ჰოროსკოპი

2021 წლის ივლისი - თვე, რომელიც ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება

2021 წლის ივლისი - თვე, რომელიც ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება

ვერძი

თქვენთვის, ძვირფასო ვერძებო, თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ქირონის რეტროგრადული შემობრუნება იქნება, თანაც, ზუსტად თქვენს ნიშანში. ამიერიდან წლის ბოლომდე (უფრო ზუსტად, 19 დეკემბრამდე), მისი გავლენა იმ პროგრესზე დაგაფიქრებთ, რასაც სულიერი განკურნებისა და რეაბილიტაციის საკითხებში მიაღწიეთ. ეს არ არის ზედაპირული ტრანზიტი, რადგან ის მიზნად ისახავს თქვენი შინაგანი სამყაროს და თქვენს ირგვლივ არსებული იდუმალი პროცესების მზის შუქზე გამოტანას. ჯერ არ მიგიციათ საკუთარი სულისთვის განკურნების შესაძლებლობა, ვერძებო? დაიმახსოვრეთ, არასოდეს არის გვიან, ყურადღება ტკივილზე, სტრესსა და მათი მოშორების გზებზე გაამახვილოთ. 

კურო 

თქვენი მშვენიერი მმართველი, ვენერა, თვის უმეტეს ნაწილს ლომში გაატარებს, ამიტომ, თქვენი განწყობა იქნება ნათელი, თამამი და ოდნავ ხმაურიანიც კი. მოინიშნეთ 13 ივლისი, რადგან ამ დღეს, რომანტიკული ვენერა ცეცხლოვან მარსს შეხვდება. თუ ვინმესთან უკვე წამოწყებული გაქვთ ფლირტი, მაშინ ეს ურთიერთობა გამყარდება. და ბოლოს, რადგან შავი მთვარე, ჯადოქარი ლილიტი თქვენს ნიშანში ტრანზიტს 18 ივლისს დაამთავრებს, თქვენ მისი ფსიქიკური ენერგიით ისარგებლებთ. თუ ტაროთი ან სხვა სახის ენერგეტიკული ძალებით ხართ დაინტერესებული, მაშინ ეს საუკეთესო დღეა ინფორმაციის მისაღებად. თუ არადა, სიზმრებს მაინც მიაქციეთ ყურადღება - ახლა, ისინი საოცარ ინფორმაციას გაწვდიან. 

ტყუპები 

როგორ მოგწონთ ახალი მოგზაურობა, ტყუპებო? ივნისმა მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრებისეული გზა და არც ივლისის დასაწყისია გამონაკლისი. 6 ივლისს, მერკური თქვენი ნიშანის საპირისპიროდ აღმოჩნდება და დამაბნეველ ნეპტუნს შეხვდება. ეს კი მნიშვნელოვანი ამბის დასასრულს მოასწავებს. ივლისის დანარჩენი დღეები თქვენს საყვარელ თემას, კომუნიკაციას შეეხება - თქვენ აღმოაჩენთ იდეების გაზიარების ახალ გზებს. და ბოლოს, ამ თვის სავსე მთვარე მერწყულში აუცილებლად გიბიძგებთ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებისა და ცხოვრების ახალი თავის დაწყებისკენ. 

კირჩხიბი

დაბადების დღეს გილოცავთ, კირჩხიბებო! ახლა მზე თქვენს ნიშანს გაანათებს და ახალი ენერგიით გავსებთ. ცხოვრების კიდევ ერთი წელი გადალახეთ და ახლა, განსხვავებული ციკლის დაწყების დროა. 9 ივლისს, ცაზე ახალი მთვარე გამოჩნდება, თანაც, თქვენს ნიშანში. ეს შესანიშნავი დროა მომავალი წლის მიზნების დასახვისთვის. თავს ნუ შეიკავებთ, იოცნებეთ და ისურვეთ ის, რასაც იმსახურებთ - განსაკუთრებით კი, ფინანსურ თემებში. კომუნიკაციის გურუ, მერკური თქვენს ნიშანში 11 ივლისს გადმოვა, რაც თქვენს გონებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, უჩვეულოდ გააქტიურებს. გამოიყენეთ ეს დრო თქვენს სასარგებლოდ და მოითხოვეთ დაწინაურება, ახალ პოზიციაზე გადასვლა ან დიდი პროექტის ჩაბარება. 

