არასოდესაა გვიანი ჩაიცვა ის, რაც მთელი გულით გსურს. მოხუცი წყვილი გერმანიიდან მთელს მსოფლიოს უჩვენებს თუ როგორ უნდა მოვირგოთ ყველაზე მკვეთრი ფერები და უჩვეულო სილუეტები. თანაც - ელეგანტურად და დახვეწილად. ბრიტ კანჯასა და გიუნტერ კრაბენჰაფტს ინსტაგრამზე რამდენიმე ათასი თაყვანისმცემელი ჰყავთ. მათი მიმდევრებს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
როგორც ბრიტმა ამბობს, ის არ აპირებდა ბლოგის შექმნას, მეგობრებმა ამის გაკეთება შთააგონეს. ასევე, ის მიიჩნევს, რომ მორცხვი ადამიანია და ამიტომ, ყოველი წარმატება გამოწვევაა. ეს აძლიერებს მის პასუხისმგებლობას ცხოვრების მიმართ და უადვილებს სიხარულისა და შემოქმედებითობის განცდას. ის ამბობს, რომ ამ გზით მას შეუძლია იყოს გაბედული, თქვას სიმართლე, გაერთოს და სხვები შთააგონოს.
ასევე, საინტერესოა, როგორ ირჩევს ბრიტი დღის ჩაცმულობას. ის თვითონ ამზადებს ტანსაცმელს, ამიტომ დიდ დროს უთმობს მათ დიზაინს და ეძებს მასალას (ის აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი). საჭირო ქსოვილებს კი, როგორც წესი, პროვინციულ ან მეორადი მაღაზიებში პოულობს. როდესაც დროა მოემზადოს, ის ირჩევს ტანსაცმელს განწყობის შესაბამისად და ირჩევს ნივთებს, რომლებიც საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს. როგორც წესი, ამას დიდი დრო არ სჭირდება.
მართალია გიუნტერმა Instagram-ის გამოყენება ასწავლა, მაგრამ ანგარიში არ იძებნება TikTok–ზე. წყვილი მიიჩნევს, რომ ეს მათ ძვირფას დროს დააკარგვინებს, მათ კი უბრალოდ ცხოვრებით ტკბობა სურთ.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ინფლუენსერი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია