ჰოროსკოპი

აგვისტო, 2021: როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის?

აგვისტო, 2021: როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის?

ვერძი

საყვარელო ვერძებო, აგვისტო მშვენიერი, მაგრამ განსხვავებული თვე იქნება. თქვენ ძალიან გიყვართ ლომების ცეცხლოვანი სეზონი, რომელიც გამუდმებით გთავაზობთ ზაფხულის საუკეთესო მოგონებებსა და მხიარულ ემოციებს. 2021 წლის აგვისტოში კი, თქვენი მმართველი მარსი მთელი თვის გატარებას პრაქტიკულ, მშრომელ ქალწულში გეგმავს. ასე რომ, თქვენ ასევე მოგიწევთ ყურადღება გაამახვილოთ სამსახურზე და ორგანიზება გაუწიოთ უამრავ რუტინას, რომლითაც სავსეა თქვენი ცხოვრება. 

თქვენთვის, საუკეთესო სიახლეა ის, რომ ვენერა თქვენს პარტნიორულ სექტორში 16 აგვისტოს გადავა. ეს კი, წლის ყველაზე რომანტიკულ კვირებს გპირდებათ. 

კურო 

ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მოტყუებას ძვირფასო კუროებო - აგვისტო გამოწვევებით იქნება სავსე. ის სახიფათო კონფიგურაცია, რომელსაც პლანეტები ქმნიან ცაში, დიდი ალბათობით გამოიწვევს კარიერული და რომანტიკული ცხოვრების შეჯახებას. მოქნილობა იქნება მთავარი, რადგან ამ თვეში არც ისე სასიამოვნო სიურპრიზების წინაშე აღმოჩნდებით. მაგრამ 16 აგვისტოს, როდესაც თქვენი მმართველი ვენერა სასწორში გადავა, თქვენ უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ თქვენს შინაგან ინტუიციას და წარმატებით გადალახოთ აგვისტოს ინტენსიური ენერგიები. 

დაფიქრდით, როგორია თქვენი სრულყოფილი რუტინა და სამუშაო/ცხოვრების ბალანსი? არ გაუშვათ ხელიდან თქვენი საოცნებო ცხოვრების მანიფესტაციის შესაძლებლობა!

ტყუპები 

ივლისი თქვენთვის სენტიმენტალური თვე იყო, ტყუპებო, მაგრამ აგვისტოში, თქვენ მზად ხართ იკაშკაშოთ! თქვენი მმართველი პლანეტა, მერკური, თვის პირველ ნაწილს ცეცხლოვან ლომში გაატარებს. ახლა თქვენ იცით რა გსურთ - და გსურთ ახლავე! მერკური ქალწულში 11 აგვისტოს გადავა, ხოლო თქვენი მანიფესტაციის უნარი მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს. ამ დროს რეკომენდებულია კარგად დაგეგმოთ და გადააფასოთ თქვენი სტრატეგია. 

მოინიშნეთ 10 და 20 აგვისტო - თვის იღბლიანი დღეები. ამ დღეებში თქვენ მიიღებთ წყალობას კოსმოსისგან - ის საშუალებას მოგცემთ გაიზარდოთ, მოაგვაროთ პრობლემები და მოვლენები სრულიად ახალი პერსპექტივიდან შეაფასოთ.

კირჩხიბი 

დაბადების დღის სეზონი დასრულდა, მაგრამ სადღესასწაულო ენერგია მაინც გრძელდება, ძვირფასო კირჩხიბებო. თქვენთვის, ლომის სეზონი იქნება ფულის და სხვა რესურსების ორიენტირების თვე; ამასთან, თქვენ მკაფიოდ დაინახავთ ყველაფერს, რაც თქვენს ცხოვრებას ამდიდრებს. 8 აგვისტოს, ახალი მთვარე ლომის ნიშანში გთავაზობთ უზარმაზარი ინფორმაციის გადმოტვირთვას, ასე რომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ინტუიციას. 

კიდევ ერთი მთვარის მოვლენა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის 22 აგვისტოს ცისფერი მთვარე - მას შეუძლია დიდ და მოულოდნელ საბანკო ანგარიშებად გადაიზარდოს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი ფინანსურ შემოთავაზებას.

ლომი 

დაბადების დღეს გილოცავთ, ცეცხლოვანო ლომებო! რა არის უკეთესი საჩუქარი, ვიდრე განახლების შესაძლებლობა? ეს არის წლის საუკეთესო დრო, რომ ჰკითხოთ საკუთარ თავს, შეესაბამება თუ არა თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა თქვენს მოთხოვნილებებს? განსაკუთრებით, კი პირად ურთიერთობებში. 

8 აგვისტოს ახალი მთვარე დაგეხმარებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში. ხოლო ცისფერი მთვარის მოსვლისთანავე, თქვენ მზად იქნებით დაემშვიდობოთ ყველაფერ იმას, რაც ხელს უშლის თქვენს ცხოვრებისეულ განვითარებას - თქვენ უკვე იცით ვის ან რას გულისხმობს ეს! 

ქალწული 

საყვარელო ქალწულებო, მართალია ზაფხულის განწყობა მხიარული და სოციალურია - მაგრამ თქვენთვის, ლომის სეზონი უფრო ინტროსპექტული განწყობას მოიტანს. ამ თვეში გააქტიურდება ის სფერო, რომელიც მართავს თქვენს ქვეცნობიერს. როდესაც საკუთარ თავს ჩვეულებრივზე მეტ უსაქმურ დროს მისცემთ, თქვენი ცნობიერება მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ. ასევე, თვის პირველ ნაწილში თქვენ ვენერას მასპინძლობთ, რაც მიგანიშნებთ, რომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ახალი ადამიანების გაცნობას, დასვენებასა და თავის მოვლას. 

