ჯანმრთელობა

დელტა შტამი: 8 რამ, რაც COVID-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ უნდა იცოდეთ

დელტა შტამი: 8 რამ, რაც COVID-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ უნდა იცოდეთ

1. დელტა შტამი მეტად გადამდებია

12 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ის 5128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 1 კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევების თითქმის 80% დელტა შტამია. 

ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის ეს ვარიანტი, უფრო მეტად გადამდებია. თუ ალფა ვარიანტით ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ 3 სხვა ადამიანს აინფიცირებდა, დელტას შემთხვევაში ეს რიცხვი 7-ია. 

2. დელტა შტამის სიმპტომები იგივეა

როგორც ჩანს, დელტას სიმპტომები უცვლელია. თუმცა, ექიმები აღნიშნავენ, რომ ამ შტამის დროს ადამიანები უფრო სწრაფად ავადდებიან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დელტას ვარიანტი უფრო სწრაფად და უფრო დიდ დონეზე, სასუნთქი გზებში, იზრდება. 

როგორც წესი, ვაქცინირებული ადამიანები ან ასიმპტომურები არიან ან აქვთ ძალიან მსუბუქი სიმპტომები. მათი სიმპტომები უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას, როგორიცაა ხველა, ცხელება ან თავის ტკივილი, ასევე აღსანიშნავია გემოსა და სუნის დაკარგვა.

3. დელტას ვარიანტი უფრო მეტად მოქმედებს არავაქცინირებულ ადამიანებზე

სამედიცინო ცენტრებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობა არ არის ვაქცინირებული. უფრო მეტიც, საქართველოში სრულად ვაქცინირებული ადამიანების მხოლოდ 0.2%-ს დაუდასტურდა ვირუსი. ვაქცინები ძალზე ეფექტურია COVID-19 ინფექციის პროფილაქტიკისთვის და ასევე ეფექტურია დელტას ვარიანტის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

4. ვაქცინირებული ადამიანების დაავადების შემთხვევები იშვიათია

აცრილ ადამიანებში COVID-19 უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება. რა თქმა უნდა, არსებობს გართულებული შემთხვევებიც, თუმცა მათი % ძალიან დაბალია. 

5. დელტას შტამი შეიძლება კატასტროფულად დამაზიანებელი იყოს

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, სადაც ნაკლები ინფორმაციული ნაკადია, დელტა შტამმა შესაძლოა კატასტროფული ზიანი დააყენოს. 

ეს უკვე ნათლად ჩანს იმ ქვეყნებში, სადაც ნაკლებია ვაქცინაციის მაჩვენებელი, მაგალითად, საქართველოში. ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გავლენა საგრძნობი მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც კი იქნება.

6. COVID-19– ით დაავადებულ არავაქცინირებულ პაციენტებს ვაქცინის გაკეთება სურთ

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ექიმები აღნიშნავენ, რომ არავაქცინირებული ადამიანების უმრავლესობა მომავალში აუცილებლად გეგმავს ვაქცინაციას. პაციენტების უმრავლესობა ნანობს, რომ არ გაიკეთეს ვაქცინა და სხვა ადამიანებს მოუსმინეს. 

7. კვლავ რეკომენდებულია ნიღბების ტარება, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა აცრილი 

მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით სტუმრობაზე და ნუ მოიხსნით პირბადეს ისეთ სივრცეებში, სადაც სხვა ადამიანების ვაქცინაციის სტატუსი უცნობია. 

8. დელტა შტამი COVID-19-ის ბოლო ვარიანტი არ არის 

დელტას ვარიანტი ამჟამად COVID-19– ის ყველაზე ცნობილი სახეობაა, მაგრამ სამხრეთ ამერიკიდან ახალი შტამის, ლამბდას გავრცელება იწყება. ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, თუ ადამიანებს სურთ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება, მაშინ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. 

სანამ მთელს მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობა არ იქნება ვაქცინირებული, მანამ ვირუსის ახალი შტამები განაგრძობენ განვითარებასა და გავრცელებას.