სტილი

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

სხეულის ენის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩანთა, ეს უბრალოდ აქსესუარი სულაც არ არის. ის თქვენი სტატუსის, გემოვნების, ხასიათის და პიროვნების წარმოჩენის საშუალებაა. ამიტომ, უცნაური სულაც არ არის, რომ ის, თუ როგორ ატარებთ ჩანთას, ძალიან ბევრს ამბობს თქვენზე.

1. სხეულზე მჭიდროდ მიბჯენილი, მხარზე გადაკიდებული ჩანთა 

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

თქვენ პრაქტიკული ადამიანი ხართ, რომელსაც უჭირს სხვების ნდობა. თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელიც რეალურად აკეთებს საქმეს და ფულს არ ფლანგავს. მჭიდროდ მიბჯენილი ჩანთა ნიშნავს, რომ თქვენ არ გიყვართ სიახლეები, მოულოდნელობები და დიდი შანსია, გულის სიღრმეში, თავდაჯერების პრობლემებიც კი გქონდეთ.

2. მხარზე გადაკიდებული ჩანთა, რომელიც თავისუფლად მოძრაობს 

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

თქვენ ხართ სპონტანური, უდარდელი ადამიანი, რომელიც იღებს ცხოვრებას ისეთს, როგორიცააა. ხალხი ფიქრობს, რომ თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი ხართ, რომელსაც უყვარს თავისუფლება. თქვენ არ გაინტერესებთ ნივთების ფასი ან ბრენდი, თქვენ ირჩევთ ისეთ აქსესუარებს, აქსესუარებს, რომლებიც თქვენს პირად სტილს გამოხატავენ. 

3. ხელზე გადაკიდებული ჩანთა 

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისთვისაც სტატუსი, პოზიცია, პრესტიჟი და ავტორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სტილი, ასევე ასახავს, რომ გსურთ თქვენი ძვირადღირებული, მომხიბლავი ან ტრენდული აქსესუარი ყველამ შეამჩნიოს. თქვენ უბრალოდ იცით, რა გსურთ ცხოვრებიდან და თამამად მიდიხართ მიზნისკენ. ეს ცნობილი ადამიანებისთვის დამახასიათებელი სტილია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ცნობილი დიზაინერის აქსესუარს ირჩევენ. 

4. უბრალოდ, ხელში 

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისი დახვეწილი და ჩამოყალიბებული ხასიათი შეუმჩნეველი არავისთვის რჩება. თქვენ მოგწონთ ორგანიზება, დალაგება და საქმის ხარისხიანად შესრულება. ასევე, ეს სტილი მიუთითებს, რომ თქვენთვის კომფორტი მეორეხარისხოვანია - მთავარია სხვა ადამიანებმა მარტივად შენიშნონ თქვენი სრულყოფილი გემოვნება და ჩაცმულობა. 

5. სხეულის წინ, ორივე ხელით 

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და როდესაც ეს გარდაუვალია, უბრალოდ უხერხულობას და შფოთვას განიცდით. თქვენ მუდამ გირჩევნიათ უკანა რიგებში ჯდომა, განსაკუთრებით კი, თუ უცხო და ახალ გარემოში იმყოფებით. ექსპერტების აზრით, ეს სტილი სიმორცხვის და დაუცველობის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. 

6. ჯვარედინად გადაკიდებული ჩანთა - სხეულის წინა მხარეს 

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

თქვენ ჩიტივით თავისუფალი ადამიანი ხართ, რომელიც მარტივად იღებს ყველაფერს, რაც სურს. თქვენ მოგწონთ დიდი ქალაქები, ხალხმრავლობა და დაუსრულებელი შესაძლებლობები. ოცნებობთ, რომ მარტივად, ფრთების ერთი გაშლით მიაღწიოთ ყველა მიზანს.

7. ჯვარედინად გადაკიდებული ჩანთა - სხეულის უკანა მხარეს 

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

თქვენ ხართ მშვიდი, მყარი და სანდო ადამიანი, რომელიც ზედმეტად არ ნერვიულობს. ენდობით სამყაროს და მოდუნებულ, მშვიდ მდგომარეობაში მიჰყვებით დინებას. თანაც გჯერათ, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. თქვენი გონება უფრო მეტადაა ორიენტირებული სულიერ სამყაროზე და არ დარდობთ ისეთ მატერიალურ საკითხებზე, როგორიცაა ქონება და სიმდიდრე. 

8. ზურგჩანთა 

მითხარი, როგორ ატარებ ჩანთას და გეტყვი, ვინ ხარ შენ - სტილის 9 საიდუმლო

თქვენ ხართ დამოუკიდებელი და თვითკმარი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს საკუთარ თავზე. ასევე, მოგწონთ თავისუფლების განცდა და მზად ხართ ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევისთვის. დიდი ალბათობით, თქვენ ხართ საიმედო მეგობარი, რომელსაც მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული ღირსების განცდა. თქვენთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესი, იქნება ეს ფიზიკური თუ სულიერი, კმაყოფილების მთავარი წყაროა.

9. თუ ჩანთას საერთოდ არ ატარებთ...

თქვენ პრივილეგირებული ადამიანი ხართ, რომელიც მიჩვეულია, სხვებმა ატარონ მისი ტვირთი, იქნება ეს ოჯახი, შეყვარებული თუ სამსახური. ეს სტილი მიუთითებს თავდაჯერებაზე და აჩვენებს, რომ თქვენ ხართ უკიდურესად გარკვეული საკუთარ იდენტობაში. თქვენთვის კი ეს, სულაც არ არის განისაზღვრება ტანსაცმლითა და აქსესუარებით.