9 ივლისის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 1 963 086 645 ადამიანს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 940, 131 842 ადამიანი.

Pfizer ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინაა. როგორც ნებისმიერი ვაქცინაციის შემდეგ, კორონავირუსის ვაქცინასაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები. ამიტომ, საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ, როდესაც Pfizer (საბოლოოდ) მოაღწევს ჩვენამდე.

1. სიწითლე

ვაქცინაციის შემდეგ, დიდი ალბათობით, თქვენ შეამჩნევთ სიწითლეს ან დაჟეჟილობას მკლავის იმ ადგილზე, სადაც ინექცია შეიყვანეს. ნუ ინერვიულებთ, 2 დღეში მისი კვალი სრულიად წაიშლება.

2. შესიება

ინიექციის ადგილის ირგვლივ შეიძლება წარმოიქმნას მცირე შეშუპება, გაიზარდოს მგრძნობელობა და განვითარდეს ქავილის შეგრძნება. დისკომფორტის მოსახსნელად გამოიყენეთ ცივი, სველი საფენები.

3. კუნთების ტკივილი

ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ნორმალურია კუნთების ტკივილი. განსაკუთრებით კი, ინიექციის ადგილის გარშემო. კუნთების სპაზმის მოსახსნელად სცადეთ მსუბუქი ვარჯიში ან გაწელვები.

4. სახსრების ტკივილი

ვაქცინაციის შემდეგ, ასევე ძალიან ხშირია, სახსრების ტკივილი. თუმცა სიმპტომები, ძირითადად, მხოლოდ 3-5 დღეს გაგრძელდება.

5. დაღლილობა

ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი ადამიანი უჩივის დაღლილობასა და სისუსტეს.

6. თავის ტკივილი

თავის ტკივილი კორონავირუსის ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა, მაგრამ მისი შემსუბუქება შესაძლებელია პარაცეტამოლის მიღებით.

7. შემცივნება

ვაქცინაციის შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი უჩივის კანკალსა და შემცივნებას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ თქვენი იმუნური სისტემა რეაგირებს უცხო სხეულებზე.

8. ცხელება

შემცივნების შემდეგ, ადამიანებს როგორც წესი უფიქსირდებათ ცხელება. სიცხე, შეიძლება მოიცავდეს მაღალ ტემპერატურას, ოფლიანობას, სიწითლესა ან კანკალს. ამ სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია დასვენებით, ბევრი სითხის დალევით და პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღებით.

9. გულისრევა

ზოგიერთ შემთხვევაში, ვაქცინაციის შემდეგ, ადამიანები განიცდიან გულისრევას. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი სიმპტომი. გულისრევის შეგრძნება შემცირდება სუფთა ჰაერის, ცივი სასმელების, კოჭას ან პიტნის ჩაის მიღებით.

10. გულის ანთება (ძალიან იშვიათი)

კოვიდის ვაქცინის ბოლო განახლებებში, ივლისში, "Pfizer" და "Moderna" ვაქცინების მითითებებს დაემატა "უკიდურესად იშვიათი ცნობები მიოკარდიტისა და პერიკარდიტის შესახებ". მიოკარდიტი გულისხმობს გულის კუნთის ანთებას, ხოლო პერიკარდიტი არის გულის გარეთა გარსის ანთება.