LIFE

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

1. Saudade - გრძნობა, რომელსაც პორტუგალიელები ყველაზე ხშირად განიცდიან 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

ამ სიტყვას არც ერთ ენაზე არ აქვს ზუსტი თარგმანი. ამის მიუხედავად, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პორტუგალიელი ადამიანების ცხოვრებაში. ხშირად ეს ტერმინი უკავშირდება სიტყვას "ნოსტალგია", მაგრამ ეს არ არის იგივე.

„Saudade” ნიშნავს რაღაცის მიმართ ღრმა სურვილს ან ლტოლვას. ეს შეიძლება მიემართებოდეს ადამიანს, ადგილს, საგანს ან სიტუაციას. ამასთან, ეს შეიძლება მიემართებოდეს იმასაც, რაც რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ეს შეიძლება იყოს დანაკლისის გრძნობაც კი.

ივარაუდება, რომ ეს სიტყვა პირველად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში გაჩნდა და ეს გრძნობა მეზღვაურებისთვის იყო დამახასიათებელი.

2. პორტუგალიელები არ ვახშმობენ 8 საათზე ადრე 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

პორტუგალიელებს უყვართ გვიან ჭამა - ისინი ძირითადად, საღამოს 8-10 საათის შუალედში ვახშმობენ. რესტორნებიც კი საღამოს 7 საათზე იხსნება, ხოლო კარის გაღებიდან პირველი საათი, ჩვეულებრივ არავინ შედის. 

ადგილობრივები საუზმობენ დილის 8 საათზე, ლანჩს დაახლოებით 13:00-ზე მიირთმევენ და შემდეგ, გვიან ვახშამს ელოდებიან. 

3. ადგილობრივი დესერტების უმეტესობა კვერცხის გულისგან მზადდება 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

წარსულში, კვერცხის ცილას იყენებდნენ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მიზნებისთვის - ამზადებდნენ ფილტრაციის ან გასალეს მასალებს. ჭკვიანმა პორტუგალიელებმა კი ნარჩენ კვერცხის გულს სხვა დანიშნულება მოუძებნეს - მისგან მრავალი ტრადიციული დესერტის რეცეპტი შექმნეს.

4. ადგილობრივებს არ მოსწონთ, როდესაც ადამიანი სიარულისას ილუკმება 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

პორტუგალიაში ჭამა წმინდა რიტუალია - აქ აუცილებელია მიირთვათ მაგიდასთან, ყოველგვარი აჩქარების გარეშე. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უამრავ სწრაფ საკვებ ობიექტს შეხვდებით, მაგრამ მათ სიახლოვეს აუცილებლად აღმოაჩენთ მყუდრო სკამებსა და მაგიდებს. ჭამა და სიარული პორტუგალიაში ცუდი ქცევის ნიშნად ითვლება.

5. ითვლება, რომ ამ ქვეყანას ყველაზე ლამაზი მაკდონალდსის რესტორანი აქვს 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

მოგზაურების აზრით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ქსელის ყველაზე ლამაზი რესტორანი პორტოშია. ის მდებარეობს ისტორიულ შენობაში, სადაც ინტერიერში შემონახულია არტ-დეკო ელემენტები, ბროლის ჭაღები, ბარელიეფები და ფერადი ვიტრაჟები. ადგილობრივი მოსახლეობა მას "იმპერიულ მაკდონალდს" უწოდებს. 

6. შობის ღამეს ბანანის ქერქზე მოსრიალება ადვილია, რადგან ყველა ბანანს ჭამს 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

24 დეკემბერის საღამოს, ათასობით ადამიანი იკრიბება პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში და ტრადიციულ "ბანანეიროს" აღნიშნავს. საშობაო ოჯახის სადილამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები დღესასწაულის მოახლოვებას ბანანითა და სასმელით აღნიშნავენ.

7. ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

პორტუგალიაში მოქმედებს ნებადართული და აკრძალული სახელების სიები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზეა დამტკიცებული. პირველ ჩამონათვალში შედის პორტუგალიური სახელები, რადგან ისინი ქვეყანას იდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება. ხოლო აკრძალული სახელების სიაში გვხვდება პოპულარული კულტურების სახელები, როგორიცაა ბენ-ჰური, ნირვანა და ჰენდრიქსი. 

თუ მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვის უჩვეულო სახელი დაარქვან, მაშინ სახელმწიფოს ნებართვა დასჭირდებათ. უარყოფითი პასუხის მიზეზები კი მრავალგვარია - შესაძლოა ამ სახელს არ გააჩნდეს პორტუგალიური ჟღერადობა, არ შეესაბამებოდეს ბავშვის სქესს, ან უბრალოდ, სასაცილოდ ჟღერდეს. 

8. ტუალეტის ქაღალდი არ არის ყველაზე პოპულარული ჰიგიენის პროდუქტი 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

პორტუგალიაში ბევრი ადამიანი არ იყენებს ტუალეტის ქაღალდს. აქ უპირატესობას ბიდეტს ანიჭებენ, რომლის სააბაზანოში მონტაჟი 1975 წლიდანაა სავალდებულო. მიუხედავად იმისა, რომ ტუალეტის ქაღალდის ყველაზე პოპულარული კომპანია სწორედ პორტუგალიურია, მისი ფერადი ნაწარმი, ძირითადად ექსპორტზე გადის. 

9. პორტუგალიაში აკრძალულია ოკეანეში მოსაქმება 

9 უცნაური ფაქტი პორტუგალიის შესახებ - ქვეყანა, სადაც ახალშობილს სახელს სახელმწიფო არქმევს

პორტუგალიაში არ შეიძლება ოკეანეში მოსაქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეს აპატიმრებენ. რა თქმა უნდა, ამ კანონში პრობლემურია აღსრულების ნაწილი - როგორ ხდება სამართალდამრღვევის გამოჭერა?