LIFE

ჩინური მედიცინის მიხედვით, თუ ღამე მოულოდნელად გეღვიძებათ, მაშინ ემოციური პრობლემები გაქვთ

ჩინური მედიცინის მიხედვით, თუ ღამე მოულოდნელად გეღვიძებათ, მაშინ ემოციური პრობლემები გაქვთ

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი, ყოველ ღამე განიცდის ძილის პრობლემებს. დაღლისა და ფიზიკური აქტივობების მიუხედავად, რატომ ხდება, რომ ან ჩაძინება გვიჭირს ან რატომ გვეღვიძება მოულოდნელად?

ტრადიციული ჩინური მედიცინის მიხედვით, ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია იმ კონკრეტულ დროზე, როდესაც ადამიანი იღვიძებს. სპეციფიკური ემოციები და სულიერი მდგომარეობა ასტიმულირებს თქვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოებს, რომლებიც ძილის დროსაც რეაგირებენ და შედეგად, თქვენს გამოღვიძებას იწვევენ.

ჩინურ მედიცინაში ძილი ჩვენი ფიზიოლოგიური კეთილდღეობის გადამწყვეტი ასპექტია. ამიტომ, თუ ყოველ ღამე, რეგულარულად გეღვიძებათ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, ნუ უგულებელყოფთ თქვენი სხეულის სიგნალებს. იმისდა მიხედვით, თუ რომელ საათზე იღვიძებთ, თქვენი სხეულის ორგანოები ცდილობენ თქვენთან ურთიერთობას.

· თუ საღამოს 11 საათიდან ღამის 1 საათამდე გეღვიძებათ, თქვენ იმედგაცრუებას გრძნობთ

ჩინური მედიცინის მიხედვით, თუ ღამე მოულოდნელად გეღვიძებათ, მაშინ ემოციური პრობლემები გაქვთ

ტრადიციული ჩინური მედიცინა ამ პერიოდს მიაწერს ნაღვლის ბუშტს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ცხოვრებისეული ინტერესების, ქმედებებისა და თავდაჯერების ასპექტებზე. 

როდესაც ნაღვლის ბუშტი დაბალანსებულია, თავს ბედნიერად და კმაყოფილებად ვგრძნობთ. თუ რომელიმე ასპექტის: ცხოვრებისეული ინტერესის, ქმედებების ან თავდაჯერების ნაკლებობას განიცდით, მაშინ თქვენი ნაღვლის ბუშტი ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციას გაწვდით. 

· თუ ღამის 1 საათიდან ღამის 3 საათამდე გეღვიძებათ, თქვენ გაბრაზებული ხართ

ჩინური მედიცინის მიხედვით, თუ ღამე მოულოდნელად გეღვიძებათ, მაშინ ემოციური პრობლემები გაქვთ

ჩინური მედიცინის მიხედვით, მრისხანება ასოცირდება ღვიძლთან. როდესაც ჩვენ გვაქვს უკმაყოფილების გამოუთქმელი შეგრძნებები, ისინი დროთა განმავლობაში სწორედ ღვიძლში გროვდება.

რაც არ უნდა იყოს ბრაზის მიზეზი: სამსახურეობრივი, პირადი თუ სოციალური მოვლენები, თქვენი სხეული ამ ნეგატიურ ემოციებს გახსენებთ. 

· თუ ღამის 3 საათიდან დილის 5 საათამდე გეღვიძებათ, მაშინ სამყარო თქვენთვის რაღაცის თქმას ცდილობს

ჩინური მედიცინის მიხედვით, თუ ღამე მოულოდნელად გეღვიძებათ, მაშინ ემოციური პრობლემები გაქვთ

ეს ის დროა, როდესაც ფილტვები ყველაზე აქტიურია. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ფილტვები პასუხისმგებელნი არიან მთელ სხეულში ენერგიის გადაადგილებასა და იმუნური დაცვის უზრუნველყოფაზე. 

თუ თქვენ გადიხართ ცხოვრების რთულ პერიოდს და გაქვთ განცდა, რომ ვერ გადალახავთ ამ დაბრკოლებას, მაშინ ჩათვალეთ, სამყარო თქვენს გაძლიერებას ცდილობს. როდესაც გამოიღვიძებთ, დრო დაუთმეთ დასვენებას, სუნთქვასა და ლოცვას. 

· თუ დილის 5 საათიდან დილის 7 საათამდე გეღვიძებათ, მაშინ ემოციური ბლოკები გაქვთ

ჩინური მედიცინის მიხედვით, თუ ღამე მოულოდნელად გეღვიძებათ, მაშინ ემოციური პრობლემები გაქვთ

სწორედ ამ დროს, თქვენი ნაწლავი ზედმეტად აქტიურია. ჩინურ მედიცინაში, ეს უკავშირდება ემოციურ არასტაბილურობას. ნაწლავის ძირითადი დანიშნულებაა მიიღოს ნარჩენები და მოიშოროს ყველაფერი ის, რაც არ გვჭირდება.

ამ ორგანოს ფიზიკური ფუნქცია მჭიდრო კავშირშია სულიერ ასპექტთან. ნაწლავის ემოციური დანიშნულებაა "გაუშვათ ის, რაც არ გვემსახურება". მტკივნეულმა გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითაღქმის პრობლემები და ფუსტრაცია. შედეგად კი, მსხვილ ნაწლავში იწყება დისბალანსი.