მშობლები

მეცნიერების თანახმად, რატომ შეუძლია ზოგიერთ ქალს მხოლოდ ბიჭების ან მხოლოდ გოგონების გაჩენა?

მეცნიერების თანახმად, რატომ შეუძლია ზოგიერთ ქალს მხოლოდ ბიჭების ან მხოლოდ გოგონების გაჩენა?

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა თითქმის იგივეა, ყოველთვის აინტერესებდა ხალხს ის, ოჯახები, რომლებსაც მხოლოდ ერთი სქესის შვილები ჰყავთ.

1. არ არსებობს "გოგოს" ან "ბიჭის" გენები 

მეცნიერების თანახმად, რატომ შეუძლია ზოგიერთ ქალს მხოლოდ ბიჭების ან მხოლოდ გოგონების გაჩენა?

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახების უმეტესობას დისბალანსირებული სქესის თანაფარდობა აქვს, ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ გოგოების ან ბიჭების გენები "მართავენ ოჯახს". მაგრამ მკვლევარებმა ჯერ კიდევ ვერ იპოვნეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ზოგიერთ ქალს, გენეტიკური ფაქტორების გამო, მხოლოდ გოგონების ან ბიჭების გაჩენა შეუძლია.

2. სინამდვილეში, სქესს მამა განსაზღვრავს

მართალია გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბავშვის სქესი დამოკიდებულია დედაზე, სინამდვილეში, ის მამის ხელშია. სპერმა ატარებს ორივე სქესის ქრომოსომებს: ზოგიერთ სპერმატოზოიდს აქვს X ქრომოსომა გოგონებისთვის, ზოგიერთს კი Y ქრომოსომა აქვს ბიჭებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალს აქვს 2 X ქრომოსომა, ახალშობილის სქესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სპერმატოზოიდი (X ან Y) მოხვდება ქალის კვერცხუჯრედში. 

3. სტრესულ სიტუაციაში, უფრო ხშირად, გოგოები იბადებიან 

მეცნიერების თანახმად, რატომ შეუძლია ზოგიერთ ქალს მხოლოდ ბიჭების ან მხოლოდ გოგონების გაჩენა?

ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ემბრიონის სქესზე. დამტკიცებულია, რომ სტრესული სიტუაციების: საომარი მოქმედებების ან ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ, უფრო ხშირად გოგონები იბადებიან.

4. სპეციფიკური საკვების მიღება, ზრდის გოგონას გაჩენის შანსს 

დადასტურებულია, რომ გარკვეული საკვების მიღება ზრდის გოგონას გაჩენის შანსებს. მაგალითად, მარილის შემცირებამ და უამრავი რძის პროდუქტის მიღებამ, შეიძლება გაზარდოს გოგონას გაჩენის შანსი. მეორეს მხრივ, დედები, რომელთა დიეტა სავსეა ნატრიუმითა და კალიუმით მდიდარი საკვებით, უფრო ხშირად ვაჟებს აჩენენ. 

5. ჩვეულებრივ, თუ დედას მხოლოდ ერთი სქესის შვილები ჰყავს, ეს მხოლოდ დამთხვევაა. 

ცნობილია, რომ გენდერული ბალანსი საუკუნეების განმავლობაში უცვლელია და არ არსებობს ასპექტი, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს იგი. ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ბევრი ერთი და იგივე სქესის ბავშვი, იშვიათია, მაგრამ ამ მოვლენის ახსნა, სტატისტიკურად შესაძლებელია. თითოეულ ბავშვს აქვს 50% შანსი იყოს ბიჭი ან გოგო. ასე რომ, მაგალითად, 3 ბავშვის შემთხვევაში, შანსი იმისა, რომ სამივე ბიჭი იქნება, არის 0,5 X 0,5 X 0,5 = 0,125, ან 12,5%.