LIFE

რატომ არ პოსტავენ ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში?

რატომ არ პოსტავენ ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში?

გყავთ სოციალურ ქსელში მეგობრები, რომლებიც გამუდმებით პოსტავენ დეტალებს ურთიერთობის შესახებ? გამუდმებით გიწევთ მათი ფოტოებისა თუ ვიდეოებს მოწონება? გაქვთ ინფორმაცია მათი ყველა საჩუქრისა თუ დღის გეგმების შესახებ? - თუ თქვენი პასუხია „დიახ“, მაშინ, თქვენ სწორ სტატიას კითხულობთ!

წინასიტყვაობის ნაცვლად: ვფიქრობთ, რომ მშვენიერია, როდესაც ორი ადამიანი, სოციალური ქსელის საშუალებით აზიარებენ სიყვარულს. ფოტო და ვიდეო დოკუმენტირება ხელს უწყობს ურთიერთობის მნიშვნელოვანი მომენტების შენახვასა და გახსენებას. მაგალითად: ქორწილები, იუბილეები, შვებულებები, ოჯახური ღონისძიებები და განსაკუთრებული დღეები. ჩვენ ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობთ.

ჩვენ ვსაუბრობთ წყვილებზე, რომლებიც დილიდან დაღამებამდე, ყოველდღიურად, წელიწადში 12 თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში პოსტავენ, პოსტავენ და პოსტავენ...

თუ კარგად დააკვირდებით, სოციალურ ქსელებში, მხოლოდ სამი ტიპის ურთიერთობა გხვდებათ თვალში. მაშ ასე, დავიწყოთ:

1. „ცუდი“ ტიპები 

რატომ არ პოსტავენ ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში?

ეს არის კრიტიკული წყვილი, რომელიც ერთმანეთის „შესარცხვენად“ პოსტავენ. მათი მიზანი, კონკრეტული უსიამოვნო ეპიზოდის დამალვა და მხიარულ ისტორიად გადაქცევაა. რაც, თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად, ამ პოსტებს მიღმა, მწარე რეალობა იმალება. 

გსურთ იცოდეთ რას აკეთებს სტაბილური, ბედნიერი წყვილი? ისინი ამ საკითხს პირადად განიხილავენ და საზოგადოებისგან მოშორებით ამუშავებენ თავიანთ გრძნობებს. 

2. „შემოგვხედე“ ტიპები 

რატომ არ პოსტავენ ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში?

რა თქმა უნდა, ეს წყვილი თქვენ ბევრჯერ გინახავთ. ისინი ტვირთავენ ნებისმიერი აქტივობის ფოტოებს. მაგალითად: საუზმე, სადილი, ვახშამი, ქუჩაში სეირნობა, წიგნის კითხვა, ჩაის დალევა, პარკში გასეირნება, მეგობრების ნახვა...ბლა,ბლა,ბლა. მათ ანგარიშზე, ყოველდღიურად 3-5 პოსტია.

რის დამტკიცებას ცდილობენ ეს ადამიანები? წყვილები, რომლებიც ამას აკეთებენ, აგზავნიან ქვეცნობიერ შეტყობინებას - ჩვენ ვართ დაუცველი წყვილი, რომელიც არ არის მზად ურთიერთობისათვის. 

ვწუხვართ, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ეს სიმართლეა. სტაბილურ წყვილებს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდებათ. მათი რომანტიული კავშირი, მეგობრებისგან მიღებული "მოწონებების" რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული

3. ყალბი ტიპები 

რატომ არ პოსტავენ ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში?

„შემოგვხედეთ" ტიპებისგან განსხვავებით, ეს ადამიანები საერთოდ არ არიან შეყვარებულები. მაგრამ, ეს არის წყვილი, რომელთაც სურთ სხვების ეჭვიანობა მიზანმიმართულად დადგმული სურათების გადაღებით. მიზანი? გეგონოთ, რომ მათი ცხოვრება გასაოცარია! თუმცა, მათ არ იციან, რომ ადამიანები ინსტინქტურად გრძნობენ, როდისაა წყვილი ნამდვილად ბედნიერი და როდის არა...

სიმართლე ერთია: ბედნიერი წყვილები არ დგამენ შოუს სოციალურ მედიაში. უფრო მეტიც, ძლიერი და ჯანმრთელი წყვილები საერთოდ არ ატარებენ დიდ დროს ფეისბუქზე. ისინი ერთმანეთის გვერდით, საზოგადოების თვალისგან მოშორებით ტკბებიან...