LIFE

რა უფრო მნიშვნელოვანია - გამარჯვება თუ გაზრდა?

რა უფრო მნიშვნელოვანია - გამარჯვება თუ გაზრდა?

უმეტესობას გვიყვარს გამარჯვება. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მოგვწონს წაგება და იმის დანახვა, თუ როგორ მიაღწიეს სხვებმა გამარჯვებას. მიზეზი ის არის, რომ წარუმატებლობა თავს დაუცველად გვაგრძნობინებს. თუმცა, „გამარჯვების“, როგორც მიზნის დასახვა, არ არის საუკეთესო რამ, რაც შეგვიძლია ჩვენი განვითარებისთვის გავაკეთოთ.

ამასთან ერთად, ხშირად ბუნდოვანია რას ნიშნავს „გამარჯვება“ - მაშინ გაიმარჯვებ თუ დაქორწინდები? თუ დაგაწინაურებენ? არსებობს სიტუაციები, სადაც გამარჯვება თითქმის შეუძლებელია - გაიმარჯვებთ თუ აბსოლუტურად საუკეთესო გახდებით თქვენს პროფესიაში? სავარაუდოა, რომ ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც თქვენზე უკეთ შეძლებს კონკრეტული საქმის შესრულებას და ეს ნორმალურია. 

როდესაც თქვენ ფოკუსირებას აკეთებთ გამარჯვებაზე, ნებისმიერი სხვა, ვინც მოულოდნელად გაიმარჯვებს, დააზიანებს თქვენს თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას. გამარჯვება არ არის წარმატების საუკეთესო მაჩვენებელი.

ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ სხვა ასპექტებზე, რომლებიც ნიშნავს „წარმატებას“. ამ გზით, მაშინაც კი, თუ ჩვენ წავაგებთ, მაინც შევძლებთ სარგებლის მიღებას.

დასვით ის შეკითხვები, რომლებიც ხაზს უსვამს პროცესის სხვადასხვა ასპექტებს: რამე ახალი ვისწავლე? რა გაკვეთილი მივიღე? როგორი იყო ეს გამოცდილება? მოგვიანებით შევძლებ არსებული შეცდომის არიდებას? იყო ეს პროცესი სასიამოვნო? მომიტანა თუ არა პოზიტიურმა ემოციებმა ის გამოცდილება, რაც ამ მარცხს ღირსეულად გადააქცევს? რა შემიძლია ვისწავლო ამ დამარცხებიდან? როგორ დამეხმარა ან მომავალში როგორ დამეხმარება? რა უნდა გავაუმჯობესო შემდეგ ჯერზე?... 

გამარჯვება შეიძლება სასიამოვნო იყოს. მაგრამ მაშინაც კი, თუ წავაგებთ, უნდა შეგვეძლოს დავინახოთ ის ღირებული ასპექტები, რაც გავაკეთეთ ან რასაც მივაღწიეთ.

თუ ჩვენ, გამარჯვების ნაცვლად, ყურადღებას გავამახვილებთ სწავლასა და ზრდაზე მაშინ გავხდებით ბევრად უფრო ძლიერი ადამიანები. ეს გვაძლევს საშუალებას შედეგის მიუხედავად დატკბეთ პროცესით და ასევე, მივიღოთ რაიმე სარგებელი, მაშინაც კი, თუ პრიზს ჩვენი ვერ გახდება. სწავლა და ზრდა სამუდამოდ ჩვენთან რჩება და უზრუნველყოფს იმ ხანგრძლივ კმაყოფილებას, რომელიც არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. 

ვისწავლოთ თუ როგორ მივიღოთ სარგებელი ნებისმიერი სიტუაციიდან, არის საუკეთესო არჩევანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ჩვენი ბედნიერებისა და წარმატებისთვის. ეს გვაძლევს უსაფრთხოების განცდას მაშინაც კი, თუ წავაგებთ - გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. 

რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც მივიღებთ პოზიტივს იმ თითოეული სიტუაციიდან, რომელშიც აღმოვჩნდებით - მიუხედავად იმისა, გავიმარჯვებთ თუ წავაგებთ.