LIFE

რას გეუბნებათ თქვენი ძაღლი, როდესაც თათს გიწვდით? - 6 მესიჯი ოთხფეხა მეგობრებისგან

რას გეუბნებათ თქვენი ძაღლი, როდესაც თათს გიწვდით? - 6 მესიჯი ოთხფეხა მეგობრებისგან

ძალიან ხშირად, ამ უბრალო ჟესტით ძაღლები თავის ემოციას გვიზიარებენ. მაგრამ რა იმალება კონკრეტულად თქვენს საყვარელ თათებს მიღმა?

1. სიყვარული და სიხარული 

რას გეუბნებათ თქვენი ძაღლი, როდესაც თათს გიწვდით? - 6 მესიჯი ოთხფეხა მეგობრებისგან

ძაღლების სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა თათების თქვენს სხეულზე შეხება. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ყურადღების მიქცევა სურთ - დიახ, ეს ასეთი მარტივია. 

თათებზე დაწოლა არის კიდევ ერთი სიყვარულის გამოხატულება, რომლის წაკითხვაც უნდა ისწავლოთ, თუ თქვენს ძაღლთან ემოციური კავშირის დამყარება გსურთ. ასევე, კარგად ცნობილი კუდის ქიცინის გარდა, ძაღლებს შეუძლიათ გამოხატონ სიყვარული სხვა მშვიდი ქცევებით, როგორიცაა ყურების ჩამოყრა, მუცელზე დაწოლა და ა.შ. 

2. მორჩილება 

რას გეუბნებათ თქვენი ძაღლი, როდესაც თათს გიწვდით? - 6 მესიჯი ოთხფეხა მეგობრებისგან

ყველაზე გავრცელებულ ქცევებს შორის, რომელსაც ძაღლები იყენებენ ერთმანეთთან ურთიერთობაში, ნახავთ მორჩილების და დომინირების მაგალითებს. ჩვეულებრივ, როდესაც ძაღლს სურს, რომ დომინანტ მეგობარს მორჩილების სიგნალი გაუგზავნოს, ის ზურგზე წვება და წინა თითს ზემოთ სწევს. 

3. თამაშის მოსაწვევი 

რას გეუბნებათ თქვენი ძაღლი, როდესაც თათს გიწვდით? - 6 მესიჯი ოთხფეხა მეგობრებისგან

ძაღლებს, სხვა ძაღლების თამაშში მოწვევის სხვადასხვა გზა აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზა ზოგჯერ ცნობილია როგორც "სათამაშო მშვილდი". რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ეს ჟესტი გამოიყენონ არა მხოლოდ სხვა ცხოველებთან ურთიერთობაში, არამედ ადამიანებთან კომუნიკაციის დროსაც.

4. შიში და დაუცველობა 

რას გეუბნებათ თქვენი ძაღლი, როდესაც თათს გიწვდით? - 6 მესიჯი ოთხფეხა მეგობრებისგან

თქვენს ფუმფულა მეგობართან ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ნებისმიერი საკითხის კომუნიკაციისთვის, ფიზიკური კონტაქტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. სინამდვილეში, თათებით კონტაქტის საშუალებით, ისინი შეიძლება დაუცველობას ან შიშს გიზიარებენ.

5. ყურადღების მიქცევა 

რას გეუბნებათ თქვენი ძაღლი, როდესაც თათს გიწვდით? - 6 მესიჯი ოთხფეხა მეგობრებისგან

ჩვენი ფუმფულა მეგობრები დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ჩვენთან ერთად. ასე რომ, როდესაც დაკავებულები ვართ და მათ ყურადღებას ვერ ვაქცევთ, ისინი სხვადასხვა გზებს პოულობენ, უკმაყოფილების გამოსახატად. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი გზაა თათით შეხება.

 6. შიმშილი

რას გეუბნებათ თქვენი ძაღლი, როდესაც თათს გიწვდით? - 6 მესიჯი ოთხფეხა მეგობრებისგან

კიდევ ერთი გავრცელებული გზავნილი, რომელსაც ძაღლები ამ ჟესტით გადმოგცემენ შიმშილია. ჩვეულებრივ, ძაღლმა იცის როდის არის ჭამის დრო, ამიტომ თუ გამოგრჩათ, თავისი ფუმფულა თათით აუცილებლად შეგახსენებთ.