ჯანმრთელობა

რა არის უსაფრთხო და რა არა - ყველაფერი, რაც COVID-19 დელტა შტამის შესახებ უნდა იცოდეთ

რა არის უსაფრთხო და რა არა - ყველაფერი, რაც COVID-19 დელტა შტამის შესახებ უნდა იცოდეთ

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - დელტა ცირკულირებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მრავალ ქვეყანაში, კორონავირუსის დასასრულისკენ მიდიოდა - მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი, შემცირდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და პირველად ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა შეძლეს ნიღბების მოხსნა, სოციალიზაცია და დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას. მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პანდემია კვლავ გააქტიურდა. გაიზარდა ინფიცირებულების რაოდენობა და ახალი COVID-19 შემთხვევების ძირითად ნაწილს დელტა შტამი წარმოადგენს. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებშიც აღინიშნება ინფიცირების შემთხვევები. 

”მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ცვლილების მომენტში ვართ. დელტა ვარიანტი აშკარად ძალიან გადამდებია - უფრო გადამდები ვიდრე ამ ვირუსის ადრინდელი ვარიანტები, ამიტომ ვრცელდება ის ასე სწრაფად და ხდება დომინანტური შტამი მოსახლეობაში” - ამბობს ფილიპ ლანდრიგანი, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამის დირექტორი. 

რატომ უნდა მეკეთოს ნიღაბი? 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა ახლახანს შეცვალეს რეკომენდაცია სრულად ვაქცინირებულ ადამიანებისთვის: ამიერიდან, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ვირუსი ძლიერდება, სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა კვლავ უნდა ატარონ ნიღბები დახურულ ადგილებში. 

ცვლილება განხორციელდა იმ სიახლის გამო, რომ სრულად აცრილ ადამიანებს შეუძლიათ დელტა შტამი სხვებზე გაავრცელონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინები არ მუშაობს დელტას წინააღმდეგ. COVID-19 ვაქცინების უპირველესი დანიშნულებაა მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილის თავიდან აცილება. 

როდის უნდა მეკეთოს ნიღაბი დახურულ სივრცეში?

აუცილებელია ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში, თუ იმყოფებით სხვა ადამიანებთან ერთად, მაღალი გადაცემის არეალში.

ასევე, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობთ, თქვენ უნდა გააგრძელოთ ნიღბის ტარება მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ხართ.

შემიძლია თუ არა მოვინახულო სრულად აცრილი მეგობრები და ოჯახის წევრები?

რაც შეეხება დროის გატარებას ნიღბის გარეშე სრულად აცრილ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, ეს მაინც საკმაოდ დაბალი რისკის შემცველია. მაგრამ ამ კითხვაზე არ არსებობს ცალსახა პასუხი. თუ ყველა ადამიანი ვაქცინირებულია, იცნობს ერთმანეთს და იცის, რომ არ ყოფილა დაინფიცირების მაღალი რისკის პირობებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაშინ შეგიძლიათ ასეთ შეკრებებში მონაწილეობა. "სიტუაციური ცნობიერება" არის მთავარი, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. 

რაც შეეხება გასვლებსა და ოჯახურ შეკრებებს არავაქცინირებულ ბავშვებთან ერთად? 

16 წლამდე ასაკის ბავშვებს ამჟამად არ აქვთ ვაქცინაციის უფლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებმა ატარონ ნიღაბი დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში. 

ასევე, რეკომენდებულია ყველა საბავშო აქტივობის ღია ცის ქვეშ გადატანა - იქნება ეს სპორტი, ცურვა თუ ბებია-ბაბუის მონახულება. 

რა სხვა ზომები უნდა მივიღო ახლავე? 

შეიძლება გაუგებარი იყოს რისკების გადაფასება სხვადასხვა სიტუაციებში, მაგრამ ჩვენ ბოლო 18 თვის განმავლობაში ვისწავლეთ რა არის ეფექტური პანდემიასთან ბრძოლაში. ამიტომ, ძირითადი რეკომენდაციები საკმაოდ ნათელია: 

ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე გაატარეთ მეტი დრო და შეძლებისდაგვარად, ყველა საქმიანობა გადაიტანეთ ღია სივრცეში; მოერიდეთ ხალხმრავლობას; ატარეთ პირბადე დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში; არ დაგავიწყდეთ სადეზინფექციო საშუალებები და რაც მთავარია - გაიკეთეთ ვაქცინაცია დროულად! 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7 % აუცრელია, ხოლო სრულიად ვაქცინირებულ პირებში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მხოლოდ 0.19%-ია!