LIFE

როდესაც წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა - რა ფიქრობენ ფსიქოლოგები?

როდესაც წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა - რა ფიქრობენ ფსიქოლოგები?

განსხვავების მიუხედავად, როგორც ჩანს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ხალხს ერთი რამ მაინც აქვთ საერთო - კვლევის თანახმად დასტურდება, რომ გლობალურად, ქმრები ცოლებზე ცოტათი უფროსები არიან. თუ გადავხედავთ ციფრებს, აღმოვაჩენთ, რომ ეს მხოლოდ გასაშუალოებული მონაცემია. სინამდვილეში, არსებობს უამრავი წყვილი, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობაა... 

ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობებში პრობლემა სულაც არ არის 

როდესაც წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა - რა ფიქრობენ ფსიქოლოგები?

როგორც კი საზოგადოება შეიტყობს, რომ ადამიანებს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობაა, მაშინვე დიდი ამბავი იწყება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა ურთიერთობებისა და ასაკობრივი სხვაობის გარშემო. 

როდესაც ქალი უფროსია ურთიერთობაში, როგორც წესი, ეს წყვილი უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს. ხოლო თუ მამაკაცია უფროსი, მაშინ წყვილს გაცილებით ნაკლები საზოგადოებრივი აზრის მოგერიება უწევს. 

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ქალებს მოიხსენიებენ დამამცირებელი ტერმინებით, ხოლო მამაკაცებს, როგორც წესი, აქებენ. 

მთავარია, ამ ურთიერთობაში ადამიანი ბედნიერი იყოს 

როდესაც წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა - რა ფიქრობენ ფსიქოლოგები?

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანი ამ ურთიერთობაში იყოს ბედნიერი. კვლევის თანახმად, ქალებიცა და მამაკაცებიც უფრო მეტად კმაყოფილები არიან ახალგაზრდა პარტნიორებით, ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობის დასაწყისში. 

ასევე, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ქალები, რომლებიც ასაკით ბევრად უმცროს მამაკაცებს ხვდებიან, უფრო თავდაჯერებულნი და აქტიურები არიან. 

გამოვა თუ არა ეს ურთიერთობა? 

ამ კითხვაზე სწორი პასუხი არ არსებობს: თითოეული წყვილი უნიკალურია და არ არსებობს ურთიერთობების უნივერსალური ფორმატი. ამასთან, ზოგიერთი რეგულარული წესი მაინც მნიშვნელოვანია: თქვენ და თქვენს პარტნიორს უნდა გქონდეთ საერთო ინტერესები, მიზნები და ცხოვრებისეული მოლოდინები. 

საინტერესოა, რომ ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს: მნიშვნელოვანია არა რეალური ასაკი, არამედ ასაკის აღქმა, რაც ყველა ადამიანში განსხვავებულია.