სილამაზე

5 რეტრო ლამაზმანი, რომელთა სილამაზის საიდუმლოებები ახლა სასაცილოდ გვეჩვენება

5 რეტრო ლამაზმანი, რომელთა სილამაზის საიდუმლოებები ახლა სასაცილოდ გვეჩვენება

თანამედროვე ქალებისთვის რთული არ არის საკუთარ თავზე ზრუნვა, რადგან ყველანაირი სილამაზის პროდუქტი ხელმისაწვდომია. ხოლო კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ კანის გაახალგაზრდავება, არამედ გარეგნობის შეცვლაც კი. მაგრამ ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავებისთვის ასეთი კომფორტი არ არსებობდა, ამიტომ მათ სხვადასხვა ხრიკების გამოყენება სჭირდებოდათ...

· მერლინ მონრო თვალის კუთხეებში თეთრ სამკუთხედებს იხატავდა და თვალის წითელ ფანქარს იყენებდა 

5 რეტრო ლამაზმანი, რომელთა სილამაზის საიდუმლოებები ახლა სასაცილოდ გვეჩვენება

ცნობილი სექს სიმბოლოს გარეგნობაზე პასუხისმგებელი ვიზაჟისტი ალან სნაიდერი იყო, რომელიც საინტერესო ხრიკებს იყენებდა, რათა მერლინ მონროს თვალები უფრო დიდი, ფართო და გაცისკროვნებული გამოჩენილიყო. 

უფრო ზუსტად კი, კინოვარსკვლავის თვალების გარე კუთხეებში - თვალის ხაზის ზედა და ქვედა ხაზებს შორის, სნაიდერი პატარა თეთრ სამკუთხედებს ხატავდა. ამრიგად, მსახიობის სახე, ვიზუალურად უფრო ფართო ჩანდა. გარდა ამისა, მერილინის თვალების შიდა კუთხეებში, სნაიდერი წითელი თვალის ლაინერს იყენებდა, რათა თვალებისთვის მეტი სიმსუბუქე მიენიჭებინა.

· ვივიენ ლის ტუჩის კონტური, ტუჩის ბუნებრივ ფორმას სცდებოდა

5 რეტრო ლამაზმანი, რომელთა სილამაზის საიდუმლოებები ახლა სასაცილოდ გვეჩვენება

ლეგენდარული „ქარწაღებულნის“ ლამაზმანი თვლიდა, რომ მისი ტუჩები საკმარისად მსუქანი არ იყო. ამიტომ ტუჩების ისე იღებავდა, რომ ფანქარი ან კონტური ტუჩის ბუნებრივ ფორმას სცდებოდა. 

სხვათა შორის, სილამაზის ეს ხრიკი ძალიან პოპულარული იყო 1940-იანი წლებში. მაკიაჟის სახელმძღვანელოები ქალებს ურჩევდნენ, რომ ტუჩის ფანქარი ბუნებრივი ხაზის გარეთ გაევლოთ. 

· მარლენ დიტრიხი იყენებდა ლეიკოპლასტირს, რათა დეკოლტე გაეახაგაზრდავებინა 

5 რეტრო ლამაზმანი, რომელთა სილამაზის საიდუმლოებები ახლა სასაცილოდ გვეჩვენება

ნამდვილი სტილის ხატი, ლეგენდარული მარლენ დიტრიხი დროს წინ უსწრებდა. რადგან პლასტიკური ქირურგია ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული, მსახიობს ლეიკოპლასტირის საშუალებით ყელის მოშვებული კანის და სახის „დაჭიმვა“ სჭირდებოდა. 

· ქეროლ ლომბარდი ყოველთვის ცისფერ ტუშს იყენებდა 

5 რეტრო ლამაზმანი, რომელთა სილამაზის საიდუმლოებები ახლა სასაცილოდ გვეჩვენება

მომხიბლავ მსახიობს, ქეროლ ლომბარდს ჰიპნოტიკური მზერა ჰქონდა. ამას კი უბრალო ცისფერი ტუშის საშუალებით აღწევდა. ხოლო თვალის ფერის კიდევ უფრო გამოსაკვეთად, ხშირად იისფერ ჩრდილებს იყენებდა. 

სწორედ ქეროლს უკავშირდება მითი, რომ თუ ტუშის წასმისას პირს გააღებ, ქუთუთოები დაიჭიმება, არ იმოძრავებს და ტუში არ გაითხაპნება. ამ ბრწყინვალე ქერა ქალბატონის წყალობით, ქალებმა უნაკლო წამწამების საიდუმლო აღმოაჩინეს.

 · მიშელ მერსიე მხოლოდ იაფფასიან კრემებს ყიდულობდა 

5 რეტრო ლამაზმანი, რომელთა სილამაზის საიდუმლოებები ახლა სასაცილოდ გვეჩვენება

ცნობილი ფრანგი მსახიობი, მიშელ მერსიემ, უპირატესობას იაფფასიან კრემებს ანიჭებდა. მართალია მსახიობს გლუვი და სუფთა კანი ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც სჭირდებოდა მოვლა და დატენიანება. 

მიშელ მერსიემ აღიარა, რომ მას არასოდეს გამოუყენებია ძვირადღირებული პროფესიონალური კოსმეტიკა, ის ყოველთვის უმარტივეს, მცენარეულ კრემებს ყიდულობდა.