინ ბევრად ბედნიერი იქნებით საკუთარი თავით და შესაბამისად, ცხოვრებით.

3. რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ, მით მეტ სტრესს იღებთ

ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველანაირი მონაცემი წამებში გადაიცემა და ჩვენ მუდმივად ვიღებთ უამრავ ინფორმაციას. მაგალითად, ახალი ამბების ყურება იმდენად სტრესულია თქვენი ნერვული სისტემისთვის, რომ სხეული სტრესის ჰორმონებს გამოყოფს და შესაძლოა, ისეთი ფიზიკური სიმპტომებიც კი განიცადოთ, როგორიცაა დაღლილობა, ძილის პრობლემები და ა.შ.

4. გეხმარებათ კონცენტრაციაში

კვლევებით დასტურდება, რომ ზოგჯერ ტვინისთვის ბევრად უფრო ადვილია იმ დავალების შესრულება, სადაც მან უკვე იცის რა უნდა დააიგნოროს. მკვლევრები გვირჩევენ, რომ ყოველთვის, როდესაც კონცენტრირების პრობლემა გვექმნება, ტვინზე ძალისხმევის ნაცვლად, გავაანალიზოთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები და უბრალოდ, დავაიგნოროთ.

5. უფრო მეტის მიღწევა შეგიძლიათ

მაგალითად, თუ დააიგნორებთ სურვილს, ზედმიწევნით ხარისხიანად და გულდასმით შეასრულოთ თქვენი საქმე, რათა უფროსებს ასიამოვნოთ, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს ერთი შეხედვით არასწორი მსჯელობაა, მაგრამ თუ კონკრეტულ საქმეში ჩადებთ მთელს რესურსს, რათა სრულყოფილ შედეგს მიაღწიოთ, დიდი ალბათობით, ძალიან შეგეშინდებათ გარსკვა და სიახლეების მოსინჯვა. სრულყოფილების არარეალური იდეა, ნებისმიერ სფეროში, ნამდვილად უნდა დავივიწყოთ.

დროდადრო ყველამ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ აუცილებელია მოქნილობა. ჩვენი გეგმები, საბედნიეროდ, შეუცვლელი არ არის. სინამდვილეში, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ჩვენ უნდა მოვერგოთ სიტუაციას და ადგილზე გავარკვიოთ, რა უნდა გავაკეთოთ. ეს სწავლისა და განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.