მშობლები

თუ შვილის გაჩენა გსურთ, ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს - 7 ცნობილი ქალი, რომლებმაც შვილი 40 წლის შემდეგ გააჩინეს

თუ შვილის გაჩენა გსურთ, ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს - 7 ცნობილი ქალი, რომლებმაც შვილი 40 წლის შემდეგ გააჩინეს

ქალის სხეული საოცრებებით სავსეა. მაგალითად, ორსულობის დროს, საშვილოსნო ფორთოხლის ზომიდან საზამთროს ზომამდე იზრდება. თუ შვილის გაჩენა გსურთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ 40 წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად 7 ცნობილ, ლამაზ და წარმატებულ ქალს გაგაცნობთ.

1. ნაომი უოტსი, 40 წლის 

თუ შვილის გაჩენა გსურთ, ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს - 7 ცნობილი ქალი, რომლებმაც შვილი 40 წლის შემდეგ გააჩინეს

ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა და პროდიუსერმა, ნაომი უოტსმა, 39 და 40 წლის ასაკში გააჩინა 2 ბიჭი, საშა და კაი. მიუხედავად იმისა, რომ უოტსი უამრავ ბედნიერ საოჯახო სურათს იზიარებს ინსტაგრამზე, მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისურვებდა, უფრო მეტი შვილი ჰყოლოდა.

2. გვენ სტეფანი, 44 წლის 

თუ შვილის გაჩენა გსურთ, ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს - 7 ცნობილი ქალი, რომლებმაც შვილი 40 წლის შემდეგ გააჩინეს

2014 წელს გვენ სტეფანი და მისი მეუღლე მშობლები გახდნენ. მოგვიანებით, მომღერალმა აღნიშნა, რომ აპოლო უბრალოდ სასწაულია, რადგან ადვილი არ არის 44 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა.

3. ჯულიანა მური, 41 წლის 

BO-3 Custom embed code

ჯულიანა მურმა ქალიშვილი 2002 წელს გააჩინა, როდესაც ის 41 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ ლივი არ არის მისი პირველი შვილი.

4. ბრუკ შილდსი, 40 წლის 

BO-4 Custom embed code

ბრუკ შილდსს და მის მეუღლეს ქალიშვილი 2006 წელს შეეძინათ, როდესაც მსახიობი 40 წლის იყო. მსახიობი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ორსულობის შეწყვეტას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, მას ჯანმრთელი შვილი შეეძინა. 

5. სალმა ჰაიეკი, 41 წლის 

BO-5 Custom embed code

2007 წელს, მექსიკელი მსახიობი ფრანგ ბიზნესმენ, ფრანსუა-ანრი პინოზე დაინიშნა. წყვილს ქალიშვილი ვალენტინა 2007 წელსვე შეეძინა, როდესაც სელმა 41 წლის იყო. 2 წლის შემდეგ, სალმა და ფრანსუა ვალენტინობის დღეს დაქორწინდნენ. 

6. სელინ დიონი, 42 წლის 

BO-6 Custom embed code

დიონის პირველი ვაჟი, რენე-შარლ ანგელილი, 2001 წელს ინ ვიტრო განაყოფიერების გზით დაიბადა. მოგვიანებით, 2010-ში, 42 წლის დიონმა ტყუპები, ედი და ნელსონი, გააჩინა.

7. უმა თურმანი, 42 წლის 

BO-7 Custom embed code

უმა თურმანი ორჯერ იყო დაქორწინებული და მეორე ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს. მსახიობის მესამე ქალიშვილი ლუნა, 2012 წლის ივლისში დაიბადა. მსახიობი უკვე 42 წლის იყო.