სტილი
ფოტორეპორტაჟი: Chanel-ის პატარძლები მთელი ეპოქის განმავლობაში, 1992-დან 2021 წლამდე
- 07.07.2021
Chanel-ის მაღალი მოდის ყველა შოუ იხურება ხელით შექმნილი საქორწილო სამოსით. ამ სამოსის მორგება კი, მოდელის კარიერაში ყველაზე პრესტიჟული და გარდამტეხი მომენტია.
1. 1991 წელს, კარლ ლაგერფელდმა ახალი მუზა, კლაუდია შიფერი აღმოაჩინა და პოდიუმზეც, სწორედ მოდელთან ერთად აღმოჩნდა.
2. ლაგერფილდი და შიფერი კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ პოდიუმზე, 1992 წლის შემოდგომაზე.
3. 1993 წელსაც, შოუ ისევ კლაუდია შიფერმა დახურა.
4. 90-იანი წლების სიმბოლო: კლაუდია შიფერი შანელის საქორწილო კაბაში.
5. 1994 წელს კი, აღარავის უკვირდა მოდელის თეთრ კაბაში ხილვა.
6. თუმცა 1999 წელს, შანელის საქორწილო კაბა დევონ აოიკიმ მოირგო და სამყარომ ლაგერფილდის ახალი მუზა გაიცნო.
7. 2000 წლის გაზაფხულზე საქორწილო კაბა კვლავ აოკის ერგო.
8. და 2000 წლის შემოდგომაზეც...
9. ორი მოდელი სჯობს ერთს - გაკვეთილი, რომელიც ლაგერფელდმა 2001 წლის შემოდგომაზე ისწავლა.
10. ლინდა ევანგელისტა პოდიუმს 2003 წლის შემოდგომაზე გამართულ შოუში დაუბრუნდა.
11. 2004 წელს, ეს პატივი ალეკ ვეკმა მოიპარა.
12. ყვავილების თაიგული, 2005 წლის შემოდგომაზე, შანელის საქორწილო კაბის იდეალური აქსესუარი გახდა.
13. 2006 წლიდან კი სამყარომ ჩექმებიანი პატარძალი იხილა.
14. თუმცა შემოდგომის შოუზე, ირინა ლაზარანუს ჩექმების ყელი, კიდევ უფრო გამაღლდა.
15. 2007 წლის შანელის პატარძალის საუკეთესო აქსესუარი კი, მზის სათვალეა.
16. შემდეგი სეზონის მოულოდნელი აქსესუარი კი, თავსაბურავი გახდა.
17. ორსული დევონ აოკი, 2008 წლის გაზაფხულზე, საქორწილო კაბით დაბრუნდა შანელის პოდიუმზე.
18. 2008 წლის შემოდგომაზე კარლის მუზა, საშა პივოვაროვა გახდა.
19. ლაგერფელდის მუზა, ბაპტისტ გიაბიკონი, ლარა სტოუნთან ერთად - 2009 წლის შემოდგომა
20. და ები ლი კერშოუ შანელის 2010 წლის გაზაფხულის შოუში.
21. ასევე 2010 წელს, ბაპტისტ ჯიაბიკონიმ, მარადიულმა საქმრომ, კიდევ ერთხელ გააცილა პატარძალი პოდიუმზე.
22. ლინდსი ვიქსონმა სოლო გამოსვლა გამართა შანელის 2012 წლის შემოდგომაზე.
23. 2013 წელს, ერინ ვასონმა კი მთელი მსოფლიოს წინაშე გამოხატა პატივისცემა კარლ ლაგერფილდის წინაშე.
24. ხოლო შემდეგ სეზონზე, კენდალ ჯენერმა იგივე ჟესტი გაიმეორა, ამჯერად - კოცნით.
25. ლაგერფელდის ახალმა მუზამ, ლილი-როუზ დეპმა ვარდისფერ სამოსში დახურა შანელის ჩვენება.
26. 2018 წლის გაზაფხულის ჩვენება, კი ძალიან ჰგავდა ნამდვილ ქორწილს.
27. 2018 წლის შემოდგომის შოუში 18 წლის ადუტ აკეჩი გაიცნო მსოფლიომ.
28. 2019 წლის გაზაფხულზე კი, შანელმა საპატარძლო საცურაო კოსტიუმი წარადგინა.
29. პირველი შოუ, კარლ ლაგერფილდის გარეშე...
30. კოკო შანელის ხელწერად ქცეულ სტილზე რას იტყოდით?
31. ლაგერფილდისგან განსხვავებით, ვიარდი მაქსიმალურად ინარჩუნებს შანელის სახლის ნიშას - კლასიკურობასა და ელეგანტურობას.
32. ხოლო 2021 წლის შემოდგომის შოუზე, პოდიუმიდან პატარძალმა ყვავილების თაიგული მოისროლა და ის პირდაპირ, ლორა ბრაუნის, „ინსტაილის“ რედაქტორის ხელებში აღმოჩნდა.
თემები: საქორწინო კაბა, საქორწინო კოლექცია, დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია