ყოველთვის საინტერესოა იმ ცვლილებების დაკვირვება, რასაც დროთა განმავლობაში, სილამაზის სტანდარტები განიცდიან. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ როგორ ცდილობს კაცობრიობა, ეს წარმოდგენები რეალობად გადააქციოს.

ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში ქალების საშუალო წონა 28 კილოგრამით გაიზარდა. ეს გასაგებია, რადგან საშუალოდ, ქალის სიმაღლე 8.89 სანტიმეტრითაა გაზრდილი. შედეგად კი, ქალბატონების სხეული კიდევ უფრო მიმზიდველი და ფორმებიანი გახდა.

რაც შეეხება ქალის მკერდს - ის საშუალოდ 2 ზომით გაიზარდა და დაახლოებით, L ზომას მიაღწია.

1950 -იან წლებში, იდეალური ქალის ფიგურა უფრო მინიატურული იყო, ხოლო წელი, დაახლოებით 6 სანტიმეტრით წვრილი, ვიდრე დღეს.

ასევე, ითვლებოდა, რომ ქალის იდეალური ფეხის ზომა კონკიას ფეხის ზომას ემთხვეოდა. შესაბამისად, ქალის ტერფის საშუალო ზომა, 3 ზომითაა გაზრდილი და დღეს, 41 ზომა ფეხი სრულიად მისაღებია.

1957 წელს ქალები საშუალოდ ატარებდნენ 8 ზომის ტანსაცმელს, 2017 წლისთვის საშუალო ზომა 12-მდე გაიზარდა.

ექსპერტები, რომლებიც კვლევა ჩაატარეს, თვლიან, რომ ეს გარდაქმნები დაკავშირებულია ქალების ცხოვრების ხარისხის ზოგად გაუმჯობესებასთან. დღეს ქალები უფრო მეტ ფულს შოულობენ, მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, უფრო ხშირად ვარჯიშობენ და უკეთ იკვებებიან.


1957 წელს, საშუალოდ, ქალი მოიხმარდა დაახლოებით 1800 კალორიას დღეში. 2017 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2300 კალორია იყო.

ასე რომ, თანამედროვე ქალებს აქვთ ყველა მიზეზი იმისთვის, რომ აღნიშნული ცვლილებებით გაბედნიერდნენ.