ლომი 

თქვენთვის, ლომებო, კირჩხიბის სეზონი, როგორც წესი, დასვენებისა და განტვირთვის დროა, რადგან კოსმოსი დაბადების დღისთვის მომზადებას გთხოვთ. ამასთან, ვენერა და მარსი თვის განმავლობაში თქვენს ცეცხლოვან ნიშანში დაფრინავენ, ამიტომ მოიმატებს კომუნიკაციისა და ფლიტრის სურვილი. იპოვნეთ ჯანსაღი ბალანსი სოციალურ ცხოვრებასა და საკუთარ "მეს" შორის. მას შემდეგ, რაც 22 ივლისს, მზე თქვენს ნიშანში გადავა, დასრულდება ყველა არასაჭირო, მოძველებული ან თუნდაც, მოსაწყენი ურთიერთობა. მზად ხართ ემოციური და ცეცხლოვანი დაბადების დღისთვის? 

ქალწული

თქვენი მმართველი, მერკური, თვის უმეტეს ნაწილს ემოციურ კირჩხიბში ატარებს, ამიტომ ეს შესანიშნავი დროა დასვენებისა და შვებულებაში გასასვლელად. თუ ვერ შეძლებთ საქმის მიტოვებას, მაშინ ეს ენერგია იმ ადამიანებისკენ მიმართეთ, ვინც პროფესიული მიზნების მისაღწევად გამოგადგებათ. განსაკუთრებით კი, ახალი მთვარის დროს, რომელიც მეგობრობასა და საზოგადოების სახლს გაანათებს. ამასთან, ინტროსპექტიული კოსმოსური განწყობა გაღრმავდება მას შემდეგ, რაც 22 ივლისს, ლომის სეზონი ჩაეშვება. ეს კი, ნამდვილად იქნება თქვენი დასვენებისა და განტვირთის სეზონი. სხვა თუ არაფერი, დაბადების დღისთვის მოგიწევთ ძალების დაზოგვა.

სასწორი 

წინა თვე იდეალური გამოდგა კარიერული და პროფესიული ცხოვრებისთვის. ხოლო 9 ივლისის ახალი მთვარე კირჩხიბში, შესანიშნავი დროა ახალი პროექტის წამოწყებისთვის, პროცესების ჩაშვებისა და დამსახურებული დაწინაურებისთვის. თვის შუა რიცხვებში, ქირონის რეტროგრადული შემობრუნება თქვენს პარტნიორულ სექტორში მიანიშნებს, რომ იმ ემოციური თემებზე მოგიწვეთ საუბარი, რომლებსაც დიდი ხანია გაურბიხართ. მართალია ემოციური ატრაქციონი თქვენთვის სახალისოდ სულაც არ ჟღერს, მაგრამ ამჯერად, ეს თქვენი შინაგანი მღელვარება ნამდვილ ძვრებს გპირდებათ. 

მორიელი 

თქვენ ნამდვილად მოგიწევთ კირჩხიბის სეზონის ვიბრაციის გათვალისწინება, ძვირფასო მორიელებო. ივლისი მშვენიერი თვეა იმ მოგზაურობისთვის, რომელზეც მუდამ ფიქრობდით. იქნება ეს ახალი ადგილების მონახულება თუ ახალ გაკვეთილებზე დარეგისტირება, ივლისი ნამდვილად აღმოჩენების თვე იქნება. ვენერასა და მარსის ასპექტები მიანიშნებენ, რომ თვის შუა რიცხვებში, თქვენს კარიერაში ცვლილებები დაიწყება. თუ სამსახურში ან ბიზნესში კონკრეტულ ცვლილებებს განიხილავდით, მაშინ ივლისი ის თვეა, როდესაც საბოლოოდ დაიწყებთ მათ განხორციელებას. და ბოლოს, ამ თვის სავსე მთვარე თქვენი ოჯახის სახლს გაანათებს. რაც, სავარაუდოდ, გარკვეული ოჯახური სიტუაციას კულმინაციასა და დასასრულს მიანიშნებს. 

მშვილდოსანი 

მშვილდოსნებო, ივნისი ინტენსიური და დატვირთული თვე იყო, ასე რომ ახლა, შეგიძლიათ სიამოვნებით ამოისუნთქოთ, რადგან ეს დასვენებისა და განტვირთვის თვეა. იუპიტერი, თქვენი მმართველი პლანეტა, ახლა რეტროგრადულია. ეს კი შენელებას, ცვლილებებზე და ზრდაზე რეფლექსიას მოითხოვს. მაშინაც კი, თუ გარეგნულად შეუმჩნეველია, თქვენ შინაგანად იზრდებით. ამიტომ გამოიყენეთ ეს განსაკუთრებული მომენტი. მას შემდეგ, რაც მზე ცეცხლოვან ლომში გადავა, თქვენი ენერგია დაუბრუნდება და მზად იქნებით ახალი იდეებისა თუ ადგილების შესამოწმებლად. 

თხი რქა 

ძვირფასო თხის რქებო, თქვენთვის, კირჩხიბის სეზონი არის დრო, როდესაც ყურადღება უნდა გაამახვილოთ თქვენს ინდივიდუალურ ურთიერთობებზე, როგორც რომანტიკულ და ასევე ბიზნეს სფეროებში. ამ თვეში ძალიან გაგიჭირდებათ ბალანსის შენარჩუნება. მაგალითად, შუა რიცხვებში, როდესაც ქირონი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, შესაძლოა მთელი ყურადღება ოჯახურ ან ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებს დაუთმოთ. რაც შესაძლოა ძალიან არასასიამოვნო ამბავია, მაგრამ ამ პრობლემასთან გამკლავება უსაფრთხოების გრძნობასა და საკუთარი თავის რწმენას გააძლიერებს. ამიტომ, ნუ ერიდებით მის პირისპირ დადგომას. სავსე მთვარე მერწყულის ნიშანში კი, ფულთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

მერწყული 

კოსმოსური საყვარლების, ვენერასა და მარსს, რომანტიკული ენერგია ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისკენ გიბიძგებთ. რაც არ უნდა იყოს თქვენი სტატუსი, მარტოხელა თუ დაოჯახებული, თქვენ შეცვლით რომანტიკული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ივლისი სიყვარულის სრულიად ახალ ფორმასა თუ გზას შემოგთავაზებთ. 23 ივლისის სავსე მთვარე, სწორედ თქვენს ნიშანს გაანათებს და თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს კულმინაციამდე მიიყვანს. 28 ივლისს, იღბლიანი იუპიტერი თქვენს ნიშანში რეტროგრადდება, რაც იშვიათი შესაძლებლობის ნიშანია. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ყურადღება მიაქციეთ პიროვნულ ზრდასა და ცნობიერების გაფართოებას. 

თევზები

თქვენი პლანეტის ორივე მმართველი, იუპიტერი და ნეპტუნი, თქვენს ნიშანში რეტროგრადულია - ახლა თქვენ სამყაროსგან იღებთ სიგნალებს, რომ სულიერ საკითხებს უნდა დაუკავშირდეთ. და ეს ყველაფერი არ არის - 14 ივლისს, ასტეროიდი პალასი რეტროგრადდება თქვენს მგრძნობიარე ნიშანში. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ეს ცუდი ასტეროიდი თქვენს სტრატეგიულ უნარებსა და სიბრძნეს აძლიერებდა. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კი, ეს ახალი ცოდნა შემოწმდება. ნუ შეგეშინდებათ, ძვირფასო თევზებო. ეს მხოლოდ ტრანსფორმაციის დასაწყისია!