ყველა ქალს აქვს საყვარელი სტილის შარვალი ან ფეხსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება და უკვე მრავალი წელია უარს ვერ ამბობს. მაგრამ არის ისეთი ნივთებიც, რომლებიც მხოლოდ მაღაზიის მანეკენებისთვისაა განკუთვნილი. ხოლო ცოცხალ ადამიანზე, მომენტალურად გამოკვეთს ნაკლოვანებებს...
1. ფენებიანი ქვედაკაბა
ასეთი ქვედაკაბა ლამაზად მხოლოდ ბავშვებზე გამოიყურება. სამწუხაროდ, ფენებისა და მოცულობის წყალობით, ეს მოდელი თეძოებზე რამდენიმე სანტიმეტრის „მომატებაში“ დაგეხმარებათ. ამიტომ, ის კატეგორიულად მიუღებელია პლუს ზომის ქალბატონებისთვის. თუ ბავშვური ლუქის მიღება გსურთ, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ A სილუეტის მქონე ქვედაკაბებს.
2. „ბრიჯები“
მუხლამდე ან წვივზე გადაჭრილი მომდგარი შარვლები ვიზუალურად ამოკლებენ ფეხებს და ასუქებენ თეძოებს. დიახ, უმჯობესია აირჩიოთ სწორი შორტები, ან ჩვეულებრივი შარვლები.
3. ბოლერო
გადაჭრილი ბოლერო ქურთუკი კი ფიგურას ორ არაპროპორციულ ნაწილად ჰყოფს და სხეულის ქვედა ნაწილს „ასუქებს“. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მომრგვალებული თეძოების მქონე გოგონებზე.
4. ე.წ. „უგები“
დიახ, უგები ნამდვილად თბილი და კომფორტულია. მაგრამ, აბსოლუტურად ბრტყელი ძირისა და ფორმის გარეშე, ასეთ ფეხსაცმელში სიარული, უბრალოდ, ბაჯბაჯს ჰგავს.
5. მოჭერილი შარვალი
ელასტიური ლენტით მოჭერილი ფართო შარვალი, რა თქმა უნდა, კომფორტულია, მაგრამ არა ყოველდღიურობაში. ნებისმიერი ფართო, თავისუფალი სტილის შარვალი ბევრად თანამედროვე და გრილი გადაწყვეტილება იქნება.
6. ტანსაცმელი მბზინავი დეტალებით
ეს უფრო აქტუალობის შეკითხვაა ეხება. მაგალითად, თუ წვეულებაზე მიდიხართ, მაშინ სრულიად მბზინავი კაბა გამოგადგებათ. მაგრამ ყოველდღიურობაში, ძალიან იშვიათადაა მბზინავი ელემენტები მოდური. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბრენდის სახელი პირდაპირ მაისურზეა ამოქარგული. ამის ნაცვლად, სცადეთ ბრჭყვიალა ბროში ან საინტერესო სამკაული.
7. მოცულობითი საყელოები
გულმკერდისა და მხრების ფუმფულა ელემენტები უბრალოდ ზედმეტი კილოგრამების „დაგროვებაში“ დაგეხმარებათ. განსაკუთრებით კი, თუ მრგვალი ფორმებით გამოირჩევით. ამის ნაცვლად, აირჩიეთ კლასიკური თეთრი პერანგი - ყველა დროის ყველაზე მოდური ნივთი.
8. კაბა-მულეტი
მართალია ამავე სახელწოდების ვარცხნილობა ძალიან მოდურია, მაგრამ, წინ შემოკლებული და შლეიფიანი კაბა უბრალოდ ამოკლებს და ასუქებს ნებისმიერ ფეხს!
9. განსხვავებული ფერები და ფაქტურები
თუ თითოეული ნაჭერი განსხვავებული ფერისა და ტექსტურისაა, ხოლო ეს მრავალფეროვანი არჩევანი ფენებადაა დაფენილი, მაშინ ეს ლუქი უფრო უცნაური იქნება, ვიდრე თანამედროვე. იმისათვის, რომ ტანსაცმლის მრავალი ფენა მოდურად გამოიყურებოდეს, შეარჩიეთ მსგავსი ფაქტურები და ნეიტრალური ფერები.
10. ფეხსაცმელი უზარმაზარ პლატფორმაზე
ასეთი ფეხსაცმელი უბრალოდ ორ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს. რაც არ არის ცუდი, თუ რა თქმა უნდა, კოსმოსური ხომალდები მოგწონს. სხვა შემთხვევაში კი, აირჩიოთ სტანდარტული ფეხსაცმელი, რომელსაც თავად მოირგებთ და არა პირიქით.
თემები: სტილი, მოდა, ქალი, რჩევები ქალებს, ტრენდი