სტილი

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

1. იზაბელ აჯანი - „დედოფალი მარგო“, 1994 წელი 

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

იზაბელი ერთადერთი მსახიობია მსოფლიოში, რომელსაც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში 5 „ცეზარი“ აქვს მიღებული. ერთ-ერთი ჯილდო სწორედ „დედოფალი მარგოსთვის“ გადაეცა. 

2. იზაბელ იუპერი - „ნამდვილი ისტორია - ქალი კამელიებით“, 1981 წელი 

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

იზაბელ იუპერს ხშირად უწოდებენ საბედისწერო ქალს, რადგან ის ყველაზე უკეთ ირგებს იდუმალი და ფატალური ლამაზმანის როლებს.

3. პენელოპე კრუსი - „დაბრუნება“, 2006 წელი 

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

სწორედ ამ როლით მოიპოვა პენელოპემ კანის ფესტივალის "საუკეთესო მსახიობი ქალის" ტიტული. მისივე თქმით, ეს როლი არის საუკეთესო საჩუქარი, რაც მსახიობს შეუძლია მიიღოს.

4. მონიკა ბელუჩი - „მალენა“, 2000 წელი

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

დიდი ხნის განმავლობაში, მონიკა სამოდელო სფეროთი იყო დაინტერესებული, თუმცა მაგრამ 1990 -იანი წლების დასაწყისში მან კინოს დაპყრობა გადაწყვიტა. საბედისწერო ლამაზმანის, მალენას როლმა მსოფლიო პოპულარობა მოუტანა დამწყებ მსახიობს. 

5. მერილ სტრიპი - „სიკვდილი მას უხდება“, 1992 წელი

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

ფილმის გადაღებები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც მერილის კარიერაში ყველაზე გრძელვადიანი პროექტი გამოდგა. კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიის გამო, მსახიობს სხვადასხვა ნიღბების, სპეციალური ბალიშებისა და დეკორაციის გამოყენება დასჭირდა. მოგვიანებით სტრიპმა აღიარა, რომ მას არ მოსწონს კომპლექსური სპეციალური ეფექტები და აღნიშნა, რომ აღარასოდეს იმუშავებდა მსგავს პროექტზე. 

6. ლივ ტაილერი - „ღამე მაკულას ბარში“, 2001 წელი 

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

მსახიობმა აღიარა, რომ ეს იყო პირველი ფილმი, სადაც მას უნდა ეთამაშა ისე, რომ მისი ფიზიკური სილამაზე ყველა მაყურებელს შეემჩნია.

7. ორნელა მუტი ლიზა - “ჭირვეულის მორჯულება“, 1980 წელი 

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

იტალიელი მსახიობის მდიდარი ფილმოგრაფიის მიუხედავად, „ჭირვეულის მორჯულება“ მისი საკულტო ფილმი გახდა, რომელიც დღემდე არ კარგავს პოპულარობას. 

8. მიშელ პფაიფერი - „ნაიარევი სახე“, 1983 წელი 

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

კრიტიკოსების უმეტესობამ ფილმი ზედმეტად ძალადობრივად მიიჩნია, მაგრამ მომდევნო წლებში ის გახდა კომერციული ჰიტი.

9. ჰალი ბერი - „კატა ქალი“, 2004 წელი 

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

ეს ფილმი იყო კომერციული ჩავარდნა, რომელიც კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს ფილმი მაყურებელს არ აძლევს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ „დაიბადა“ქალი კატა. 

შესრულებისთვის მსახიობს „ოქროს ჟოლოს“ პრემია მიენიჭა. ეს არის ამერიკული დაჯილდოება, რომელიც ავლენს ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარს, რეჟისორს და კომპოზიტორს. ცერემონიაზე ჰალი ბერი პირადად გამოჩნდა - გოგონას ხელში სხვა ფილმისთვის მიღებული „ოსკარი“ ეჭირა. 

10. კამერონ დიასი - „ჩარლის ანგელოზები“, 2000 წელი 

10 მსახიობი, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანის როლი მოირგეს - როგორ გამოიყურებიან ახლა?

მართალია ფილმმა არც თუ საუკეთესო შეფასებები მიიღო, მაგრამ კრიტიკოსებმა "ანგელოზების" თამაში შეაქო. 2013 წელს, 40 წლის დიასი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა.