LIFE

გაიცანით 65 წლის მოდელი, რომელიც სილამაზითა და ხასიათით მთელს მსოფლიოს აოცებს

გაიცანით 65 წლის მოდელი, რომელიც სილამაზითა და ხასიათით მთელს მსოფლიოს აოცებს

ყველა ადამიანს, ნებისმიერ ასაკში სურს იცხოვროს ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებით. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იმდენად შთამბეჭდავად აღწევს ამ მიზანს, რომ სხვა ადამიანებს შთააგონებს. იაზემინა როსმა პირველი ჭაღარა თმა 11 წლის ასაკში აღმოაჩინა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ მოდელი გამხდარიყო. 

BO-1 Multipic:

ახლა ის 65 წლისაა და მის თვალებში ცხოვრებისეული სიბრძნე იკითხება. ისაა ძლიერი ქალი, რომელიც თამამად აზიარებს საკუთარ მოსაზრებებს დაბერების, საკუთარი თავის მიღებისა და სილამაზის შესახებ. 

BO-2 Multipic:

მისი სამოდელო კარიერა „შემთხვევით“ დაიწყო, როდესაც მას ბოლო წუთს სთხოვეს მოდელის შეცვლა. იმ დღიდან დაიწყო მუშაობა ისეთ დიზაინერებთან, როგორიცაა YSL, Jil Sander და Thierry Mugler. სანამ სამოდელო კარიერას დაიწყებდა, სახლში 2 შვილს ზრდიდა. 

თანდაყოლილი ძლიერი ხასიათი

BO-5 Multipic:

იაზემინას ყოველთვის უყვარდა მისი თმა. პირველი ჭაღარა კი, ჯერ კიდევ ბავშვობაში, 11 წლისამ აღმოაჩინა. რასაც გარშემომყოფებისგან ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა თვითშეფასების და ღირსების ღრმა განცდა, ხოლო კრიტიკა, არასოდეს მოქმდებდა მასზე. 

”პირიქით, მე ვამაყობ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველთვის იმ მხარეს ვიდექი, რომელიც სწორად მიმაჩნდა. კრიტიკოსების მიუხედავად, მე მჯეროდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო სამოდელო კარიერის დაწყება. კრიტიკა მხოლოდ იმით კი არ დავიმსახურე, რომ ვერცხლისფერთმიანი ერთ-ერთი პირველი მოდელი ვიყავი, არამედ იმითაც, რომ პრინციპული ვიყავი. მე ვიცი, რისი გაკეთება მინა და რისი არა, ხოლო ფული ვერ მაიძულებს გავაკეთო ის, რაც არასწორად მიმაჩნია“ 

საკუთარი თავის მიმღებლობა აუცილებელია 

BO-6 Multipic:

მას მიაჩნია, რომ საკუთარი თავის მიღება გულისხმობს განაალიზებას, თუ რამხელა სასწაულია იყო ადამიანი და რა საოცარია, ადამიანის სხეული. იაზემინა ამბობს, რომ მას ყოველთვის ჰქონდა ძლიერი კავშირი ბუნებასთან და მის კანონებთან.

სილამაზე აუცილებლად გულისხმობს ჯანმრთელობას 

BO-7 Multipic:

რაც შეეხება სილამაზის საიდუმლოს, ის ყურადღებას აქცევს კვებას, სუფთა ჰაერს და თავის მოვლის პროდუქტებს. იაზემინა მხოლოდ ახალ, ორგანულ პროდუქტებს იყენებს, როგორც საკვებად, ასევე კანის მოვლისთვის. ის, ასევე, მიიჩნევს, რომ სილამაზისა და ბედნიერებისთვის აუცილებელია ტოქსიკური აზრების დაბლოკვა და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება. მაგალითად, კარგი და ხარისხიანი ძილი ჯანმრთელობისა და სილამაზის აუცილებელი წინაპირობაა. 

ვარჯიში არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა 

BO-8 Multipic:

ვარჯიშზე საუბრისას იაზემინა აღნიშნავს, რომ იოგა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა პოზიციებისა და გაწელვების დროს, ის გრძნობს მის რეალურ სარგებელს. მისთვის ვარჯიში არ არის მხოლოდ სპორტული აქტივობა, არამედ ის, თუ სად მოგზაურობს მისი გონება მოცემულ მომენტში. 

„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ხალხი ფიქრობდა, რომ მე ვიყავი სპორტის მასწავლებელი ან ბალეტის მოცეკვავე. სინამდვილეში, რასაც მე ვაკეთებ, ესაა გონებისა და სხეულის მოთხოვნილებების დაბალანსება“.