22 აგვისტოს, როდესაც მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, სრული განახლებისა და გადაფასებების დრო დადგება.

სასწორი 

კირჩხიბის სეზონი ძალიან ინტენსიური გამოდგა სასწორებო, მაგრამ ლომის სეზონი უფრო ნეიტრალურ და გრილ ემოციებს შემოგთავაზებთ. ეს იქნება თვე, როდესაც მთელს ყურადღებას ურთიერთობების გაძლიერებისა და კონტაქტების დამყარებისკენ მიმართავთ. ვენერა, თქვენი პლანეტარული მმართველი, 16 აგვისტოს თქვენს ნიშანში გადავა და ეს წლის ერთ -ერთი საუკეთესო ტრანზიტი იქნება. ეს დაგეხმარებათ დატკბეთ ცხოვრებით, მიიზიდოთ სიყვარული და გააღვიძოთ შემოქმედებითი უნარები. 

თუ თქვენ განიხილავთ რომანტიკული ურთიერთობების შემდეგ საფეხურზე გადასვლას, 23 აგვისტო საუკეთესო დრო იქნება დაპირების, შეთანხმების ან თუნდაც, ხელმოწერისთვის.

მორიელი 

ძვირფასო მორიელებო, ყველაზე სწორი, რაც ლომის სეზონზე შეგიძლიათ გააკეთოთ, ესაა მთელი ენერგიის კარიერისკენ მიმართვა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალიან დამღლელი წელიწადია, მაგრამ ამ თვის პლანეტარული ასპექტები აძლიერებენ ყველა იმ ცვლილებას, რაც უკვე მოხდა - და რაც ჯერ კიდევ უნდა მოხდეს. რამდენადაც შეგიძლიათ, შეეცადეთ დააბალანსოთ სამუშაო და თავისუფალი დრო, განსაკუთრებით კი, 8 აგვისტოს ახალი მთვარის დროს. 

ახლა კი, კარგ ამბებსაც გაგიზიარებთ - ამ თვის ცისფერი მთვარე, აუცილებლად დაგაჯილდოვებთ თქვენი შრომისმოყვარეობისთვის, ამიტომ, არ დაივიწყოთ აღნიშვნა და სამყაროსთვის მადლობის გადახდა. 

მშვილდოსანი 

გილოცავთ მშვილდოსნებო, თქვენი საყვარელი ლომის სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ მაგრამ აგვისტოში ძალიან მიქარავთ, თუ დროსა და ენერგიას კარიერულ პროექტებსა თუ მიზნებზე არ გაამახვილებთ. ფაქტობრივად, მარსი ქალწულში არის სრულყოფილი ტრანზიტი იმ ნაბიჯების გადადგმისთვის, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ. ამ დროს, ზურგის ქარი დაუბერავს და კარიერას სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს. 

მოინიშნეთ ორი თარიღი, 18 და 22 აგვისტო - სწორედ ამ დროს მარსი ჰარმონიზდება მერკურთან და ურანთან, რათა ხელი შეუწყოს მნიშვნელოვან მიღწევებს და სასიამოვნო სიურპრიზები შემოგთავაზოთ. 

თხის რქა 

თხის რქებო, თქვენი პლანეტარული მმართველის, სატურნის მონაწილეობით, აგვისტოში თქვენ შეხვდებით დაბრკოლებებს თქვენი მიზნების დასახვისას და კარიერული ნაბიჯების გადადგმის დროსაც კი. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გჩვევიათ გამოწვევისგან დამალვა, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა შეანელოთ და შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები. გაითვალისწინეთ, რომ მზე და მერკური თქვენი რუკის მგრძნობიარე ნაწილს აღვიძებენ. 

22 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც მზე ქალწულში გადავა, თქვენ უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. ხოლო როდესაც ცას იშვიათი ცისფერი მთვარე გაანათებს, სასიამოვნო სიურპრიზების დრო დგება - როგორც კარიერაში, ასევე ფინანსურ სექტორში. 

მერწყული 

როგორ მიდის თქვენი 2021 წელი, მერწყულებო? როგორც მეგობრული შეხსენება, თქვენ ხართ წლევანდელი შოუს ვარსკვლავი და აგვისტო არის სრულყოფილი დრო თქვენი მიზნების, იმედებისა და ოცნებების შესაფასებლად. საბედნიეროდ, შინაგანი (და გარე) დაძაბულობა, რომელსაც თქვენ ახლა გრძნობთ, ემსახურება წლევანდელ შანსს, ხელახლა შექმნათ საკუთარი პიროვნება. 

გამოიყენეთ ვენერას ჯადოსნური ტრანზიტი და გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტი, იფიქროთ თქვენს მომავალზე და იოცნებეთ. იმ მომენტში, როდესაც ცაზე ცისფერი მთვარე თქვენს ნიშანს გაანათებს, თქვენ გელით სუპერ ტკბილი სიურპრიზი, ასე რომ ისიამოვნეთ! 

თევზები 

ძვირფასო თევზებო, იუპიტერის ხანმოკლე ვიზიტი მოგაწოდებთ რაიმე მინიშნებას, თუ რამდენად ტკბილი იქნება თქვენთვის 2022 წელი. მერწყულში მყოფი იუპიტერი და ასტეროიდი პალასი ნეპტუნში, ორივე თქვენი პლანეტარული მმართველი, აგზავნის მკაფიო გზავნილს: თქვენ უნდა გამოაღვიძოთ შინაგანი სტრატეგი! 

მართალია ძალიან ბევრი მოლოდინი გაქვთ - მაგრამ წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, კოსმოსი მოგთხოვთ გამოიყენოთ ანალიტიკური მიდგომა თქვენს ცხოვრებაში, რათა მოემზადოთ იმისთვის, რაც მომავალშია!