17 ცნობილი ადამიანი, რომლისთვისაც დედა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია
- 22.09.2021
ადამიანის ცხოვრებაში, დედა შეუცვლელი ფიგურაა - დაუღალავი, მოსიყვარულე, რჩევებითა და რეკომენდაციებით სავსე, რომელიც უყოყმანოდ გასცემს ყველაფერს თავისი შვილებისთვის...
1. ბრედლი კუპერმა დედამისი, გლორია კამპანო, ოსკარის რამდენიმე ცერემონიაზეც კი წაიყვანა.
„მიყვარს, როდესაც ის ჩემს გვერდითაა. მის გარეშე, არაფერი არ მინდა“.
2. ლეონარდო დიკაპრიოც დაესწრო რამოდენიმე ღონისძიებას დედასთან, ირმელინ ინდენბირკენთან ერთად.
„არსებობს ადამიანი, რომელსაც მადლობა უნდა გადავუხადო. რომ არა ის, მე აქ არ ვიქნებოდი. მე არ გავზრდილვარ პრივილეგიებით სავსე ოჯახში; მე გავიზარდე ლოს-ანჯელესის ძალიან საშიშ უბანში და ამ ქალს, სამი საათის გზაზე, ყოველდღიურად დავყავდი ქალაქის სხვა უბნის სკოლაში, რათა უკეთესი განათლება მიმეღო. დღეს მისი დაბადების დღეა. ასე რომ, დედა, გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან მიყვარხარ“.
3. ჯენიფერ ლოპესის დედა, გვადალუპე როდრიგესი კი, ქალიშვილთან ერთად, თამამად გამოდის სცენაზე და მუსიკალური ნომრის შესრულებაში ეხმარება.
4. მარგო რობი და სარი კესლერი ოსკარის 90 -ე დაჯილდოების ცერემონიაზე. როგორც ხედავთ, ცნობილი ლამაზმანი, ძალიან ჰგავს დედას.
5. ჯარედ ლეტო კი, უბრალოდ ვერ მალავს სიხარულს, როდესაც ის დედასთან ერთადაა წითელ ხალიჩაზე.
„1971 წელს, ლუიზიანაში, ერთი თინეიჯერი გოგონა დაორსულდა მეორე შვილზე. მან მხოლოდ საშუალო სკოლა დაამთავრა, იყო მარტოხელა დედა, მაგრამ მოახერხა და საკუთარ შვილებს უკეთესი ცხოვრება შესთავაზა. ის მუდამ შთააგონებდა ბავშვებს, რომ შრომისმოყვარეობა წარმატების საწინდარია. ის გოგო დედაჩემია და ახლა ის ჩვენთან ერთადაა. მე შენ მიყვარხარ, დე! მადლობა, რომ ოცნება მასწავლე“.
6. კრის ევანსი და ლიზა კაპუანო, ხშირად იღიმიან კამერის წინ.
7. ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნისას, ერთი წამითაც კი არ გაუშვა ენ ჰეთევეიმ დედას ხელი.
8. ტიმოთი შალამე და ნიკოლ ფლენდერი ვერ უარყოფენ, რომ ისინი დედა და შვილი არიან: ღიმილი, დგომის მანერა და თვალები... ახალგაზრდა ვარსკვლავს, მთელი მომხიბვლელობა ნამდვილად დედისგან ერგო!
9. ელეგანტურობის და დახვეწილობის ორი სიმბოლო - შარლიზ ტერონი და გერდა მარიცი.
10. ტომ კრუზი და მერი ლი პფაიფერი, ოქროს გლობუსის 66 -ე დაჯილდოებაზე.
11. ვინ დიზელი და დელორა ვინსენტი, ფილმის პრემიერაზე.
12. ჯასტინ ტიმბერლეიკი და ლინ ბომარ ჰარლესი, ოსკარის დაჯილდოებაზე ძალიან ბედნიერად და აღფრთოვანებულად გამოიყურებოდნენ.
13. მაილი საირუსის და ტიშ საირუსთან, არა მხოლოდ დედა და ქალიშვილი, არამედ შესანიშნავი მეგობრები და პარტნიორები არიან.
14. სოფია ვერგარა ახალგაზრდა დედაა და ყველა შესაძლო ღონისძიებაზე, მანოლოსთან ერთად ჩნდება.
„რაც ყველაზე მეტად მიყვარს დედაჩემში ისაა, რომ ის არ შეცვლილა. მას აქვს წარმატებული კარიერა, მაგრამ მან შეძლო ჩემი კარგად აღზრდა. მე ამით აღფრთოვანებული ვარ“.
15. ჯასტინ ბიბერი ერთ-ერთი ცნობილი ადამიანია, რომელზეც დანამდვილებით ვიცით, რომ დედამისის საუკეთსო მეგობარია.
16. ითვლება, რომ რიანა, ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ადამიანია. როდესაც საქმე დედასთან ურთიერთობას ეხება, ამბობენ, რომ რიანა და მონიკა ერთად ბევრს იცინიან და სამოგზაუროდაც ხშირად დადიან.
ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც რიანამ პირველი ამერიკული მუსიკალური ჯილდო მოიპოვა, ქანდაკება დედამ გადასცა და სიტყვაც წარმოსთქვა: „რიანა, მე ამაყობ შენით. შენი გზა ყოველთვის არ იყო ადვილი, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვარ, რომ შენ ასეთი ძლიერი და პოზიციური ხარ! თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ამ დაუვიწყარი მომენტის ნაწილი გავხდი“.
17. ჰალი ბერის და ჯუდიტ ენ ჰოკინსს, განსაკუთრებული და ახლო ურთიერთობა აქვთ. ჯუდიტმა მსახიობი დამოუკიდებლად, მამის გარეშე გაზარდა. ალბათ ამიტომაც აღმერთებს მსახიობი საკუთარ დედას.
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშვები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია