LIFE

თუ ქორწილისთვის ემზადები: 6 ცხოვრებისეული რჩევა პატარძლებისთვის

თუ ქორწილისთვის ემზადები: 6 ცხოვრებისეული რჩევა პატარძლებისთვის

არ დაივიწყოთ ვინ ხარ

თუ ქორწილისთვის ემზადები: 6 ცხოვრებისეული რჩევა პატარძლებისთვის

ვიღაცაზე დაქორწინება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა უარყოთ თქვენი პირადი ცხოვრება, ინტერესები და ყველაფერი, რაც თქვენი ნაწილია. იყავით საკუთარი თავის ერთგული და დაიმახსოვრეთ - იყო ნამდვილი, ეს შეუფასებელი საგანძურია.

თქვენ არ იქნებით სრულყოფილი, ამიტომ, ნურც მეუღლისგან მოითხოვთ სრულყოფილებას

თუ ქორწილისთვის ემზადები: 6 ცხოვრებისეული რჩევა პატარძლებისთვის

"სრულყოფილება" ზედმეტად მძიმე და არარეალური ტვირთია. თქვენს პარტნიორს უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ, ასე რომ ნუ იფიქრებთ, რომ სრულყოფილების ნებისმიერი სტანდარტი უნდა დაიცვათ. გარდა ამისა, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ჩვენ მუდმივად ვუშვებთ ცხოვრებას და დიახ, ეს მშვენიერია.

გახსოვდეს მეგობრები და ოჯახი

თუ ქორწილისთვის ემზადები: 6 ცხოვრებისეული რჩევა პატარძლებისთვის

შეიძლება ახლა საკმაოდ ამაღელვებელი ახალი ეტაპი გაქვთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც მუდამ თქვენს გვერდით იყო. ქმართან დიდი დროის გატარება ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, მაგრამ ასევე აუცილებელია სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და განსხვავებული ურთიერთობების შენარჩუნება.

თქვენი ქორწინება უნიკალურია

თუ ქორწილისთვის ემზადები: 6 ცხოვრებისეული რჩევა პატარძლებისთვის

არც ერთი ოჯახი არ ჰგავს ერთმანეთს. არ არსებობს ორი იდენტური ქორწინება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ბედნიერი ოჯახის იმიჯს მოერგოთ, არამედ ის, რომ თქვენ და თქვენს მეუღლეს ერთმანეთი გიყვარდეთ.

შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი პარტნიორიც ადამიანია

თუ ქორწილისთვის ემზადები: 6 ცხოვრებისეული რჩევა პატარძლებისთვის

დადგება დრო, როდესაც თქვენი მეუღლე გააკეთებს ისეთ რამეს, რაც გაგაღიზიანებთ ან გაგაბრაზებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აღარ უყვარხართ. უბრალოდ, ისიც ადამიანია და ისიც უშვებს შეცდომებს. სწორი და გულწრფელი კომუნიკაციის წყალობით, ყველა პრობლემა მოგვარებადია. 

არ ისაუბროთ თქვენს პრობლემებზე. ამის ნაცვლად პირდაპირ დაელაპარაკეთ თქვენს მეუღლეს

თუ ქორწილისთვის ემზადები: 6 ცხოვრებისეული რჩევა პატარძლებისთვის

დაიმახსოვრეთ, პარტნიორთან ღია და გულწრფელი დამოკიდებულება არის ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების საიდუმლო.