სტილი

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

უზარმაზარი სათვალე და სამკაულებით დაფარული ხელები მისი სტილის სიმბოლო გახდა. ქალი, რომელმაც 100 წლის იუბილე ორი თვის წინ აღნიშნა, მთელს მსოფლიოში ცნობილი 84 წლის ასაკში გახდა. გაიცანით საოცარი აირის აპფელი - ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ასაკი, ეს მხოლოდ ციფრებია. 

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

· აირისი, 1921 წელს, ნიუ იორკში, დეკორატორისა და მოდური ბუტიკის მფლობელის ოჯახში დაიბადა. დიზაინის სიყვარული მემკვიდრეობით მამისგან მიიღო, ხოლო დედამ, უნიკალური სტილის შეგრძნება უსახსოვრა.

· აირისი იხსენებს, რომ დედას ისე ეცვა, როგორც „უინსდროის ჰერცოგინიას“ და ის ყოველთვის უზადოდ გამოიყურებოდა. როდესაც პატარა აირისი თმაზე შეუსაბამო ლენტს იმაგრებდა, დედა ყოველთვის მკაცრად მიუთითებდა. 

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

· სწორედ დედამ ასწავლა, რომ უმჯობესია იყიდო მარტივი, შავი კაბა. ამ შემთხვევაში, ყოველთვის გექნება ტანსაცმელი, რადგან მისგან შესაძლებელია შეიქმნას როგორც ყოველდღიური, ასევე სადღესასწაულო ლუქი. აქ ყველაფერი აქსესუარებზეა დამოკიდებული. ესაა რჩევა, რომელსაც აირისი დღემდე იცავს. 

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

· მოზარდობის ასაკში, ავადმყოფობის გამო, აირისმა წონაში მოიმატა, რამაც გოგონას დედა გაააგიჟა. ელეგანტური ქალბატონი თვლიდა, რომ მისი ქალიშვილი, დახვეწილი და თოჯინასავით ლამაზი უნდა ყოფილიყო. 

· პირველი ნივთი, რომელიც აირისმა შეიძინა, ეს იყო ბროში. 11 წლის ასაკში, ერთ-ერთი სარდაფის მაღაზიაში აღმოაჩინა საოცნებო აქსესუარი და ფულის შეგროვება დაიწყო. ვინ იფიქრებდა, რომ ეს შენაძენი უზარმაზარი ისტორიის დასაწყისი იქნებოდა. 

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

· მოდით გატაცებულმა გოგონამ სწავლა სამხატვრო სკოლაში დაიწყო და ნიუ იორკის უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე დაასრულა. მისი კარიერა მოდის ჟურნალში, მთავარი რედაქტორის პოზიციაზე დაიწყო. მოგვიანებით, აირისმა გააცნობიერა, რომ რედაქცია არ ეხმარებოდა კარიერულ ზრდაში და ამიტომ, ილუსტრატორის ასისტენტად დაიწყო მუშაობა.

· ერთ დღესაც ახალგაზრდა აირისს, მაღაზიის მფლობელი უთხრა: „ახალგაზრდა ქალბატონო, თქვენ არასოდეს იქნებით ლამაზმანი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ გაქვთ სილამაზეზე უფრო უკეთესი - სტილი“.

BO-11 Custom embed code

· აირისი ყოველთვის თამამად იცვამდა, აიგნორებდა ყველა წესს და აერთიანებდა ერთი შეხედვით შეუსაბამო ნივთებს. 1940 წელს მან პირველი ჯინსის ყიდვა გადაწყვიტა. ამ შარვალს, მაშინ მხოლოდ ფერმერი მამაკაცები ატარებდნენ. თუმცა მაღაზიიდან უარით გამოისტუმრეს, „გოგონებს ჯინსები არ აცვიათ“.

· როდესაც კარლმა, მომავალმა მეუღლემ აირისი პირველად დაინახა, მეგობარს უთხრა, რომ გოგონა იმ შემთხვევაში იქნებოდა ლამაზი, თუკი ცხვირს გაისწორებდა. აირისმა კი კარლის მეგობარს უპასუხა: „გადაეცი, ჯოჯოხეთშიც წასულა!“. 

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

· რამდენიმე კვირის შემდეგ, ავტობუსის ფანჯრიდან, კარლმა კვლავ შეამჩნია თავხედი ქალბატონი. ჩამოვიდა, მიესალმა, უნიკალური ჩაცმულობა შეუქო და პაემანზე დაპატიჟა. 6 თვის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ.

· 1950 წელს აპფელებმა ქსოვილების საწარმო დაარსეს. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანებისთვის ქმნიდნენ საუცხოო ინტერიერს. სწორედ ასე გახდა აირისი „ტექსტილის პირველი ლედი“. 

BO-6 Custom embed code

· კარლი ამბობს, რომ აირისთან ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. სხვა თუ არაფერი, ქალი თამამად ირგებს მეუღლის სამოსს, იქნება ეს ტილოს შარვლები, ბეისბოლის ქუდი თუ სათვალე. 

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

· აირისი ხუმრობს, რომ კარლს ძალიან გაუმართლა, რადგან ბრილიანტები არ უყვარს. მას ურჩევნია სამკაულები, აქსესუარები, ცოცხალი ფერები, ბეწვი და ბუმბული, ეთნიკური ელემენტები - ანუ ყველაფერი ის, რასაც მის კოლექციებში იხილავთ. 

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია

· 1992 წელს ირისმა და კარლმა ტექსტილის ბიზნესი დატოვეს და პენსიაზე გავიდნენ. მაგრამ მათ ვერ მოიპოვეს მშვიდი სიბერე - 2005 წელს მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ არსებობს აირის აპფელი, 84 წლის დიზაინერი, რომელმაც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ბრწყინვალე ჩვენება მოაწყო. გამოფენა, რომელმაც ყველა კრიტიკოსი დაამუნჯა. 

BO-9 Custom embed code

· ამის შემდეგ, აირისი გახდა კოსმეტიკური ბრენდის სახე, შექმნა სათვალეების კოლექცია და პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა. 

ქალი, რომელმაც პირველ სამოდელო კონტრაქტს ხელი 97 წლის ასაკში მოაწერა - საოცარი აირის აპფელის ისტორია