სილამაზე

„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია

„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია

სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, ქალებმა საგულდაგულოდ დაიწყეს ჭაღარა თმის დამალვა. თუმცა უკანასკნელი ტენდენციების მიხედვით, ბუნებრიობა ყველაზე მოდურია. მათ შორის, ჭაღარა თმა უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ამ მხრივ, დასამახსოვრებელი 2021 წლის კანის ფესტივალია, სადაც 63 წლის ენდი მაკდაუელი, არც მე და არც ნაკლები, წითელ ხალიჩაზე ჭაღარა თმით იწონებდა თავს.

„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია

როგორც ჩანს, მსახიობს, რომელმაც მაყურებელს თავი შავი, ხვეული თმით დაამახსოვრა, სულაც არ ეშინია ასაკის მატების. უფრო მეტიც, მაკდაუელი ნამდვილად ფესტივალის ყველაზე გლამურული მსახიობი იყო.

„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია

აღსანიშნავია, რომ ჭაღარა გლამურის თემას შეუერთდა ჯოდი ფოსტერიც, რომლის ბუნებრივი თმის ძირები, წითელი ხალიჩის ერთ-ერთი საუკეთესო ვარცხნილობა იყო.

„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია
„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია

და რაღა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ჰელენ მირენიც, რომელიც ამაყად იწონებდა თავს სრულად ვერცხლისფერი თმით.

„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია

ჭაღარა თმა სულ უფრო და უფრო ტრენდული ხდება. მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ სარა ჯესიკა პარკერმა და სინტია ნიქსონმა უშიშრად უჩვენეს საზოგადოებას ჭაღარა თმის ძირები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ის ყველაზე მოდური ქალები არიან. როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, „სექსი დიდ ქალაქში“ ამჯერად ჭაღარა თმის რევოლუციას გეგმავს!

„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია
„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია
„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია
„ჭაღარა“ თმის ყველაზე ტრენდული ფერია