LIFE

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

წარმოიდგინეთ სცენა: შემოდგომის თბილი დღეა. თქვენ უკვე დახურეთ ყველა ფანჯარა და თბილი პლედიც მოიხურეთ. ჯერ ისევ მზეა, შემოდგომის თბილი მზე ანათებს, მაგრამ მაინც ძალიან გცივათ...

თუ ხშირად კითხულობთ, „რატომ ვარ ასე მცივანა?“, მაშინ იცოდეთ, რომ სიცივის მუდმივი შეგრძნება, ხშირად რაღაც სხვა პრობლემის მაჩვენებელია. 

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში ისეთი ფაქტორები თამაშობენ როლს, როგორებიცაა სხეულის წონა, ჯანმრთელობის არსებული პრობლემები, სქესი და ასაკი. ძალიან ხშირად, უიმედობის განცდამ ან შიშმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების შევიწროება და შედეგად, სიცივის შეგრძნება. კიდევ უფრო ხშირ შემთხვევებში კი, ზოგიერი მედიკამენტი ან თერაპიაა „მცივანობის“ მიზეზი...

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს სტატია მიზნად არ ისახავს დიაგნოზის დასმას. ჩვენი რეკომენდაციაა, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

1. სხეულის მცირე წონა 

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

ცხიმი არის სხეულის იზოლაციის მექანიზმი. თუ თქვენ ძალიან გამხდარი ადამიანი ხართ, მაშინ თქვენი სხეული უფრო სწრაფად კარგავს სითბოს. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ისეთ კვებით დარღვევებს, როგორიცაა ნერვული ანორექსია, ჩვეულებრივ უჩივიან სიცივის შეგრძნებას.

2. სისხლის ცუდი მიმოქცევა

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

 სისხლის მიმოქცევის პრობლემები, როგორც წესი, ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების სიმპტომებია, როგორიცაა სიმსუქნე და დიაბეტი. დიაბეტის შემთხვევაში, სისხლის ცუდმა მიმოქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დაზიანება, რაც იწვევს ფეხებში სიცივის შეგრძნებას.

3. მედიკამენტები და თერაპია 

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

ბეტა-ბლოკატორების მსგავსი მედიკამენტები მოქმედებს გულის მუშაობის სიჩქარეზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის მიწოდებაზე. 

4. ვიტამინი B-12-ის დეფიციტი

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

თუ თქვენ მუდმივად გცივათ, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი რაოდენობის B12 ვიტამინი. ეს ვიტამინი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობასა და შესაბამისად, ჟანგბადის გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა საყოველთაოდ ცნობილია როგორც ანემია.

5. ჰიპოთირეოზი 

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

ასევე ცნობილია როგორც "არააქტიური ფარისებრი ჯირკვალი". ამ დროს თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარისად მნიშვნელოვან ჰორმონებს.

6. რეინოს დაავადება 

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

ეს დაავადება ავიწროვებს მცირე არტერიებს, რითაც ზღუდავს სისხლის ნაკადის გადაადგილებას. 

7. პერიფერიული არტერიის დაავადება (PAD) 

შემოდგომის საკითხავი: რატომ ვარ ასეთი მცივანა?

PAD–ით დაავადებულ ადამიანს ფეხებსა და ხელებში არ მიეწოდება სისხლის საკმარისი რაოდენობა. 

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები უფრო მეტად განიცდიან სიცივის გრძნობას, ვიდრე მამაკაცები. მიზეზი კი განსხვავებული მეტაბოლური პროცესებია. მაგალითად, მენსტრუალური ციკლის გარკვეულ ფაზაში, ესტროგენი ამცირებს სხეულის ტემპერატურას. 

თუ ხშირად გაწუხებთ სიცივის განცდა, მოერიდეთ ისეთ საკვებს, როგორიცაა სალათები, წვენები და სხვა ცივი სასმელები. მიირთვით საკვები, რომელიც აჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს, ზრდის სისხლის ნაკადს და ინარჩუნებს სითბოს. 

სიცივის თავიდან ასაცილებლად დალიეთ თბილი წყალი, წვნიანი ან ჩაი. ყოველდღიურ მენიუში ჩასვით შავი პილპილი, ჯანჯაფილი, კამა, დარიჩინი და ჯავზი. ივარჯიშეთ, თუნდაც შეასრულეთ მარტივი გაწელვები. 

ატარეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ხელს უშლის სხეულის სითბოს დაკარგვას, მაგალითად შალის წინდები, ბამბა, აბრეშუმი ან შალის შარფები, ქუდები და ყურის საფარები. 

თბილ შემოდგომასა და ზამთარს გისურვებთ!