LIFE

მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი პოტენციალი - 7 გზა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი პოტენციალი - 7 გზა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

1. გააანალიზეთ თქვენი ძლიერი მხარეები

ძალიან ადვილია ნაკლოვანებებისა და სისუსტეების ამოცნობა, მაგრამ რას იტყოდით ძლიერ მხარეებზე? შეადგინეთ თქვენი სიძლიერეების, ნიჭისა თუ უნარების ჩამონათვალი.

რა მახასიათებლები გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისგან? რა არის ის, რისი გაკეთებაც ყველაზე უკეთ შეგიძლიათ? როდესაც ჩამოთვლით თქვენს ძლიერ მხარეებს, შეძლებთ უკეთ დაინახოთ ის ნიჭი და უნარები, რომელთა შემდგომი განვითარებაც შესაძლებელია.

2. მოისმინეთ სხვისი აზრი 

თუკი ნეგატივზე კონცენტრირებას ხართ შეჩვეული, ძალიან ძნელი იქნება საკუთარი თავის პოზიტიურად დანახვა. ამისთვის კი სხვების დახმარება დაგჭირდებათ. ესაუბრეთ სხვა ადამიანების თქვენი ძლიერი მხარეების შესახებ, სთხოვეთ შეფასება და მოუსმინეთ მათ უკუკავშირს. ამ პროცესში თქვენ აუცილებლად დაინახავთ იმ უნარებსა და შესაძლებლობებს, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით. 

3. არ შეგეშინდეთ რისკის 

როდესაც საკუთარ თავს უფლებას მისცემთ უფლებას გააკეთოთ ის, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებთ, თქვენს პოტენციალსაც სხვა მხრიდან დაინახავთ. ჩვენი გადაწყვეტილებების, ქცევებისა და უნარების ახალ გარემოში გამოცდა დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ, რამდენად მეტის გაკეთება შეგიძლიათ. გარდა ამისა, გაიგებთ სრულიად ახალი სფეროს სპეციფიკას და რაც მთავარია, გაიზრდებით. 

4. თქვით „დიახ“... 

ხშირად, თქვენ ზღუდავთ საკუთარ თავს და უარს ამბობთ პოტენციურ შესაძლებლობებზე. უთხარით „დიახ“ საკუთარ გიჟურ ახირებებს და ნახეთ სად მიგიყვანთ ეს გზა.

დაეთანხმეთ ახალ შესაძლებლობებს, პროექტებს, გამოცდილებებს და ა.შ., განსაკუთრებით კი, თუ ისინი ისეთ ადგილებში მიგიყვანენ, სადაც არასდროს ყოფილხართ.

5. დაეუფლეთ ახალ უნარებს 

დაიმახსოვრეთ, არ არსებობს უსარგებლო „სწავლა“. ნებისმიერი ცოდნა და უნარი დაგეხმარებათ შინაგანი სამყაროს განვითარებასა და პოტენციალის ამაღლებაში.

6. გასცდით თქვენს საზღვრებს 

ზოგჯერ, ჩვენ გვჯერა, რომ არ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება ან გვეშინია, რომ ვერ შევძლებთ, ამიტომ კომფორტის ზონაში ვრჩებით. ამასთან, ამით უარს ვამბობთ გავიგოთ რისი შესაძლებლობა გვაქვს. გასცდით თქვენი საზღვრებს და შეეცადეთ გააკეთოთ ისეთი რამ, რის გაკეთებასაც ვერასოდეს წარმოიდგენდით. 

7. იზრუნეთ საკუთარ თავზე 

თუ საკუთარ თავს ზედმეტად ბევრს მოსთხოვთ, შეიძლება გადაიწვათ. მუდმივი სტრესის ქვეშ, შესაძლოა თქვენი პოტენციალი ისე არ განვითარდეს, როგორც ამას ელოდებოდით. სწავლა და ახალი საქმეების დაწყება იმ ენერგიას მოითხოვს, რაც დაღლილ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ. 

თქვენი პოტენციალის გამოსავლენად იზრუნეთ საკუთარ თავზე. გადით თქვენი კომფორტის ზონიდან, მაგრამ ნუ წახვალთ იქ, სადაც სიამოვნებას არ განიცდით. გადადგით პატარა ნაბიჯები - ასე მიღწეული შედეგები უფრო მდგრადი და ეფექტური იქნება. ნუ იქნებით მკაცრი საკუთარ თავთან, თუ შეცდომა დაუშვით, არ დანებდეთ. მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ - ეს დაგეხმარებათ გახდეთ იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.