LIFE

რა არის სიყვარულის ვიზუალიზაცია? - 5 ნაბიჯი რომანტიკული პარტნიორის მოსაზიდად

რა არის სიყვარულის ვიზუალიზაცია? - 5 ნაბიჯი რომანტიკული პარტნიორის მოსაზიდად

დაიღალეთ მარტოხელა ცხოვრებით და მზად ხართ იპოვოთ ნამდვილი სიყვარული? სასურველი პარტნიორის გასაცნობად, იდეალური გზაა ისწავლოთ როგორ გამოიყენოთ ვიზუალიზაციის პრაქტიკა. ესაა სახალისო და მარტივი პროცესი, რომელიც დაგეხმარებათ იმ ენერგიის, აზრების და ქმედებების დაბალანსებაში, რომლითაც სამყაროსგან სიყვარულს იზიდავთ. 

1. შეადგინეთ თქვენი სია 

რა არის სიყვარულის ვიზუალიზაცია? - 5 ნაბიჯი რომანტიკული პარტნიორის მოსაზიდად

მნიშვნელოვანია ნათლად ჩამოაყალიბოთ პარტნიორის ის ტიპი, რომელსაც ეძებთ. იფიქრეთ იმ ადამიანზე, რომელთანაც გსურთ ურთიერთობა; მკაფიოდ განსაზღვრეთ პიროვნების მახასიათებლები და თვისებები. 

ნათლად დაინახეთ და ჩამოწერეთ თუ როგორ შეცვლის ეს მშვენიერი ადამიანი და საოცარი ურთიერთობა თქვენს ცხოვრებას და რატომ არის ეს თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანი. 

დიახ, თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ეს სიები, რათა სიყვარულის ენერგია მოიზიდოთ. 

2. წარმოიდგინეთ სიყვარული 

რა არის სიყვარულის ვიზუალიზაცია? - 5 ნაბიჯი რომანტიკული პარტნიორის მოსაზიდად

ახლა, როდესაც თქვენ უკვე განსაზღვრეთ თქვენი იდეალური პარტნიორი და ზუსტად გაიგეთ, თუ რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი, თქვენ მზად ხართ წარმოიდგინოთ ეს სიყვარული. დროა გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია! 

დახუჭეთ თვალები და დაინახეთ საკუთარი თავი ამ ადამიანთან ერთად. წარმოიდგინეთ, როგორ კოცნით, რას საქმიანობთ ერთად და უბრალოდ, როგორ ერთობით. 

გააკეთეთ სიყვარულის ვიზუალიზაციის პრაქტიკა დღეში რამდენჯერმე, 1-დან 5 წუთამდე დროის განმავლობაში. განსაკუთრებით ძლიერი ეფექტი იქნება, თუ გაღვიძებისთანავე ან ძილის წინ იფანტაზიორებთ. 

გაქვთ საყვარელი სასიყვარულო სიმღერა? თუ არა, მაშინ ნებისმიერი ბედნიერი, ოპტიმისტური და პოზიტიური სიმღერა გამოგადგებათ. მოუსმინეთ ამ სიმღერას დღეში ერთხელ, სიყვარულის ვიზუალიზაციის პრაქტიკის დროს. ეს სამყაროსეულ ენერგიას კიდევ უფრო გააძლიერებს.

3. დამუხტეთ თქვენი სასმელები 

რა არის სიყვარულის ვიზუალიზაცია? - 5 ნაბიჯი რომანტიკული პარტნიორის მოსაზიდად

ეს მეთოდი კიდევ უფრო გააძლიერებთ თქვენს მანიფესტაციურ საქმიანობას. სანამ დილით ჩაის ან ყავას დალევთ, ორივე ხელი ჭიქას შემოხვიეთ და 30 წამის განმავლობაში დამუხტეთ სასიყვარულო ენერგიით. 

ახლა თითოეული ყლუპით მიიღებთ სიყვარულის ენერგიას. 

4. დაწერეთ „სასიყვარულო მისია“ 

რა არის სიყვარულის ვიზუალიზაცია? - 5 ნაბიჯი რომანტიკული პარტნიორის მოსაზიდად

იფიქრეთ თქვენთვის სასურველი ურთიერთობის მახასიათებლებზე და მასთან დაკავშირებულ გრძნობებზე, შემდეგ დაწერეთ მოკლე მისია სიყვარულისთვის. 

გამოიყენეთ ეს ჩვეულებრივი ბიზნეს პრაქტიკა და გადააქციეთ იგი სიყვარულის მიზიდვის საუკეთესო საშუალებად. 50-75 სიტყვა სრულიად საკმარისი იქნება. შემდეგ კი, შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გადაიკითხოთ. მაგალითად, იდეალურ შემთხვევაში ყოველდღე, ან კვირაში 3-4-ჯერ სრულიად საკმარისი იქნება. 

5. გამოხატეთ მადლიერება

რა არის სიყვარულის ვიზუალიზაცია? - 5 ნაბიჯი რომანტიკული პარტნიორის მოსაზიდად

წარმოიდგინეთ, თითქოს ეს ურთიერთობა უკვე რეალურია. მადლიერება არის მაღალი ვიბრაციის აქტივობა, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს თქვენს მაგნიტურ ძალებს. 

თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოწეროთ 10 მიზეზი, რატომ ხართ მადლიერი ამ სიყვარულისთვის ან უბრალოდ იფიქრეთ და გონებით გადაეცით სამყაროს თქვენი „მადლობა“. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის თქვენი სიყვარულის ვიზუალიზაციის პრაქტიკის ფანტასტიკური შეჯამება. 

დაიმახსოვრეთ, არ არის საჭირო ყველა მეთოდის გაკეთება ყოველდღე. უბრალოდ შეეცადეთ გაერთოთ ამ ვარჯიშებით და ნებისმიერ მომენტში გამოიმუშავოთ მაქსიმალური სასიყვარულო ენერგია.