LIFE

სიყვარული ჰოლივუდურად: 6 წყვილი, რომელმაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო

სიყვარული ჰოლივუდურად: 6 წყვილი, რომელმაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო

იშვიათია სიყვარულის ისტორია, რომელიც რამდენიმე ათწლეულს უძლებს და დროის გასვლასთან ერთად არ უფერულდება. იმის გათვალისწინებით, რომ ცნობილი ადამიანები ხშირად იცვლიან პარტნიორებს, სტაბილური წყვილების აღმოჩენა, ნამდვილად აამაღლებს თქვენს განწყობას.

1. სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი

სიყვარული ჰოლივუდურად: 6 წყვილი, რომელმაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო

ქორწინებიდან 24 წელის შემდეგ, ამ მშვენიერ წყვილს სამი შვილი ჰყავს, ვაჟი და ტყუპი გოგონები. ჯერ კიდევ, 1996 წელს, სარა ჯესიკა პარკერი მომავალ მეუღლეზე ამბობდა: „ის ისეთი კაშკაშა და ისეთი ნათელი ადამიანია. ვფიქრობ, რომ ის არის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია. ის გამუდმებით აღმაფრთოვანებს. უბრალოდ, ვგიჟდები მასზე“. თუ ამ წყვილის ფოტოებს გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რომ დროის გასვლის მიუხედავად, ბევრი არც არაფერი შეცვლილა.

2. ემი ადამსი და დარენ ლე გალო 

სიყვარული ჰოლივუდურად: 6 წყვილი, რომელმაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო

ისინი 20 წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა სიყვარულის ისტორია, მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაიწყო. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს და ემის თქმით, ისინი „საკმაოდ უბრალოდ“ ცხოვრობენ. ჰოლივუდის მსახიობი უკვე ორი ათწლეულია აღმერთებს ხელოვან ქმარს და გამუდმებით მხარს უჭერს მის კარიერას. 

„ყოველდღიურად მას ბევრი მსხვერპლის გაღება უწევს, მაგრამ ის აგრძელებს ჩემთან ერთად მოგზაურობას და ოჯახურ ცხოვრებას. ის უბრალოდ საუკეთესო მამაკაცია“. 

3. პირს ბროსნანი და კელი შაი ბროსნანი 

სიყვარული ჰოლივუდურად: 6 წყვილი, რომელმაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო

ყოფილი ჯეიმს ბონდი და ამერიკელი ტელეჟურნალისტი, ერთმანეთს 27 წლის წინ შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ბროსნანის მეორე ქორწინებაა - მისი პირველი მეუღლე, ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. ბედნიერ წყვილს ორი ვაჟი ჰყავს და მაქსიმალურად დიდი დროს ატარებენ ერთად. ხოლო ჰოლივუდის ვარსკვლავი არასოდეს უშვებს შანსს გამოხატოს თავისი დიდი სიყვარული მეუღლის მიმართ. 

4. კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი 

სიყვარული ჰოლივუდურად: 6 წყვილი, რომელმაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო

ისინი ერთ დღეს დაიბადნენ, თუმცა 25 წლიანი განსხვავებით. ჰოლივუდის ყველაზე მყარი წყვილი ამტკიცებს, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. კეტრინი ამბობს: „პირველ რიგში, ჩვენ ერთად ვმხიარულობთ“. 23 წლიანი ქორწინების და ორი შვილის შემდეგაც კი, მათი კავშირი, როგორც ჩანს, დღითიდღე ძლიერდება.

5. ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა 

სიყვარული ჰოლივუდურად: 6 წყვილი, რომელმაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო

ამ მეოცნებე წყვილმა დაამტკიცა, რომ მათ იციან გრძელვადიანი ურთიერთობის გასაღები. ერთად ყოფნიდან 20 წლის შემდეგ, ესპანელმა მომღერალმა და ცნობილი ჩოგბურთელი 3 საყვარელი ბავშვის ამაყი მშობლები არიან.

6. ჯულია რობერტსი და დანიელ მოდერი 

სიყვარული ჰოლივუდურად: 6 წყვილი, რომელმაც დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო

ცნობილი ლამაზმანი მეორე ნახევარს 2000 წელს, ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ხოლო 2 წლის შემდეგ, ნიუ მექსიკოში, ოფიციალურად გააფორმეს ურთიერთობა. დღეს ისინი ტყუპი ბიჭებს, გოგონასა და ნაბოლარა ვაჟის მშობლები არიან. წყვილი მუდმივად ინარჩუნებს პრივატულობას და თავს არიდებენ საზოგადოებას, თუმცა მათი ყოველი გამოჩენა, ნამდვილი სენსაციაა.