LIFE

კარგი ცხოვრების საზომი სიყვარულია და არა - სიმდიდრე

კარგი ცხოვრების საზომი სიყვარულია და არა - სიმდიდრე

კარგი ცხოვრება არ გულისხმობს იმას, თუ რა რაოდენობის სიმდიდრის, ქონებისა თუ სხვადასხვა ნივთების დაგროვებას ახერხებთ. ის გულისხმობს იმას, თუ რამდენი სიყვარული გაქვთ. სიყვარული მხოლოდ კარგად გატარებული ცხოვრების საზომი კი არაა, ისაა ერთადერთი საზომი სამყაროში.

კარგი ცხოვრების საზომი სიყვარულია და არა - სიმდიდრე

თქვენი გარდაცვალების შემდეგ, არავინ მოიგონებს თქვენს ახალ მანქანას ან ძვირადღირებული ფეხსაცმელების კოლექციას. ამიტომ, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ნივთებით. 

ჩვენ ვცხოვრობთ მომხმარებელზე ორიენტირებულ სამყაროში, სადაც კეთილდღეობის საზომი საბანკო ანგარიშების მონაცემები და ღირებული ნივთებია. თითქოს, რაც უფრო მეტ ქონებას დააგროვებთ, მით უფრო გამარჯვებული წახვალთ ამ სამყაროდან. 

როდესაც საყვარელ ადამიანებზე და ზოგადად, იმ სიყვარულზე დაფიქრდებით, რომელიც ცხოვრებაში გაქვთ, სიმდიდრე თავის ღირებულებას კარგავს. უსულო საგნები, მხოლოდ იმდენი ღირს, რამდენსაც ჩვენ ვიხდით.

ნივთებს არ გააჩნიათ ღირებულება გარდა იმ ფასისა, რომელსაც ჩვენ ვიხდით 

არაფერს, რისი ყიდვაც შეგიძლიათ, არ გააჩნიათ რაიმე რეალური ღირებულება და მნიშვნელობა. ყველაფრის ფასი ისაა, რასაც ჩვენ, საზოგადოება გადავწყვეტთ. მაგალითად, ბრილიანტი - ის სულაც არ არის იშვიათი, ან განსაკუთრებით ლამაზი ძვირფასი ქვები. არსებობს უამრავი ბევრად ლამაზი ბუნებრივი ქვა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ დე ბირსმა გვითხრა, „ის განსაკუთრებულია“, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბრილიანტის ზომა ბეჭედში განსაზღვრავს რამდენად გვიყვარს ჩვენი მეორე ნახევარი. 

რა მოხდება, თუ ამის ნაცვლად, სხვა ადამიანების სიყვარულს გავზომავთ იმით, თუ რამდენად გვიჩქარდება გული მათზე ფიქრისას? იმის ნაცვლად, რომ შევაფასოთ ჩვენი წარმატება ფეხსაცმლის მარკით, გავზომოთ თუ რამდენი ვისეირნეთ ამ ფეხსაცმლით საყვარელი ადამიანთან ერთად ? ან იმის ნაცვლად, რომ მანქანის ღირებულება მისი მოდელის მიხედვით შევაფასოთ, გავიხსენოთ თუ რამდენ საოჯახო მოგზაურობაში ყოფილა ჩვენი ერთგული. 

ადამიანი არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია 

ლეონ ბრაუნმა ერთხელ თქვა: ”ერთ დღეს თქვენ მიხვდებით, რომ მატერიალური ნივთები არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ ადამიანების კეთილდღეობა, რომლებიც გიყვარს“ - სულ ბოლოს, როდესაც განვლილ ცხოვრებას გადავხედავთ, ძალიან ცოტა ადამიანი გაიხსენებს ნივთებს... 

ამის ნაცვლად, იფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად ძლიერად გიყვარდათ და უყვარდით, გაიხსენებთ ყველაზე ბედნიერ მომენტებს - პირველ კოცნას; დღეს, როდესაც დედა გახდით; წამს, როდესაც შეგიყვარდა; პირველ დამოუკიდებელ მოგზაურობასა და გულის ყოველ გამალებულ ფეთქვას... და თქვენს კარადაში რამდენი წყვილი ფეხსაცმელი გქონდათ? თქვენ ვერ გაგვცემთ პასუხს, რადგან ამ ნივთებს, ბედნიერი მოგონებების გვერდით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ იმ ნივთების გაღმერთება, რომლებიც ვერასდროს გვეყვარება. სამაგიეროდ, დავიწყოთ იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან.