სტილი

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

მოდას რომ საზღვრები არ აქვს, ეს დიზაინერებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ხშირად, რაც ყველაზე უჩვეულო და უცნაურ სამოსად გვეჩვენება, ტრენდად მკვიდრდება და მილიონობით ადამიანის მოწონებას იმსახურებს.

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

თანამედროვე მოდა სხვა არაფერია, თუ არა ჩარჩოების დამსხვრევა, კლიშეებს მიღმა გაღწევა და 21-ე საუკუნის ადამიანისთვის სრულიად ავთენტური - ქაოსური, ტექნოლოგიების გავლენით შექმნილი და რაც მთავარია, თავისუფლების იდეით შთაგონებული სტილის შეთავაზება.

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

თანამედროვე მოდა - ეს თავისუფლებაა.

ალბათ, ამა თუ იმ დიზაინერის ნამუშევრის ნახვისას ზოგიერთ თქვენგანს უფიქრია - „შეუძლებელია, კიდევ რამემ გამაკვირვოს“, თუმცა რეალურად, მოდა ამოუწურავია და ამ ინდუსტრიას განვითარების ყველა ეტაპზე ჰყავს დიზაინერი, რომელიც თავისი რევოლუციური იდეებით, მსოფლაღქმით და ექსტრავაგანტული მიდგომებით ახერხებს გარშემო მყოფთა გაოცებას.

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

და ალბათ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე მსოფლიოში ასეთი დიზაინერი დემნა გვასალიაა, რომელმაც მოდის ინდუსტრიას თითქოს ახალი სიცოცხლე შთაბერა, მოძველებული შეხედულებები შეცვალა და მსოფლიოს თანამედროვე ცხოვრება, სტილის საშუალებით, სულ სხვა რაკურსით აჩვენა.

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, MET Gala-ზე უნდა გიამბოთ, ღონისძიებაზე, რომელიც სავსე იყო მსოფლიოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებით, თუმცა მისი მთავარი ვარსკვლავი დემნა გვასალია გახდა.

MET Gala-ს მთავარი თემა წელს ამერიკული მოდა იყო. დიზაინერები ეცადნენ, რომ კოსტიუმები შეექმნათ თანამედროვე ცხოვრებისა და ამერიკული მოდის შთაგონებით.

საზოგადოების ყურადღება მიიქცია რეალითი შოუების ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა, რომელიც წითელ ხალიჩაზე დიზაინერ დემნა გვასალიასთან ერთად გამოჩნდა.

BO-5 Multipic:

ორივე მათგანი სრულად შავი სამოსით იყო შემოსილი და არც ერთს არ უჩანდა სახე, რაც იდუმალების განცდას ტოვებდა. ზოგიერთმა კიმის სამოსი ღამურას შეადარა, ზოგს კი „მატრიცა“ გაახსენა.

ვნახოთ სამოსი და სტილი MET Gala 2021-ის წითელი ხალიჩიდან, რომლებიც მოდის კრიტიკოსებმა საუკეთესოდ აღიარეს.

იმანი Harris Reed-ის სამოსით

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ზოე კრავითსი Saint Laurent -ის კაბით

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ბილი აილიში Oscar de la Renta-ს სამოსით

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

იარა შაჰიდი Dior-ის კაბით

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

კიმ კარდაშიანის მსგავსად, Balenciaga-ს სამოსი ეცვა რიანასაც.

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ნორმანი Valentino-ს კაბით

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

კაია გერბერს აცვია Oscar de la Renta-ს სამოსი

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ტიმოთი შალამე Haider Ackermann-ის კოსტიუმით

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ქენდალ ჯენერი Givenchy-ის სამოსით

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ჯიჯი ჰადიდი Prada-ს კაბით

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ლილი როუზ დეპმა არჩევანი Chanel-ზე შეაჩერა

ქაოსი, თავისუფლება და თანამედროვე ცხოვრება - MET Gala 2021-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები

ჯენიფერ ლოპესს აცვია Ralph Lauren-ის დიზაინით შექმნილი სამოსი