LIFE

3 რამ, რაც ახლავე უნდა გააკეთოთ, რათა ცოლი გააბედნიეროთ!

3 რამ, რაც ახლავე უნდა გააკეთოთ, რათა ცოლი გააბედნიეროთ!

იცით, როგორ გაახაროთ თქვენი ცოლი ახლავე, ამ მომენტში?

არსებობს მხოლოდ ერთი სიტყვა, რასაც ნებისმიერი ქალის გაბედნიერება შეუძლია: რომანტიკა. 

დიახ, ეს ცოტათი საშიში სიტყვაა, მაგრამ თქვენი შიში არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ხართ იქ, სადაც ხართ...

1. უთხარით, რომ ის ლამაზად გამოიყურება. 

3 რამ, რაც ახლავე უნდა გააკეთოთ, რათა ცოლი გააბედნიეროთ!

შესაძლოა, ყოველდღე ეუბნებით თქვენს ცოლს, რომ კარგად გამოიყურება, მაგრამ გულწრფელად დაფიქრდით - რამდენად ხშირად უყურებთ თქვენს მეუღლეს აღფრთოვანებით? და როდესაც ამას აკეთებთ, სიტყვიერად გამოხატავთ ამ გრძნობას? 

სინამდვილეში, ქალები ხშირად ფიქრობენ, რომ პარტნიორი სიყვარულით სავსე თვალებით აღარ უყურებს. ამის მიზეზი მარტივია - სამწუხაროდ, კაცები ნაკლებად ამბობენ კომპლიმენტებს და ნაკლებად გამოხატავენ აღფრთოვანებას.

ჩვენ გპირდებით, რომ თუ ცოლს ერთ პატარა კომპლიმენტს მაინც ეტყვით, მისი თვალები ბედნიერებით აივსება.

2. დაპატიჟეთ პაემანზე და აჩუქეთ საჩუქრები 

3 რამ, რაც ახლავე უნდა გააკეთოთ, რათა ცოლი გააბედნიეროთ!

ქორწინების წინ, ბევრი წყვილი ჰპირდება ერთმანეთს, რომ ისინი რეგულარულად დაუთმობენ დროს ერთმანეთს. და მერე რა ხდება? იწყება დატვირთული და რუტინული ცხოვრება...

ამიტომ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე „შეყვარებულობის“ ქორწინების შემდეგ გაგრძელება. და რას ნიშნავს ეს, თუ არა გრძელ, რომანტიკულ პაემნებს?

წარმოიდგინეთ, თქვენი მეუღლე რომ შემოდის ოთახში და ლამაზად შეფუთულ საჩუქარს გიწვდით. ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ქმედებაა. წარმოგიდგენიათ, როგორ გაგიხარდებოდათ?

მაშ, რატომ არ აკეთებთ იგივეს თქვენი ცოლისთვის? მხოლოდ პატარა საჩუქარია საკმარისი მის გასაბრწყინებლად!

თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ. ასე რომ, გააკეთეთ.

3. ჩაეხუტეთ 

3 რამ, რაც ახლავე უნდა გააკეთოთ, რათა ცოლი გააბედნიეროთ!

ამბობენ, რომ ჩახუტება ურთიერთობის შენარჩუნების გასაღებია. ექსპერტების აზრით, ყოველდღიურად 10 წამიანი ჩახუტება ადამიანების ემოციურ დონეზე დასაკავშირებლად საკმარისია. 

გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჩაეხუტეთ თქვენს ცოლს უმიზეზოდ და მოულოდნელად? გახსოვთ მისი ბედნიერებით სავსე თვალები? და რატომ არ აკეთებთ იგივეს ყოველდღიურად? 

რომანტიკა, შესაძლოა არ არის თქვენი პრიორიტეტი, მაგრამ ბედნიერი ცოლ-ქმრობის აუცილებელი კომპონენტია. ხოლო თუ ძალიან გიჭირთ შინაგანი რომანტიკოსის აღმოჩენა, მაშინ გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც შეგიყვარდათ.

და თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ ყველა მარტივ, თუმცა რომანტიკულ იდეას, რათა თქვენი ცოლი გააბედნიეროთ, აქ და ახლავე!