სტილი

7 ფეხსაცმელი, რომელიც თქვენს ყველა კაბას მოუხდება - რომელია თქვენი ფავორიტი?

7 ფეხსაცმელი, რომელიც თქვენს ყველა კაბას მოუხდება - რომელია თქვენი ფავორიტი?

ფეხსაცმელი და კაბა, ქალის გარდერობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია. თუ ამ სეზონის მოდის ტენდენციებს გადავხედავთ, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ განსაკუთრებით მოთხოვნადია ის ფეხსაცმელები, რომლებიც ყველა კაბას უხდება.

დიდი შანსია, რომ თქვენ უკვე მოასწარით ტრენდული ფეხსაცმლის შეძენა, თუ არადა, გადახედეთ ჩვენს სიას, აირჩიეთ თქვენი ფავორიტი და განაახლეთ გარდერობი. 

1. ფეხსაცმელი მასიური ქუსლებით

BO-3 Multipic:

ეს ელეგანტური მასიური ქუსლები მოუხდება ნებისმიერ კაბას, იქნება ეს მარტივი, ყვავილებიანი პრინტი თუ საღამოს გლამურული სტილი.

2. სარბენი ბოტასები 

BO-4 Multipic:

ძალიან ხშირად, ამ ფეხსაცმელს ყვავილებიანი პრინტის კაბას უხამებენ. მიიჩნევა, რომ ეს სეზონის ყველაზე აქტუალური კომბინაციაა.

3. ნატურალური ფერის ჩექმა 

BO-5 Multipic:

მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერის ჩექმებიც

BO-7 Multipic:

შესანიშნავად გამოიყურება კაბებთან, ამ სეზონზე აქტუალური მაინც ნატურალური ფერის ფეხსაცმელია. რბილი ელფერი, თქვენს სტილს ნაკლებად გაამკაცრებს და საზაფხული ესთეტიკით აავსებს.

4. ესპადრილები 

BO-6 Multipic:

კლასიკად ქცეული ესპადრილები, უბრალოდ ნებისმიერ კაბას უხდება.

5. სანდლები 

BO-8 Multipic:

როდესაც საქმე ამ სეზონის ფეხსაცმელს ეხება, ხშირად ქუსლები უბრალოდ ზედმეტია. დაბალძირიანი სანდლები ტრენდული ქალების ყველაზე ხშირი არჩევანია.

6. მასკულინური ჩექმა

BO-9 Multipic:

თუ ზამთარში თავს სწორედ ასეთი ჩექმით იწონებდით, მაშინ დროა გადმოალაგოთ და ზაფხულის გარდერობს შეუხამოთ. ეს სტილი ნამდვილად ძალიან უხდება ფრიალა, ფემინური სილუეტის კაბებს.

7. სანდლები წვრილი თასმებზე

BO-10 Multipic:

შესაძლოა, რამდენიმე სეზონის წინ, ეს სანდლები ფეხსაცმლად არც კი განიხილიბოდა, თუმცა გასული ზაფხულის შემდეგ არავინ დავობს, რომ თუ არსებობს მოდელი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ, ესაა სანდლები წვრილ თასმებზე.